როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა?

AutoSharing Option
ესპანეთთან თბილისში წაგებული (1:7) მატჩის შემდეგ Flashscore-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაში შეაფასა:

მამარდაშვილი 6.1, აზაროვი 6.0, კაშია 5.6, კვირკველია 4.7, გოჩოლეიშვილი 5.4, გაგნიძე 6.3, ლობჟანიძე 5.8, აბურჯანია 5.8, კიტეიშვილი 6.3, კვარაცხელია 6.2, მიქაუტაძე 6.4, ჩაკვეტაძე 6.9, დავითაშვილი 6.2, მექვაბიშვილი 6.2, დვალი 6.3, საზონოვი 6.1.

სტუმართა გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება (8.8) ჰეთ-თრიკის ავტორმა მორატამ მიიღო (8.8), ყველაზე დაბალი კი მეკარე სიმონმა (5.8).

მკითხველის კომენტარები / 41 /
უგეგმო გუნდი და უგეგმო მწვრთნელი. მოდით განვიხილოთ,ვინ იყო ჩვენი მეტოქე:ესპანეთის ნაკრები არის მოკლე პასების და პრესინგის პელე გუნდი,ამ გუნდს ვერ აჯობებ ვერც ერთში და ვერც მეორეში. ჩვენ კი არა,ნებისმიერ ნაკრებს დაუმალავს ბურთს. ამიტომ მასთან თამაში შესაძლებელია მხოლოდ ახლო დაცვით და გრძელი პასებით. ბურთი ვერ ამოგვქონდაო,ხოდა მოკლე პასებით რამდენი გუნდი იცით,ვისაც ესპანეთთან ბურთი ამოაქვს? მით უფრო რო არ გყავს ნახევარმცველი,ვისაც ბურთის ატანა და გათამაშები ორგანიზება შეუძლია. თუ ვერ აგაქვს მოკლე პასებით ბურთი,რა დარჩა? გრძელი პასებით ზემოთ ასვლა და იქ თევზაობა,სხვა გამოსავალი ესპანეთთან ჩვენ არ გვქონდა. ვინ გვყავდა თავდასხმაში? დაბალი მიქაუტაძე,რომელიც მეორე სართულზე ვერ თამაშობს,მით უფრო ვერ ეთამაშება ლაპორტს. ზივზივაძე უნდა მდგარიყო,უნდა ატანილიყო ბურთი და ებრძოლა მაღალ ბურთზე,ასე შანსი გვექნებოდა და ბევრჯერ გამოსვლიათ ასე. თუ ეს არ გინდა,მაშინ უნდა გყავდეს ისეთი მოთამაშები,ვისაც 50 მეტრიანი პასის გაჭრა დიაგონალზე შეუძლია,თუმცა არ გვყავს. გვარდიოლას სიტი არის ამ ესპანეთის ყველაზე ახლო ვარიანტი და ამ სიტის სამ პასში გოლი გაუტანა ლივერპულმა,იცით რატომ? იმიტო რო არნოლდი ყავთ და რობერტსონი.ბურთი მოიპოვა არნოლდმა,ის არ ეძებს ნახევარცველს და იყურება მეორე ფლანგზე,იცის რო იქ მორბენალი რობერტსონი არის და აკეთებს დიაგონალს,რითაც სიტის პრსინგის ხაზს ჭრის,მერე რა უნდა,სისწრაფე და კარგი პასის კულტურა.რობერტსონი სამ შეხებას აკეთებს ბურთთან და ისევ გრძელ პასს ჭრის სალაჰზე,რომელსაც თავით გააქვს გოლი. ესენი ჩვენ არ გვყავს,ამიტომ უნდა დაუდგე კომპაქტურად და ითამაშო გრძელი პასით,იმის იმედად რო შენი მაღალი ფორვარდი იქ კარგად ითევზავებს. ამ თავდასხმელს უნდა ქონდეს დახმარება,რადგან ის შეავიწროებს მცველს და მეორე ბურთზე დახმარება დასჭირდება. ამას მე ვხდები და სანიოლიმ ეს არ უნდა იცოდეს? დამნიშნეთ ნაკრების მწვრთნელად და განახებთ,რას ვუზავთ ნებისმიერ ნაკრებს. ყველაზე მინიმუმ,თუ ვერ მოვუგებთ მეტოქეს,ფეხების გარეშე გავუშვებ მოედნიდან.ხო ახლა იტყვით,მორიგი პრაფესორიო,ხოდა პრაფესორები ვინც არიან კი ხედავთ და რა შედექიც მოაქვთ. რო არ მიცნობთ,არ ნიშნავს რო არ ვარგივარ:) ამ ქვეყანაში,თუ ხარ უნიჭო,ყველაზე წარმატებული ხარ გამოდიხარ,რას ეტყობა რო ნიჭი ფასდება? კვარაცხელია ისე წავიდა ამ ქვეყნიდან რო დინამოში ერთი თამაშიც არ უთამაშია,არც მამარდას.უფრო მეტს გეტყვით,მესი რო დაბადებულიყო საქართველოში,ვერაფერს იზავდა,რადგან ღარიბ ოჯახში დაიბადა და საქართველოში ფული უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე ნიჭი.
ფანტრენერი
09 სექტემბერი 2023 07:43
0
შვიდიდან ხუთი გოლი კვირკველიას ბრალია და ესენი ვერ ხედავენ ?!
ერთი
cheroeli
09 სექტემბერი 2023 04:55
1
ესენი ვინმემ შეაფასა????
ჯენგო კაგერმანოვი
09 სექტემბერი 2023 13:27
1
სანიოლი გასაშვებია ნაკრებიდან ამოწურა ამ ადამიანმა საკუთარი თავი ამ ნაკრებში მე არ ვარ ფეხბურთის დიდი მცოდნე, მაგრამ იმდენი მესმის რომ როდესაც გუნდში არ გყავს მაღალი დონის გამოცდილი ფეხბურთელები და გყავს 90% გამოუცდელი ახალგაზრდები და გადიხარ ესპანეთან იმათ შენ კლასით და გახსნილი ფეხბურთით ვერ აჯობებ ამ დროს უნდა შეარჩიო სწორი ტაქტიკა დააყენო სწორი შემადგენლობა და გუნდი დამუხტო და მოტივაცია გაუკეთო გუნდს რომ იბრძოლონ მოედანზე.
მე ვერაფერი დავინახე ამ მატჩში რომ სანიოლმა რამე მოახერხა ან საერთოდ როგორ უნდა მოეხდინა გუნდის დამოხტვა და მოტივირება ფრანგს, რომელიც 2-3 წლის წინ საქართველოს რუქაზეც ვერ იპოვიდა?
დარწმუნებული ვარ ასე არც ცხადაძე არც ქეცბაია არც არველაძე და არც ვაისი არ წააგებდნენ ესპანეთან, როგორც წააგო სანიომა ეს ადამიანი უნდა წავიდეს და დღესვე რო ჩააბარო ნაკრები ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი უკეთეს შედეგს დადებს ამ ნაკრებით ვიდრე სანიოლი ნებისმიერი გინდა ცხადაძე გინდა არველაძე გინდა ქეცბაია.
gela
09 სექტემბერი 2023 13:06
2
2 ფეხბურთელმა ითამაშა მხოლოდ მამარდაშვილმა და ჩაკვეტაძემ დანარჩენი 0 ყველა კვარას საერთოდ ვეღარ ვცნობ ასე მგონია კრისტალბეთ ლიგაში მოთამაშე აჯობებს უკვე..ესეთი უეცარი რეგრესი მე არცერთ ფეხბურთელზე არ მინახავს..არმინხა მხოლოდ კვარაზე ვისაუბრო იგივე ითქმის მთელს ნაკრებზე..საოცრად გულგატეხილი ვარ...
Toko
09 სექტემბერი 2023 12:57
3
ცოლი მოიყვანა და ტესტოსტერონი გაუნულდა, ჩაუქრა ცეცხლი!
Ზაზა
10 სექტემბერი 2023 00:20
2
1 ელ ტაიმშივე ხომ გამოჩნდა, რომ გოლს სადაცაა გაგვიტანდნენ? კვარა მაინც გადმოეყვანა მარჯვენა ფლანგზე, რომ ნახა რომ გვახევდნენ ბურთს? ოდნავ მაინც დააბრკოლებდა ამ ოლმოს და მარჯვენა ფლანგს ეს. სულაც ავტობუსი ჩაეყენებინა პირველ ტაიმში, როცა გამოჩნდა, რომ ცენტრა პირწმინდად წაიღეს და ყველაფერა აკეთებდნენ რასაც უნდოდათ. როგორ შეიძლება კვირკველია კაშიას გადათამაშებებს უყურო ნახევარი საათი და არაფერი არ გააკეთო. აბა მწვრთნელი რატომ ხარ, რისთვის ხარ მაშინ გუნდში? გადასაყენებელია თავის ხიზანიშვილიანად პირველ რიგში, რომ ის არ შეგვაპარონ, თუნდაც დროებით! საერთოდ ფიფიას პრობლემაცაა აქ, რადგან დინამო თბილისის ბირთვი უნდა იყოს წესით ნაკრებისთვის, როგორც საყრდენი ასეთ დროს და ის საერთოდ გუნდი აღარაა და აი ესაა პრობლემა. აბურჯანიას კაცი რომ ესპანეთთან ძირითადში იმ თამაშებია მერე დააყენებს, რაც ჰქონდა ნაკრებში, კარგი გაგნიძეზე და კიტეიშვილზე შეიძლება შეცდე, მარა მინიმუმ სწრაფი მაინც იყოს ეს აბურჯანია, ან რაიმე უპირატესობა ჰქონდეს სხვებზე. მერე რაც გინდათ ის თქვით, უნიჭიერესი კაცია მამარდა, მარა ლორია ნომერ 1 მეკარეა საქართველოსი ეხლაც. გასაგებია როტაცია უკვე საჭიროა, მაგრამ არ მოიშლებოდა ასე დაცვა. ჩუმადაა ეს და ვერაა წყნარად დაცვა ამის ხელში ჯერ. კვარაცხელიას გამოყენება კო რამდენ ასგილას შეიძლება და გააქრო სანიოლმა ფაქტიურად, სადღაც მარტო დარბოდა მიქაუტაძესთან ერთად. 1 ივე ტაიმში იყო საჭირო ჯერ რადიკალური გადაწყობა დაცვაში და მერე რადგან მაღალ პრესონგს ვერ ვაკეთწბდითზ შეუთანხმებელი იყო ეს გამოჩნდა, კომპაქტური თამაში და პრესინგი მაიმც ჩვენ ნახევარზე და არა გაშლა მთელ მოედანზე. ჩაკვეტაძე ან დავითაშვილი აბურჯანიას ნაცვლად ეგრევე შემოსაყვანი იყო, გოჩილეიშვილის ფლანგს დახმარება სჭირდებოდა კვარასგან და მიქაუტაძისგან. მოკლედ არ გვყოლია ნორმალური მწვრთნწლი შუშაკის მერე. ივო შუშაკი საუკეთესო იყო პირადად რაც მახსოვს.
გადასარევი გიორგი
09 სექტემბერი 2023 10:39
1
მწვრთნელის დონე უდაბლესია, თორემ ბევრ გუნდს ყავს ჩვენზე დაბალი დონის ფეხბურთელები, მაგრამ ბევრად უკეთ თამაშობენ, ორგანიზებულობის გამო...
p.s. საინტერესოა, ვინმე თუ მიხვდა, რა გეგმა ქონდა გუნდს, ან ამ თამაშში,ან სხვა დროს... მწვრთნელის გარეშე უფრო ითამაშებდნენ მგონი, თვითორგანიზებულები...
ავთო
09 სექტემბერი 2023 10:26
1
**********
კალათბურთის მეფე იყო,
ერთ დროს მაიკლ ჯორდანი,
გამარჯვებების მომტანი.
წარმატების ზენიტში,
მიხვდა რომ, მისი დრო წავიდა.
ვაჟკაცურად ადგა წავიდა.
შენც წადი. შენც წადი.
ცუდად ნუ გაგვიგებ
შენც წადი :)
კაშიას. კვერკველიას და სხვებს
09 სექტემბერი 2023 14:20
3
მე მათი მიკვირს, ვინც ფეხბურთელებს ადანაშალებენ, რატომ არ მიდიან ნაკრებიდა. განა ნაკრებში ფეხბურთელები თვითონ იძახებენ თავს? წავიდა თავის ინიციატივით ზოგიერთი გულშემატკივრის არა კორექტული გამოთქმების გამო ჯაბა კანკავა და მესამე წელია მას მივსტირით. იქნებ უფრო კორექტულები ვიყვეთ მათი შეფასებაში და ნუ დავუკარგავთ დამსახურება. წასვლა წამოსვლა მწვრთნელის პრეროგატივაა. ისე ვამონათებთ ასაკს ბიჭებს თითქოს 22 წლისანებმა ბევრი რამ გააკეთეს.
გიზოგ
10 სექტემბერი 2023 14:29
0
მოაცილეთ აბურჯანია ნაკრებს !!!!!
beqa
09 სექტემბერი 2023 12:02
1
დაცვაში ახალგაზრდები გვჭირდება და საერთოდ ამათ ესეთ უჟილკო თამაშს სანიოლი კი არა გვარდიოლაც ვერ უშველის
მამუკა
09 სექტემბერი 2023 08:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული