საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, რამდენად გაუძლებს სანიოლი ცდუნებას? - უცხოური მედიის პრევიუ

AutoSharing Option
ნორვეგიისა და საქართველის ნაკრებები 12 სექტემბრის საღამოს ურთიერთობას ერთმანეთთან გაარკვევენ. ნორვეგიელებმა შესარჩევი ეტაპი ცუდად დაიწყეს და 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა დააგროვეს. სოლბაკენის გუნდმა შედეგების გამოსწორება დაიწყო, ჯერ კვიპროსი (3:1) დაამარცხა, რამდენიმე დღის წინ იორდანიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში (6:0) გაანადგურა და ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება სურს. ქართველებმა, პირიქით, ნორვეგიასთან საკუთარ მოედანზე (1:1) ფრითა და კვიპროსში (2:1) გამარჯვებით დაიწყეს, ამას კი 2 მწარე მარცხი მოჰყვა, განსაკუთრებით - (1:7) ესპანეთის ნაკრებთან.

ერლინ ჰოლანი ბრუნდება, ეს კი უკვე ძალიან სახიფათოა - 24 სანაკრებო
მატჩში 25 გოლი! ნახევარდაცვაში იქნება კაპიტანი მარტინ ოდეგორიც, დაცვაში ითამაშებს "ნეაპოლელი" ლეო ოსტიგორი...

რამდენად გაუძლებს ვილი სანიოლი ცდუნებას, გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი შეცვალოს? - სიტუაციიდან გამომდინარე, სასტარტოში დვალი, მექვაბიშვილი და დავითაშვილი უნდა ვიხილოთ. გიორგი ჩაკვეტაძემ ესპანელებს გაუტანა და მასაც პირველივე წუთებიდან ველით. წინა ხაზზე იქნება ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი - მექვაბიშვილი, კიტეიშვილი - დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე

სავარაუდო ანგარიში 2:1

საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, როგორც ესპანეთთან გამოჩნდა და ვილი სანიოლის მხრიდან სიტუაციის გამოსწორებას ველით. ნორვეგიელებს პრემიერლიგის ორი ვარსკვლავი ჰყავთ და მათ მოედანზე თამაში იოლი არ იქნება.

მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით

altსაქართველოს ნაკრები შოკიდან გამოსასვლელად - 6 სავარაუდო ცვლილება ნორვეგიაში და ვინ შეაჩერებს ჰოლანს?

altშოთა არველაძე: ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს - წარმოუდგენელია, ამ ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს

მკითხველის კომენტარები / 47 /
ჰაალანდს ვინ ამოკეტავს კვირკველია თუ კაშია ? :D:D:D
ნიკა
11 სექტემბერი 2023 17:27
2
Ხიზანა და მერე თავით აუტზე ან კუთხურზე გადააგდებს გააჩნია მეტი კუთხური თუ აუტი აქვს დაწერილი..
Ვახტანგ კაპანაძე
11 სექტემბერი 2023 17:55
0
გველესიანს რატომ არ ათამაშებთ ნაკრებში????
Maximus
11 სექტემბერი 2023 18:53
1
Დავწერეთ ბევრჯერ ფედერაციის სასტავს არ ევასებათ ეგ არაბიძე ლოჩოშვილი გადრანი ..ნაკრებში სტაბილურად იძახებენ ჯუღელის გახოკიძის ამისულაშვილის ფეხბურთელებს..რომ მერე სარფიანად გაყიდონ ნაკრებში თამაშები სტატისტიკააა..თან ტოტალიზატორის ამბავში დემე უბერავს მაზებს ცქიტო წამალს კობი იაშკა მუჯირი და ხიზანა მაყუთს ..რავი მგონი ავხსენი გასაგებად.უფრო ზუსტად ქეცბას ძველი ჩანაწერები ნახე ვისზედაც მაშინ საუბრობს და აგინებს დღეს ყველა ფედერაციაშია
maximuss
12 სექტემბერი 2023 05:03
2
გაიღვიძეთ ხალხო.
გიორგი
11 სექტემბერი 2023 11:06
0
ცისკარას სალამურის სტვენაც კი ვერ გამოგვაფხიზლებს
ვახსიმონტო
11 სექტემბერი 2023 11:30
2
ზოგი ვილის Თვლის მიზეზად, ზოგიც ფედერაციას, Თუ დააკვირდებიᲗ3 Ჩვენი ნაკრების უკუსვლა, ხვიᲩას წარმატებიᲗ გაᲗავხედებული ჯუᲦელის გააქტიურებას უკავᲨირდება. "ფეხიᲗ აᲦებს" ნებისმიერი ქარᲗული კლუბებისა Თუ Ფედერაციის კარებებს და "Васюки"-ს გეგმებს ხლარᲗავს.
ჯაბა
11 სექტემბერი 2023 12:55
8
კვირკველია და კაშია მოაშრეთ ნაკრებს და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, მარტო ძირითად განაცხადს და "ზამენას" , არამედ საერთოდ უნდა მოაშოროთ კაშია და კვირკველია, ხშირ შემთხვევაში ანტიგმირები არიან ჩვენი ნაკრებისთვის, როგორც თავის დროზე კალაძე ბიჭუნა იყო 2 ავტოგოლის ავტორი ლეგენდა;
giorguna
11 სექტემბერი 2023 12:08
9
კალაძეს რომ არ უკბინო, ისე როგორ შეიძლება?!
mamuka
11 სექტემბერი 2023 12:17
12
გელაშვილს რატო არ იძახებენ ნაკრებში?? ახალი თაობით უნდა მოხდეს ჩანაცვლება დაცვა არ გვყავს შუა ხაზი არ გვყავს!
Tora
11 სექტემბერი 2023 16:57
0
კაი თუ ძმახარ რა სულის და გულის დადებას სთხოვ არ შეუძლიათ მეტი და რა ქნან, რაც არ უნდა დავდადებული და თავგანწირული იყო საკითარ თავს ვერ გადაახტები, აზაროვს ან გოჩოლეიშვილს თავდადება აკლდა ბიჭებს სახე შეშლილი ჰქონდათ, მარა ვერ გააჩერენ ეს დე--და აფეთქებულები, არც სხვებს დაუზოგავთ დარწმუნებული ვარ თავი მარა იმ დღეს ესპანეთს ვერავი გააჩერებდა.
ზურას
11 სექტემბერი 2023 16:10
2
ისევ წავაგებთ, რამე გასაკვირია თუ რა. რაიმე ნიშანწყალი არსებობს ოპტიმიზმის? არავითარი. გადახედეთ რას შვებიან სხვა ქვეყნები, ყველას აქვს პროგრესი, ჩვენ ან ისევ იქ ვართ ან უკან მივდივრთ. ეს რისი ბრალია ეგს არ ვიცი. ფაქტია ჯიუტი რომ სამწუხაროდ რეალობა ასეა.
SDERER
11 სექტემბერი 2023 12:09
1
ავტორო კვირკველია რატომ დააყენე ძირითადში და საზანოვი არა?
კვირკველია?
11 სექტემბერი 2023 12:02
2
სად მოიყარეთ ამდენმა ლუზერმა და საკუთარ ცხოვრებაზე გამწარებულმა ხალხმა თავი ??!! რა ჯუღელი, რა ნაცნობობა?!! ჩამოთვალეთ მეტნაკლებად თანაბარი ძალის 15 ფეხბურთელი!!! დამისახელეთ გუნდი, რომელიც საყრდენი ნახევარმცველების და ბურთის ამომტანის გარეშე თამაშობს. ვინ გყავთ უკეთესი და ვის არ ათამაშებენ. ვინ გვყავს ნახევარდაცვაში ისეთი, რომელიც ჩამშლელეადაც კარგია და ბურთის ამოტანა და დაჭერაც შეძლია. კარგი ბიჭები არიან აზარაც და გოჩოლაც, მაგრამ "აკატავეს" ორივე ესპანელება. ვინ გვყავს მაგათზე უკეთესი ფლანგებზე?!! კალათბურთშიც, რაგბშიც და ფეხბურთშიც, გვაყავს საშუალო დონის მეორე ეშელონის გუნდები. აქ ფედერაციას რომ აგინებთ, ის გაიხსენეთ, მიშას დროს რომ სტადიონები ანგრიეს და ფედერაცია ფაქტობრივად გააუქმეს. იმის ნაყოფს ვიმკით ახლა. დღევანდელი ტენდენცია პოზიტიურია. ერთა ლიგაზე ნახევარ ფინალში ვართ. ბურთების შეფარდებით 16:3. ქვეჯგუფში ჩავტოვეთ ბულგარეთი და ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც თავსი მხრივ, იტალიაშივე მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დატოვა იტალია. U21 წარმატებულად ჩატარდა ქვეყანაში და ნაკრებმაც ითამაშა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ტოპ 5-ში უკვე რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს და რამდენიმეც ასევ კარგ ლიგებში და ნორმალურ გუნდებში, სულ ახლაგაზრდები. რამდენიმე პერსპექტიული უცხოეთში დაბადებული ახალგაზრდა ჩამოიყვანეს ასოკობრივ ნაკრებებში. ჯუღელზე რომ ღლიცინობთ, მაგის წაყვანილია კვარა, ზურიკო, აზარა, კვერნაძე. მისი 0.1 % არ გექნებათ არც საქმე გაკეთებული არცერთს და მითუმეტეს ფული ნაშოვნი! ფეხბურთელის გაზრდას დრო სჭირდება 1-12 წელი ამ ბოლო პერიოდში, ბევრი სტადიონი და ბაზა აშენდა, ბევრი შენდება. მიდის ბავშვთა მწვრთნელების მომზადება. დრო და დიდი ფულია საჭირო რომ პროგრესი გაგრძელდეს!
ჯარჯი
11 სექტემბერი 2023 14:50
27
ერთი "ვაშა ამხანაგებო" და ტაში აკლდა შენს გამოსვლას ბოლოში.
ირაკლი
11 სექტემბერი 2023 16:38
5
ჯუღელმა რომ სხვა და სხვა ხილული თუ გვერდითი გზებით მოაწყო კვარა, ზურიკო, აზარა და კვერნაძე უცხოეთში მერე და ნაკრებს მაგით რაა- შედეგობრივად, ვერ ათრიეს ესპანელებმა და შოტლანდიელებმა ერთი ადგილით,მანამდე კიდევ უჰალანდო ნორვეგიამ ბათუმში, ვერც ერთი პრინციპული თამაში ვერ მოიგეს-ვინ მაკედონია ჩამოიტოვე? დაგავიწყდა საგზური როგორ აგწკაპა მაგ მაკედონიამ ერთა ლიგის ფინალში? ან ახალგაზრდული როგორ იყო წარმატებული, პრინციპული თამაში წავაგეთ ისრელთან და ოლიმპიადაზე წასვლის იშვიათი შანსი დავკარგეთ. ამასთან ამ შესარჩევში ტრადიციულად ისევ ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ და ფიფას რეიტინგით მე-80, ყველა ქართული კლუბი გამოვარდა ევრო ტურნირებიდან და მაინც სად ხედავ პროგრესს და ფედერაციის პოზიტიურ როლს ამაში, პირიქით ცუდათ აკეთებენ თავიანთ საქმეს და ტყუილად ხარჯავენ ამ გაჭივრებული ქვეყნის ბიუჯეტის ფულს და უნდა წავიდნენ, აგერ გერმანიამ წააგო ორი მატჩი მიჯნით და ერთი ამბავი ატყდა მყისიერად, აქ კიდევ 1-7 და ვითომც არაფერიიი....კრიტიკაც არ შეიძლება,ეგრევე წინა ხელისუფლების ბრალეულობა და ჯანი მისი...გამპრავებლები კი ოხრად ყავთ,ოღონდ არ მესმის მართლა ასე ჭკუა სუსტია ეს ხალხი თუ ფულს იღებენ ასეთ კომენ-ტებში.
SOSO
11 სექტემბერი 2023 15:59
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული