სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
გუნდში ბურთს დამჭერი არ ერთი კაციც არ ყავთ, მეორე ნახევარზე კი არა, საჯარიმოს ვერ მოაცილეს და არაბიძე საერთო შემადგენლობაშიც არ მოიძახეს, ჯერ მზად არ არისო.
ვინც გამოიძახეს, ხომ პირდაპირ გადამზადებული არიან
დაგვცინით თუ რა არის?


თქვენ მანდ ნამდვილად ალაოდ ხართ
09 სექტემბერი 2023 10:02
0
სამარცხვინოები იყავით ბიჭებო.
ეს ფეხბურთის და ქვეყნის შეურაწყოფა იყო.
უბრალოდ სწორად სირბილი იქნებ შეძლოთ რო ასე არ გაგვარღვიონ სირცხვილია ჯუჯა ქვეყნებმა ისწავლეს სირბილი და ბძოლა ასე აღარ აგებენ .
იმედია გამოასწორებთ შემდეგში .
კარის უსაფთხოება გვავიწყდება ქეცბაიას სიტყვები წამოგვეწია. მართალია ეგ კაცი სირბილი თუ არ შეგიძლიათ ყველაში კარში იდექით და სამარცხვინო ანგარიშს არ მივიღებთ.
არ ვიცი დადებითი რაზე ვთქვა გულშემატკივარი ცოდოა ამას რო აყურებინებთ .
სრული ქაოსია ნეტა თქვენი ტრინერი ვიყო .
ჟანკლოდ ვანდამი
09 სექტემბერი 2023 18:45
2
ვილი სანიოლ წადი !!!
ნიკა
09 სექტემბერი 2023 12:16
0
წადით კი არა და წაეთრიეთ!!!
ელიასი
09 სექტემბერი 2023 11:56
0
სანიოლი რო გასაშვებია და მისი სამწვრთნელო შესაძლებლობები დიდ ეჭვს რო იწვევს ამაში ორი აზრი არაა აქ გადის სტაჟირებას და სტაჟირებაში მილიონებს აკეთებს... ისეთ სწრაფ გუნდთან როგორიც ესპანეთია გამოგყავს 3 კუ ფეხბურთელო კაშია და კვერკველია.. იმ მესამე კუს აღარ ვახსენებ ჯვარი დაიწერა აბურჯანია თუ არააა კვეკვე უნდა ყავდეს ან პირიქით.... ის მირჩევნია საზონოვი გელაშვილი და კალანდაძე ეხლა ვათამაშოთ დაუშვან შეცდომები სამომავლოდ მაინც გამოადგებათ გამოცდილების მხრივ ვიდრე ამ ცხვარ გამობმულებს რომ სვავ სასტარტოში... ფეხბურთელს თამაშის წინ რომ ჟილკა არ აქვს თვალებიდან ნაპერწკლებს როარ ისვრის იმას რაუნდა მოედანზე თუ დაძინება უნდოდათ სასტუმროში დაეძინათ......
რონი
09 სექტემბერი 2023 10:32
0
ხეჩო ვერ შვება
რეალში თუ გადავიდა წააგებს,
09 სექტემბერი 2023 00:15
1
უსულგულოები არიან! არანაირი ჟილკა!
Shota
09 სექტემბერი 2023 12:01
0
სანიოლის ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს და კონტრაქტის გაგრძელებას და „დარმავოი“ ფულის ჭამის გაგრძელებას აპირებს... სადაა „ფედერაცია“?..
გია
09 სექტემბერი 2023 11:51
1
ვილი, გულწრფელად გეუბნები - შენ საქართველოში ხარ და საფრანგეთში უნდა იყო.
pablo
09 სექტემბერი 2023 11:10
0
,, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ" - ამაზე მატჩამდე უნდა გეფიქრათ, ბატონო მწვრთნელო!
მარიამი
09 სექტემბერი 2023 08:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული