სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ვაა... ეს კიდევ ვერ მიმხვდარა სად არის!
SOS!!!
10 სექტემბერი 2023 01:43
1
სად უნდა წავიდე, ძლივს დავსაქმდი კაცი. არსადავ არ წავალ! თქცენ რა იცით როგირია თაფლიან კასრში ჯდომა.)))))
სანიოლი
09 სექტემბერი 2023 17:18
2
სანიოლი კიდევ არის მოყვარული მწვრთბელი, ვერსად ვერ გაამართლა, ნაკრებშიც იყო და გაუშვეს...
რუსთავი
09 სექტემბერი 2023 14:50
3
გავუშვათ სანიოლი, მოვიყვანოთ ბიქსენტ ლიზარაზუ და ყველაფერი კარგად იქნება!
მძღოლი
09 სექტემბერი 2023 13:38
0
გააკეთე კომენტარი,გააკეთე კომენტარი! გავაკეთე და სად არის?ისედაც გაღიზიანებული ხალხის ნერვებზე თამაშობთ?რა არ მოგეწონათ მაინც საინტერესოა.ისეთებს აქვეყნებთ ზოგის წაკითხვაც არ შეიძლება და ჩემმა სრულიად უწყინარმა და საქმიანმა კომენტარმა რით ვერ მოიპოვა ნეტავ თქვენი წყალობა? ალბათ თქვენც მტრები ხართ ქართული ფეხბურთის და მთლიანად საქართველოსი.
საჩინო
09 სექტემბერი 2023 12:21
0
კაშია როდემდე უნდა იყოს ნაკრებში 36 წლისაა დატოვე ნაკრები კაშია
გიო
09 სექტემბერი 2023 09:24
0
კვირკველია და კაშიას დუეტის ძირითადში დაყენება არ დაგავიწყდეს ნორვეგიაში,კატასტროფას რომ გადავურჩეთ, რა საჭიროა ახალგაზრდა სწრაფი მცველების თამაში აბა რა, ლოჩოშვილის,საზონოვი,გელაშვილი ამათ ვახეხინოთ კიდევ სკამი და 30 წელს რომ გადაცდებიან მერე შევაჩვიოთ ნელ-ნელა ძირითადს,ეხლავე რომ ძირითადში დავაყენოთ არ ინერვიულონ და თამაში არ ჩააგდონ.

ეხლა ღადაობის გარეშე, კანკავამ რომ იცოდა თავის შესაძლებლობები,რომ იმ დონეს ვეღარ დააკმაყოფილებდა რაც თავად სურდა და ნაკრებს და ხალხს ეკადრებოდა,ამიტომ დაანება ნაკრებში თამაშს თავი, საბა და გურამ დიდი მადლობა აქამდე რაც გაგიკეთებიან,მაგრამ თუ თქვენი თავის ისევ მაღალ დონეზე გგონიათ, კაცურად 90 წუთი გამონახეთ,გადახედეთ ესპანეთთან თქვენ თამაშს და მიხვდებით რაღაც რაღაცეებს
საქართველო
09 სექტემბერი 2023 04:25
1
ესპანეთთან რომ 2 მცველით ითამაშებ, არ ხარ მთლად ჯანმრთელად. მერე და მაგ 2 კაცსაც ხომ გააჩნია, რაღა დროს კვირკველიაა (მის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად),მისი საუკეთესო წლები დარჩა უკან. საზონოვი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სიმბოლურში შეიყვანეს მცველებში სხვადასხვა გამოცემებმა და ვილიმ არაფრად ჩააგდო.ცალკე თემაა გველესიანი, კაცს არა და არ აღირსეს ნაკრებში თამაში, შე კაცო, ხომ შეილება ერთხელ(!) ნახო კაცი საქმეში და თუ არ მოგეწონა სათქმელიც აღარავის ექნება.
ქობულეთიდან
10 სექტემბერი 2023 21:25
0
საოცარია ასეთი ხარაკირი გაიკეთო! ცვლი სქემას და ვისთან. ფლანგის მცველებს ავალებ შეტევაში ჩართვას, მაშინ როცა ნახევარდაცვას ბურთის დაჭერა არ შეუძლია,ფაქტიურად სიქას აცლი,როცა გყავს ნელი, დაბალი დონის 2 ცენტრი....ამას მგონი დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა რაც მოხდებოდა. ასე მარტოვად, უაზროდ როგორ უნდა წაგვეგო, სიტყვები არ მყოფნის
ამატაკი
09 სექტემბერი 2023 13:00
0
სანიოლის მიღწევები მწვრთნელობაში არავის გაუგია და შესაცვლელია , დემჩენკო დანიშნეთ თანაშემწეებიც თვითონ მოიყვანოს და არ დაუნიშნოს ფედერაციამ როგორც აქამდე ხდებოდა , ეს ზედმეტი მუწუკები ხიზანიშვილის თამადობით .. შედეგი ამის მერე იქნება . მაგრამ ამას ფედერაცია არ იზავს უმუშევრად ხო არ დატოვებს საძმაკაცო საშინაუროს
დავითი
09 სექტემბერი 2023 10:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული