"1:7-ს რომ წააგებ ნაკრების მაისურით, მერე რაღა უნდა შეაფასო. ძალიან მწყდება გული, განსაკუთრებით გულშემატკივრების გამო, რომლებსაც ასე გავუცრუეთ იმედები. ალბათ, არავინ არ ვიმსახურებდით ნაკრების მაისურით თამაშს, არც ერთი ფეხბურთელი. ძალიან მაინტერესებს შემდეგ შეხვედრაში როგორ ვითამაშებთ. თითოეულმა ჩვენგანმა ხასიათი უნდა გამოავლინოს. რასაკვირველია, როგორც კაპიტანი ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ამ შედეგზე ყველა ფეხბურთელია პასუხისმგებელი. პრობლემა ყველამ საკუთარ თავში უნდა მონახოს," - თქვა კაშიამ.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სამშაბათს, 12 სექტემბერს ოსლოში, ნორვეგიის ეროვნულ