როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა?

AutoSharing Option
ესპანეთთან თბილისში წაგებული (1:7) მატჩის შემდეგ Flashscore-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაში შეაფასა:

მამარდაშვილი 6.1, აზაროვი 6.0, კაშია 5.6, კვირკველია 4.7, გოჩოლეიშვილი 5.4, გაგნიძე 6.3, ლობჟანიძე 5.8, აბურჯანია 5.8, კიტეიშვილი 6.3, კვარაცხელია 6.2, მიქაუტაძე 6.4, ჩაკვეტაძე 6.9, დავითაშვილი 6.2, მექვაბიშვილი 6.2, დვალი 6.3, საზონოვი 6.1.

სტუმართა გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება (8.8) ჰეთ-თრიკის ავტორმა მორატამ მიიღო (8.8), ყველაზე დაბალი კი მეკარე სიმონმა (5.8).

მკითხველის კომენტარები / 41 /
ჩემი აზრით ძალიან მაგარი ნაკრები გვყავს ძმაო! რა. გინდა? სერია-ა-ს მოთამაშე და ევრო იუ-21-ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე "ზამენაზე" გვიზის, სერია-ბ-ს მოთამაშეს, რომელსაც ასევე "სერია-ა"-ში
თამაშის გამოცდილებაც აქვს ვ ა ფ შ ე არც ვიძახებთ და არ არის განაცხადში...
რომელიმე სხვა ნაკრები დაიკვეხნის ამ ფუფუნებას? ზატო "დაფრინავს "ვიტესის ლე- გენდა", თანაც ბებერი! ახლა არ თქვათ კაშია რა შუაშია ძმაო, იმ რგოლში იყო პრობლემები და ამ რგოლში არ იყო და მსგავსები! აქსიომაა რასაც ვამბობ. ძაან ტრა*ზე რო გავიხიეთ, შოტლანდიაში "ტბაში" გვათამაშესო, მაშინაც მაგ თამაშს რომ ვუყურე კიდე კარგი "ტბაში" გვათამაშეს, თორემ 2-0-ს კი არა, კაი 5-0-ს წავაგებდით, მაგ ტბამ იმათ უფრო შეუშალა ხელი. ახლა "გესმით? კაი, მაშინ კარგად დააკვირდით დინამოზე" ტაბლოს! ეს არის ქართული ფეხბურთის სენი ავტო რიტეტებს ვერ ველევით! არადა ნაღდად არ გვყავს "მალდინები" და იმ დონის ფეხბურთელები, რომ 15 და 20 წელი ითამაშონ ნაკრებში... ადრეც ასე იყო,შოთა არველაძე, ზურა ხიზანიშვილი და ა.შ. სანამ ფოსტალიონმა პენსია არ შეუტანა
მინდორზე არ გაუშვეს ნაკრებიდან... ნაკრებში სულ, მუდმივად უნდა იცვლებოდეს "სისხლი" მით უფრო, როცა შენი ფეხბურთელები სერია-ა-ში და ლა ლიგაში გადადიან. ჩვენთვის სერია-ბ-ც მაღალი დონეა! "სლოვანი" არა ნესვი! კანკავა ჯიგარი იყო ყოველთვის და მაგაშიც იჯიგრა ადგა და წავიდა! ესჩე*ისტოლერანტი რით ვეღარ მოაშორეთ ნაკრებს? ტიპი თუ ადის ვეღარ ჩამოდის და თუ ჩადის ვეღარ
ადის. საზონოვი, ლოჩოშვილი, არაბიძე, როგორ შეიძლება "ზამენაზე" დასვა, ანდა არ გამოიძახო? ეს იმან იცის, რაღაც უმნიშვნელო თამაშებში, თუნდაც გადაბერებულ ზლატანთან მოგებას, ხბოებივით "ისტორიის დაწერას" ვეძახით. ვიდრე არ იქნება დაცული აქსიომები და ვიტესის კუანა "ლეგენდა" არ გ%აჯვამს ნაკრებიდან,ველოდოთ მორიგ სირცხვილებს.



































რომ "გადაჭარბებული მოლოდინებიაო" ლანძღავთ
და აგინებთ და "ბ ო ღ მ ი ა ნ ს" უწოდებთ, გეგონება
მე მინდოდა კ ვ ა რ ა ც ხ ე ლ ი ა ს ადგილზე თამაში
და არ შემიშვეს და დავიბოღმე... კიდევ ვიმეორებ -
!
09 სექტემბერი 2023 09:56
2
ჩაკვეტაძემ დაიწყო გატანა ახლა კვარაცხელიამ მიქაუტაძემ და დავითაშვილმაც დაიწყონ და კიდო მამარდაშვილმა მაღალი ბურთები სუ ესპანელებმა რო მიიღეს აღარ შეიყვანოს მასე ბურთი თამაშში ხო კიდე ცოტა სისწრაფესაც მოუმატონ და ნორვეგიას მაგრა გაამწარებენ
1.2.3.4.5.6.
09 სექტემბერი 2023 09:13
0
დაცვაში ახალგაზრდები გვჭირდება და საერთოდ ამათ ესეთ უჟილკო თამაშს სანიოლი კი არა გვარდიოლაც ვერ უშველის
მამუკა
09 სექტემბერი 2023 08:38
0
Ეხლა თქვით სექტა,რით იყო უკეთესი თქვენი მსოფლიო დონის ვარსკვლავი დანაჩენებზე? Თუ მართლა მსოფლიო დონის ფეხბურთელია 90 წუთის განმავლობაში ერთი ხეირიანი მომენტი ვერ უნდა შექმნა? Ნორვეგიადთან უარესად ითამაშებს.
Იცით როდის მივხვდი რო ცუდად დაამთავრებდა? Ბათუმში ნორვეგიას რო ვეთამაშეთ და მთელმა ნაკრებმა ბულვარში გაისეირნა და ეგ თქვენი მსოფლიო დონის ვარსკვლავი კაპიშონით იყო.მესი არ დადის კაპიშონით და ეგ გამოვიდა
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
09 სექტემბერი 2023 07:59
10
შენ და შენისთანებს,ფეხბურთი,სურათებზეც არ უნდა შეახედოს კაცმა!არც ადამიანის ფასი იცი,არც ფეხბურთის!
სოსო
09 სექტემბერი 2023 16:37
1
უგეგმო გუნდი და უგეგმო მწვრთნელი. მოდით განვიხილოთ,ვინ იყო ჩვენი მეტოქე:ესპანეთის ნაკრები არის მოკლე პასების და პრესინგის პელე გუნდი,ამ გუნდს ვერ აჯობებ ვერც ერთში და ვერც მეორეში. ჩვენ კი არა,ნებისმიერ ნაკრებს დაუმალავს ბურთს. ამიტომ მასთან თამაში შესაძლებელია მხოლოდ ახლო დაცვით და გრძელი პასებით. ბურთი ვერ ამოგვქონდაო,ხოდა მოკლე პასებით რამდენი გუნდი იცით,ვისაც ესპანეთთან ბურთი ამოაქვს? მით უფრო რო არ გყავს ნახევარმცველი,ვისაც ბურთის ატანა და გათამაშები ორგანიზება შეუძლია. თუ ვერ აგაქვს მოკლე პასებით ბურთი,რა დარჩა? გრძელი პასებით ზემოთ ასვლა და იქ თევზაობა,სხვა გამოსავალი ესპანეთთან ჩვენ არ გვქონდა. ვინ გვყავდა თავდასხმაში? დაბალი მიქაუტაძე,რომელიც მეორე სართულზე ვერ თამაშობს,მით უფრო ვერ ეთამაშება ლაპორტს. ზივზივაძე უნდა მდგარიყო,უნდა ატანილიყო ბურთი და ებრძოლა მაღალ ბურთზე,ასე შანსი გვექნებოდა და ბევრჯერ გამოსვლიათ ასე. თუ ეს არ გინდა,მაშინ უნდა გყავდეს ისეთი მოთამაშები,ვისაც 50 მეტრიანი პასის გაჭრა დიაგონალზე შეუძლია,თუმცა არ გვყავს. გვარდიოლას სიტი არის ამ ესპანეთის ყველაზე ახლო ვარიანტი და ამ სიტის სამ პასში გოლი გაუტანა ლივერპულმა,იცით რატომ? იმიტო რო არნოლდი ყავთ და რობერტსონი.ბურთი მოიპოვა არნოლდმა,ის არ ეძებს ნახევარცველს და იყურება მეორე ფლანგზე,იცის რო იქ მორბენალი რობერტსონი არის და აკეთებს დიაგონალს,რითაც სიტის პრსინგის ხაზს ჭრის,მერე რა უნდა,სისწრაფე და კარგი პასის კულტურა.რობერტსონი სამ შეხებას აკეთებს ბურთთან და ისევ გრძელ პასს ჭრის სალაჰზე,რომელსაც თავით გააქვს გოლი. ესენი ჩვენ არ გვყავს,ამიტომ უნდა დაუდგე კომპაქტურად და ითამაშო გრძელი პასით,იმის იმედად რო შენი მაღალი ფორვარდი იქ კარგად ითევზავებს. ამ თავდასხმელს უნდა ქონდეს დახმარება,რადგან ის შეავიწროებს მცველს და მეორე ბურთზე დახმარება დასჭირდება. ამას მე ვხდები და სანიოლიმ ეს არ უნდა იცოდეს? დამნიშნეთ ნაკრების მწვრთნელად და განახებთ,რას ვუზავთ ნებისმიერ ნაკრებს. ყველაზე მინიმუმ,თუ ვერ მოვუგებთ მეტოქეს,ფეხების გარეშე გავუშვებ მოედნიდან.ხო ახლა იტყვით,მორიგი პრაფესორიო,ხოდა პრაფესორები ვინც არიან კი ხედავთ და რა შედექიც მოაქვთ. რო არ მიცნობთ,არ ნიშნავს რო არ ვარგივარ:) ამ ქვეყანაში,თუ ხარ უნიჭო,ყველაზე წარმატებული ხარ გამოდიხარ,რას ეტყობა რო ნიჭი ფასდება? კვარაცხელია ისე წავიდა ამ ქვეყნიდან რო დინამოში ერთი თამაშიც არ უთამაშია,არც მამარდას.უფრო მეტს გეტყვით,მესი რო დაბადებულიყო საქართველოში,ვერაფერს იზავდა,რადგან ღარიბ ოჯახში დაიბადა და საქართველოში ფული უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე ნიჭი.
ფანტრენერი
09 სექტემბერი 2023 07:43
0
უეფაც მაგარია რა. ბარემ კვირკველიაც შეეყვანათ ოქროს ბურთის ნომინანტებში. კანავარო ხომ იყო?
დინამოელი
09 სექტემბერი 2023 07:29
4
სინდისი არ აქვს ამ შემფასებელს?
მამარდაშვილის გარდა 3.0 ზევით არავის არ უნდა ქონდეს სასტარტოში ვინც იყო, ისიც სიმონის ხათრით.
-6 კალათბურთში ჩაგდებულ თამაშათ ითვლება, ფეხბურთში კატასტროფაა.
ჩვენ ჯობს გარბენი დავთვალოთ,
და გადაცემები, და 2 გავამრავლოთ, რო 6 ანთან ახლოს ვიკოთ, მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ მაყურებელს ტრიბუნაზე ეკუთვნის
დათო
09 სექტემბერი 2023 05:43
0
შვიდიდან ხუთი გოლი კვირკველიას ბრალია და ესენი ვერ ხედავენ ?!
ერთი
cheroeli
09 სექტემბერი 2023 04:55
1
Gadadges sanioli saswrapod!!! Dadavamtavrod am svarkistebis yureba!!!
Sandro
09 სექტემბერი 2023 04:25
1
ერთერთი უმთავრესი პრობლემა მაინც მგონია რომ მწვრთნელებს ვერ ვარჩევთ ყველა "ბედნიერებასთან" ერთად. კი ყველამ ვიცით რო გვყავს სუსტი ნაკრები ერთი ვარსკვლავით მაგრამ ვერც ვაისმა და ვერც სანიოლმა ვერ შეძლეს თანამედროვე ფეხბურთისთვის 2 უმთავრესი კომპონენტის სწავლა ჩვენი ნაკრებისთვის პრესინგის და ორგანიზებულობის ათვისება ფეხბურთელებისთვის. ხოლო თუ ამ ორის ხარისხი ვერ გაუუმჯობესა მწვრთნელმა გუნდს რაც სახეზეა სულ მესამე ეშელონის ნაკრებებში ვიტრიალებთ დამიჯერეთ კიდევ 2 კვარას დონის მოთამაშეც რომ დაემატოს ეხლავე ნაკრებს რაც გამორიცხულია მინიმუმ კიდევ 15-20 წელი. დისციპლინა რომ გუნდს არა აქვს კი ეს დაბალი კლასის მაჩვენებელია და იმიტომაა შეშინებულები რო გადიან მოედანზე და ამდენი შეცდომაც ამის გამო მოსდით. მწვრთნელის პირველი მოვალეობა კი რა არის ? დიახ ყველა ფეხბურთელმა იცოდეს სწორი პოზიციის შერჩევა პრესინგზე ასვლის თუ პირიქით კონტრ პრესინგზე თამაშის დროს. სწრაფი გადასვლა ცენტრიდან როცა შენმა გარემარბებმა ზონალური სივრცეების ათვისება უნდა დაიწყონ რათა გაუიოლოს პლეიმეიქერს შეტევის წამოწყება და მას მეტი არჩევანის საშუალება მისცენ პასის გასაკეთებლად, რაც ასევე არ ჩანს სანიოლის ფორმაციის გუნდში. და რა ეტყობა ამ ნაკრებს ამ კომპონენტებში ოდნავ მაინც თუ აქვს პროგრესი პირიქით ისევ ინდივიდუალიზმის იმედად კინკილა კონტრ შეტევის დროს რასაც მაღალი კლასის გუნდმა შეიძლება ერთიც არ წამოგაწყებიოს მთელ თამაშში აგერ ეს მატჩიც ამის კარგი მაგალითია. ანუ სანიოლი ვერ ართმევს თავის მოვალეობას თავს კარგად და გუნდს უკეთეს ვერ ხდის ვერცერთ სათამაშო კომპონენტში. აბა ესპანეთის დონის ნაკრების ფეხბურთელს კი არ ჭირდება საფეხბურთო ანი ბანიში განსწავლა ისენი ამას უმწვრთნელოდაც კარგად გააკეთებენ მოედანზე, შენ მაშინ ხარ პროდუქტიული მენტორი როცა საშუალო და საშუალოზე დაბალი კალიბრის გუნდებს შეათვისებიებ სწორი ფეხბურთის თამაშს, როცა ყველა ფეხბურთელმა თვალდახუჭული იცის თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე ამ შემთხვევაში კი ვერ ვიხილავთ ასეთ დილეტანტურ შეცდომებს მათი შესრულებით თამაშიდან თამაშამდე. პლიუს ცენტრში ვინმე აუცილებლად მოსაძებნია მუშა საყრდენი და გამოიძახონ ის მარადაშვილი ამ "ზარალ" საყრდენებზე უარესი დარწმუნებული ვარ ვერავინ იქნება.
Charley
09 სექტემბერი 2023 02:47
11
ღადაობ ხო, აღარ ფინანსდება 100 მილიონით ფედერაცია - ეს ერთი...
მერე ესპანეთს რომ სამ საყრდენს დაუყენებ და კაშიას და კვორკველიას დაცვაში, ჩემი ბრალია აბა? ფარერებზე ყვავის შიდა ჩემპიონატი ევროთასებზე რო გადის მისი გუნდი? თუ ისლანდიას აქვს დიდი ტრადიციები ევროპაზე რო ითამაშა? მუხტი და მწვრთნელის ხელი ჭირდება ამ გუნდს თორე პოტენციალი აქვს ბევრი საშუალო გუნდი ვერ მივა ახლოსაც... ადრე იყო და კაი მწვრთნელები გვყავდა მარა "მენტალიტეტ-დებილ" იყო, ეხლა ცოტა შეიცვალა სიტუაცია და სანიოლი მოიყვანეს რომელიც ცოტა უცნაური პიროვნული თვისებებით გამოირჩევა, რაღაცნაირად კონოლექსიან ტიპად მეჩვენება და 1 გააზრებული ქმედება არ მინახავს მის მიერ გაკეთებული გინდა თამაშამდე და გინდა თამაშის დროს... ესპანეთს 3 წლის წინ ვუგებდით, მუხტიც გვქონდა ყველაფერი და კვარა რომელსაც შეეძლო შორს წაეღო ბურთი და დრო და საშუალება არ მიეცა ესპანეთსითვის რომ შტურმი მოეწყო, გაიყვანა და წააგო თამაში ჩვეულებრივად... აი ფედერაცია ხო კორუფციის ბუდეა, მარა მწვრთნელის მოყვანის გარდა სხვა დანაშაული ამ კონკრეტულ მარცხში არაფერი მიუძღვის
რა მაფიაა?
09 სექტემბერი 2023 16:21
0
მაგ ყველაფერს,ნაკრების მწვრთნელი ვერაფერს უშველის,თუ შესაბამისი ფეხბურთელები არ გყავს.ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებს,დიდი დიდი 60 წუთი შეეძლო,ტემპში თამაში.დღეს,ეს მაჩვენებელი საგრძნობლადაა გაზრდილი და 5 შეცვლის უფლება,საშუალებას გვაძლევს,საშუალოსთან ახლოს მყოფ ნაკრებებს ბოლომდე ავყვეთ,თუმცა პრესინგის განსახორციელებელი ენერგია,ჩვენს ბიჭებს მაინც არ აქვთ.ტყუილად ხომ არ უთითებენ,ფეხბურთელების სიაში,ვინ რომელ კლუბში თამაშობს,ესპანელი ფეხბურთელები,ესპანეთის და სხვა ტოპ ქვეყნების უძლიერესი გუნდების ლიდერები არიან,შესაბამისი მომზადებით,ორგანიზებულობით და მენტალიტეტით.ჩვენთვის კი,იმ ლიგებში თამაშიც საოცნებოა და სწორედ ეს არის კლასში სხვაობა.მხოლოდ კვარა და მამარდა,მათთან ბევრს არაფერს ნიშნავს,რადგან ისინი წერტილოვნად,შენ სუსტ წერტილებში გირტყამენ და იყენებენ, იქ მოპოვებულ უპირატესობას.ფაქტია,თანდათან ჩვენი ახალგაზრდებიც ნელნელა,მიიკვლევენ გზას,ძლიერი კლუბებისაკენ,მაგრამ სანამ სტაბილურად ათამაშდებიან,დრო სჭირდებათ.აგერ რაგბში,20 წელია,გზას მივიკვლევთ ტოპ-10 საკენ და ახლაღა ვუახლოვდებით,ფეხბურთში კი,ეს გაცილებით ძნელი მისაღწევია და დროც ბევრი სჭირდება,მუშაობასთან და ფინანსებთან ერთად.მთავარია სწორი გეგმა შეიმუშაონ და მტკიცედ მიჰყვნენ მას.კარგი ძვრები უკვე იგრძნობა,მაგრამ ეს თითქმის არაფერია,გასაკეთებელთან შედარებით.ასე რომ მოთმინების და კარგის დანახვის მეტი, სხვა არაფერი დაგვრჩენია.
პ.ს.აქ რაგბისთან გავაკეთე ანალოგია.დღეს საქართველოს ნაკრებს,პირველი თამაში აქვს მსოფლიოს თასზე და მთელი გულით ვუსურვებ სასურველი მიზნის მიღწევას.ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს,კარგი ნაკრები და ამდენი შრომის შემდეგ,იმსახურებენ წარმატებას.თუმცა მეტოქეებიც ძალიან ძლიერები არიან.
სოსო
09 სექტემბერი 2023 14:50
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული