პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან 0:2 მარცხდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეექვსე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე პირველი ტაიმის შემდეგ ნორვეგიასთან 0:2 მარცხდება.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი
გუნდი დააწინაურა. სწრაფი კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

ოსლო. „ულევი“
ნორვეგია - საქართველო
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა, ლარსენი, ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე


მკითხველის კომენტარები / 72 /
მამუჩაშვილი ძირითადში რო დაეყენებინა იმ ორიდან მინიმუმ ერთ გოლს აღარ მივიღებდით, მაგარი მებრძოლი და ჟილკიანია როგორც ჩანს
3
ეს არის ბრძოლა წესების გარეშე.
BRDZOLA WESEBIS GARESHE.
06:27 13-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული