სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
შე კაი ადამიანო ისევ უნდა გვაყურებინო პორნოგრაფიას ნორვეგიაში? ))
gulshematkivari0703
08 სექტემბერი 2023 23:23
2
გულწრფელად რომ ვისაუბროთ სანაგვეშია თქვენი ადგილი.
ჩელენჯერი
08 სექტემბერი 2023 23:02
2
აბურჯანია და კვირკველია განაცხადს არ უნდა გააკარო ვსო მორჩა მაგათი ფეხბურთი დაგეყენებინა ჩაკვე და საზანოვი დანარჩენებზე რო ვწერო არ მეყოფა აქ ადგილი . მწვრთნელი დღეს 0 იყო
ტოტტი
08 სექტემბერი 2023 23:11
2
უბრალოდ მაინტერესებს, ლოჩოშვილს რას ერჩი? ერჩით? თორემ ეს საუბარი ბლაბლაგონიაა.
რატი
08 სექტემბერი 2023 23:03
2
სანიოლი კი არა მესაფლავე ხარ! ისტორია დაწერე დღეს ქართული ფეხბურთის!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:36
2
კლასში განსხვავება პირველივე წუთებიდან ისეთი ასტროლოგიური იყო თითქოს მოტივირებული პროფესიონალები საფეხბურთო მასტერკლასს უტარებდა, ზარმაც მოყვარულებს. რეალურად გვყავს სუსტი ნაკრები ამბიცია კი დიდი და საფეხბურთო მონსტრმა სარკეში ჩაგვახედა და გვითხრა ესაა თქვენი ადგილიო. კვარას გარეშე დაახლოებით მაკედონია ესტონეთის დონე ვართ თან ღრმად არაკვალიფიციური მწვრთნელით რომელიც ეხლავე გასაშვებია. 1 ვარსკვლავი 3 საშუალოსთან ახლოს მყოფი და დანარჩენი სრული ლუზერებით დაკომპლექტებული გუნდი ვერასოდეს დადებს შედეგს. სხვა შემთხვევაში თუ ჩვენსავით მაჩანჩალების ტურნირის მოგებით გავალთ ევროპის ჩემპიონატზე რაც სამადლოდ გამოიგონა უეფამ ჩვენაირი საწყალი ქვეყნებისთვის და იმედია იქედან მაინც გავძვრებით სადმე აბა ესპანეთი და სხვა ტოპ ნაკრებები კი არა მეორე ეშელონის ნორვეგია და შოტლანდია ბურთს გვახევს თავზე და ამბიცია ისეთი აქვს ზოგიერთს გეგონება საქართველოს ნაკრები კი არა არგენტინა გამოდიოდეს დინამო არენაზე და ის აგებდეს 7 და 5 ბურთებით.
Podense
08 სექტემბერი 2023 23:18
5
სამწუხაროდ კვარაცხელუაც ვეღარააა ისეთი ძლიერი. არვიცი ვარსკვლავური სენი შეეყარა თუ რა ხდება,თუმცა ფაქტია შარშანდელის ჩრდილია.
თემო
09 სექტემბერი 2023 13:54
0
ვილი, დატოვო უნდა გუნდი, შენ მწვრთვნელი არ ხარ, ვერც ვერასდროს იქნები.ფეხბურთელი დიდებული იყავი მაგრამ ამ სამის შენ არაფერი გაგეგება. მარტო დღევანდელ მარცხს არ ვგულისხმობ.
nika
08 სექტემბერი 2023 23:08
1
წააი ბიძია ფრანციაში წააი...
გეგი
08 სექტემბერი 2023 23:12
1
და გაიყოლოს სალომე თან!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:16
13
მწრთვნელი-ს! ზებროვიჩიც. ეგეც იქაური მოქალაქეა
დავით 67
08 სექტემბერი 2023 23:42
4
ყველა თამაში უარესად ითამაშეთ ვიდრე მოწინააღმდეგემ მათ შორის კვიპროსთანაც.
ნიკო
08 სექტემბერი 2023 23:01
0
ამ კაცს რამდენი აქვს ხელფასი? მართლა მაინტერესებს, ვინმემ იცით?
გურამი
08 სექტემბერი 2023 23:15
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული