სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
დაუყოვნებლივ უნდა გადააყენონ ეა კაცი. აზრი არ არის. 100% მისი წაგებულია ეს მატჩი ასეთი ანგარიშით. 1 ტაიმშივე გამოჩნდა, როცა უყურებდა სანამ 1 გოლი გავიდოდა და მერე კიდევ 3. უსუსტესი მწვრთნელი აღმოჩნდა, ყოჩაღ ესპანეთის მწვრთნელს, გათიშა ჩვენი ზედა ხაზი და ძალიან სწორი მითითებები მისცა თავისიანებს, კვირკველია,გოჩოლეიშვილი, კაშიას ტექნიკაზე ეკიდა მთელი თამაში
გადასარევი გიორგი
08 სექტემბერი 2023 23:39
1
Კვირკველია სხვა რამისთვის იყო მანდ ..ჯუღელმა იცის ხიზანამაც
Გადასარევი გიორგის
08 სექტემბერი 2023 23:40
3
დროზე მოდით აზრზე შეცვალეთ მწვრთნელი თორემ გასვლა კიარა ყველაფერი დაგვავიწყდება.მაყურებელიც არ ეყოლება.ეს რა იყო.ესეთი წაგება და ისიც დინამოზე?რასქვია არ უშვებთ.რა გინდათ ნაკრების წაგებებზე უნდა ვიყოთ?
დათო
09 სექტემბერი 2023 01:24
3
რის პლეი ოფი რა ფინალი - ყაზახეთმა შეიძლება ამაზე უარესად მოგვიგოს!!!
irakli
09 სექტემბერი 2023 00:30
7
თუ არ მიდის, ვინმემ უთხრას იქნებ, რომ აბურჯანია და კვირკველია აღარ გამოიძახოს!! პ.ს. ორივეს მადლობა ნაკრებში თამაშისა და თავდადებისთვის!
???
08 სექტემბერი 2023 23:35
1
რატომა ამდენი ცენზურა ამ საიტზე???
ხალხი წერს იმას რაც ფიქრობს ნაკრებზე
ვახო
09 სექტემბერი 2023 01:20
1
მაინტერესებს დვალიშვილი რას აკეთებს შტაბში?
ბაჯო
08 სექტემბერი 2023 23:50
1
მაყუთს
ქალაქელი
09 სექტემბერი 2023 01:14
3
დვალიშვილი არ არის , ჰგავს დვალიშვილს, უცხოელი მწვრთნელია.
დიმო
09 სექტემბერი 2023 00:46
2
ნერვებს მაინც ნუღარ გვიშლი. ფლანგებიდან 30-ჯერ ზუსტად ჩაუშვეს ბურთი საჯარიმოში. ბავშვიც კი მიხვდებოდა, რომ დაცვაში ფლანგებზე სივრცეები იყო შესავსები.
Რაგბის ფანი
08 სექტემბერი 2023 23:48
0
ეს თუ ამ თამაშის შემდეგ არ გადადგებოდა რას ვიფიქრებდი. აფსუს, ცენზურა
სანდრო
08 სექტემბერი 2023 23:06
2
ნორმალური მწვრთნელი გადადგებოდა!!! ამან კი ჩემი ბრალი არ არისო არაფერიო ცამდე მართალი ვარო როგორც ყოველთვის.

საკუთარ შეცდომებს აღიარებ შე მძ*რო ოდესმე??? რა უნდოდა აბურჯანიას კვერკველიას კაშიას მექვაბიშვილს და ა.შ. საზონოვი 7-1 ამდე რატომ არ შეიყვანე.
Gagveci pasuxi.
08 სექტემბერი 2023 23:10
1
გუნდი კი არა, თვითონ სად არის ეგ თუ აქვს გააზრებული. ჩემი ბრალია და შეცდომები დავუშვი ათასხუთასიო იმას კი არ იძახის, სიტუაციიდან როგორ გამოძვრეს, იმას ფიქრობს. ღირსეული მწვრთნელი დატოვებდა პოსტს და ამით გამოისყიდდა ამ ისტორიულ სირცხვილს. ერთა ლიგა შეამოაგდო აქ რაღაცეების გადასაფარად:((((
ბექა90
08 სექტემბერი 2023 23:11
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული