საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, რამდენად გაუძლებს სანიოლი ცდუნებას? - უცხოური მედიის პრევიუ

AutoSharing Option
ნორვეგიისა და საქართველის ნაკრებები 12 სექტემბრის საღამოს ურთიერთობას ერთმანეთთან გაარკვევენ. ნორვეგიელებმა შესარჩევი ეტაპი ცუდად დაიწყეს და 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა დააგროვეს. სოლბაკენის გუნდმა შედეგების გამოსწორება დაიწყო, ჯერ კვიპროსი (3:1) დაამარცხა, რამდენიმე დღის წინ იორდანიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში (6:0) გაანადგურა და ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება სურს. ქართველებმა, პირიქით, ნორვეგიასთან საკუთარ მოედანზე (1:1) ფრითა და კვიპროსში (2:1) გამარჯვებით დაიწყეს, ამას კი 2 მწარე მარცხი მოჰყვა, განსაკუთრებით - (1:7) ესპანეთის ნაკრებთან.

ერლინ ჰოლანი ბრუნდება, ეს კი უკვე ძალიან სახიფათოა - 24 სანაკრებო
მატჩში 25 გოლი! ნახევარდაცვაში იქნება კაპიტანი მარტინ ოდეგორიც, დაცვაში ითამაშებს "ნეაპოლელი" ლეო ოსტიგორი...

რამდენად გაუძლებს ვილი სანიოლი ცდუნებას, გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი შეცვალოს? - სიტუაციიდან გამომდინარე, სასტარტოში დვალი, მექვაბიშვილი და დავითაშვილი უნდა ვიხილოთ. გიორგი ჩაკვეტაძემ ესპანელებს გაუტანა და მასაც პირველივე წუთებიდან ველით. წინა ხაზზე იქნება ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი - მექვაბიშვილი, კიტეიშვილი - დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე

სავარაუდო ანგარიში 2:1

საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, როგორც ესპანეთთან გამოჩნდა და ვილი სანიოლის მხრიდან სიტუაციის გამოსწორებას ველით. ნორვეგიელებს პრემიერლიგის ორი ვარსკვლავი ჰყავთ და მათ მოედანზე თამაში იოლი არ იქნება.

მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით

altსაქართველოს ნაკრები შოკიდან გამოსასვლელად - 6 სავარაუდო ცვლილება ნორვეგიაში და ვინ შეაჩერებს ჰოლანს?

altშოთა არველაძე: ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს - წარმოუდგენელია, ამ ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს

მკითხველის კომენტარები / 47 /
ისტორიულად ხო ვერ აგვაცილეს ქვეჯგუფში მსოფლიო ჩემპიონებს რა. ამას ახსნას ვერ ვუძებნი. იყო დრო მსოფლიო რეიტინგში 46-ე ვიყავით (ეს ისტორიული მაქსიმუმი იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში), მაგრამ მაშინაც ინგლისი, იტალია, საფრანგეთი თუ გერმანია. ეხლა ესპანეთზე დაგვწერეს ჯვარი!
ა, ყაზახეთი და მსგავსი ნაკრებები (ალბანეთსი ქვეჯგუფი (მის გარდა: ჩეხეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ფარერები), უნგრეთის ქვეჯგუფი (მის გარდა: სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლიეტუვა/ლიტვა)!
ლაშა
11 სექტემბერი 2023 12:37
4
როდესაც 2000 წლის ევრო შესარჩევში ნორვეგია, საბერძნეთი, სლოვენია, ალბანეთი და ლატვია გვერგო მაშინ საერთოდ ბოლო ადგილი დავიკავეთ ჯგუფში, ასე რომ ეგ არაფერ შუაშია.
ირაკლი
11 სექტემბერი 2023 14:33
3
კი, მაგრამ როცა მსოფლიო ჩემპიონები გვყავდა, მაშინ ვიყავით მეტ-ნაკლებად ფორმაში და?!
ამას ვამბობ...
ლაშა
11 სექტემბერი 2023 15:40
0
ამ ნაკრებმა ყაზახეთი თუ გაიარა აი ბერძნებთან შანსიც არაგვააქ. არააქ ამ გუნდს რაღაც დამაჯერებლობა აი რო გჯერა არაა თან პირველი თუ გაუშვეს მეყოლე კარგად
beqa
11 სექტემბერი 2023 12:25
2
კვირკველია კაშია აბურჯანია რატო თამაშობენ ? თვითონ ვერ უნდა მიხვდნენ რომ წავიდნენ? კვირკველია კაშიას ლოჩოშვილი საზონოვი არ ჯობია ? აბურჯანია ნაცვლად გაგნიძე ან მექვაბიშვილი. მართლა კარგი თაობაა და ამ ზოგ ზოგიერთებს რატო ვაყოლებთ ნაკრებს ?
ლაშა
11 სექტემბერი 2023 19:46
1
ადვილი თუ იქნება მათამაშეთ მეც,თუარა დაგიჭრით მაგ ბურთს
Levani
11 სექტემბერი 2023 12:38
1
ლობჟანიძეს რა მაგარი ფეხები აქვს, ეტყობა ტრენაჟორებთან ახლოსაც არ ჩაუვლია.
გია
11 სექტემბერი 2023 20:18
2
ქეცბა რომ ყოფილიყო მწვრთნელი ჩვეულებრივად გადაუვლიდნენ და აქ არც ისე ცუდი გუნდი არ არისო)))
ისაესა
11 სექტემბერი 2023 14:16
3
ვერ შეელივნენ ამ ვეტერან მცველებს და ფეხბურთელებს.მადლობლები ვართ კაშიასი და კვირკველიასი.მაგრამ 7-1 ს საზონოვით და გელაშვილით ან კალანდაძეთი წავება ჯობდა.ჭკუას მაინც ისწავლიდნენ ახალგაზრდები და გამოცდილებას მიიღებდნენ.აღარაა სარგებელი ვეტერანებით,მაგრამ ბევრი აქვთ გაკეთებული ნაკრებში.უდავოდ
ქომაგი
11 სექტემბერი 2023 19:52
2
როგორ უნდა ეთამაშო შემტევი ფეხბურთი მას ვინც სისხარტეში გჯობია.სურვილი კარგია,მაგრამ შრომის და დისციპლინის კულტის გარეშე წარმატება არ მოდის.
ილია
11 სექტემბერი 2023 12:28
1
გარკვევით წერია, რომ სხვისი პრევიუა. ისე, ავტორმა გუშინ დაწერა, კაშია მაინც იქნებაო და ჯვარზე აცვეს და აგერ სხვებს კვირკველიაც ჰყავს. 3 დღეში ახალი ნაკრები არ იქმნება, თან თუ განაცხადში ბევრი არავინაა
კვირკველია?-ს
11 სექტემბერი 2023 12:17
1
საქართველო ცუდი კი არა უძლიერესი გუნდი იყო ოღონდ 90 წლებში მარა წარმატებას ვერ მიახწია
გიგი
11 სექტემბერი 2023 14:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული