სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
გაუშვით სანიოლი. საზანოვი, ჩანკვეტაძე, დავითაშვილი სათადარიგოთა სკამზე რატომ გვყავდა .ყოველთვის იგივეს აკეთებს ტიპი დასკვნებს ვერ აკეთებს.სრული დებილი
09 სექტემბერი 2023 06:39
0
შეგვპირდა სიურპრიზს და შეგვისრულა. ისიამოვნე ვილი?
ველი მორიგ სიურპრიზს
09 სექტემბერი 2023 06:36
0
ეტყობა მოხუცი ხოტაბიჩის ფაქტორია,და არა მარტო ფეხბურთში.
?????
09 სექტემბერი 2023 09:53
0
Iqamde araferi gveshveleba sanam swori shemadgenlobis dayenebas ar viswavlit,,konkretul tamashhi favoritebi vart tu autsaiderebi magis mixedvit unda sheirches taktikac da shemadgenlobac,,espanettan da misnair grandebtan 3 tavdamsxmelit da shemtevi ganapira mcvelebit ro gamoiyvan nakrebs logika sad ari??raa mogebaze gvindoda tamashii?? Sadac gasariskia iq gavriskot da sheutiot jobia da eset grandebtan shemadgenlobac da taktikac unda iyos dacviti da ese agar dagvemarteba...1-2 tamashs vitamashebt normalurad da egreve gvaviwydeba sad vart da iseti ambiciebi gvedzaleba grandebtan tol-sworad tamashs vitxovt da egre ar xdeba.
Gel-100
09 სექტემბერი 2023 09:52
0
როცა მოწინააღმდეგე გჯობნის ყველა კომპონენტში,ავტობუსი უნდა ჩააყენო დაცვაში, აბა როგორ გინდა.დიდ ვინმედ არ უნდა წარმოიდგინო თავი და იბრძოლო თავგანწირვით,მოსალოდნელი გრიგალის წინაშე.
ილია
09 სექტემბერი 2023 09:31
0
ნაკრებს წვიმამ შეუშალა ხელი....
jorj
09 სექტემბერი 2023 08:51
1
კახა ქ-ს--ჩასვრილები რომ გამოვიდნენ ამაში გეთანხმებით,მართლაცდა თითქოს შეშინებულები ჩანდნენ.ეგრევე დაცვაში დადგომა კი შეიძლება სულაც არ იყო მათი სურვილი მაგრამ გავეშებული მაღალი კლასის მეტოქე,რომ გიტევს სხვა რა ძალაა?პირიქით,ესენი რომ მეტოქის შეტევებს[რაც საიდუმლოს არ წარმოადგენდა] დაცვის თამაშით უფრო მომზადებულები,უფრო კონცეტრირებულები შეხვედროდნენ,ეს შედეგი არ დადგებოდა.გუნდს ნუ თხოვთ იმას[შემტევი ფეხბურთი] რისი გაკეთებაც არ შეუძლია.
საჩინო
09 სექტემბერი 2023 08:50
1
ნაკრების მწვრთნელმა მის ხელთ არსებული რესურსის მიხედვით უნდა შეარჩიოს ტაქტიკა და დაამუშავოს მაქსიმალურად იმ დონემდე,რომ უტყუარად სანდო იყოს თითქმის ყველა თამაშში .ამავე დროს ყველა კონკრეტული თამაშისათვის მოახერხოს შემადგენლობის მაქსიმალურად სწორად დაყენება.სანიოლს არც ერთი აქვს და არც მეორე.
საჩინო
09 სექტემბერი 2023 08:36
0
აუ, საქართველოს ნაკრებს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიაააა
მომხგარმა გაგვაოგნა
მზე
09 სექტემბერი 2023 08:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული