საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.
შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.
ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)
ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)
სვანაძე რით გგონიათ კარგი კანდიდატურა ? კაცი მეორე ნომრად ათამაშებს თავის ნაკრებს( გიბრალტარს და მოლდოვას არ ვგულისხმობ , ფეხბურთის მოთამაშე ნაკრებებს ვგულისხმობ ) ყოველთვის , რაც ისრაელთან მარცხის მიზეზი იყო . ახალგაზრდული ასაკიდან ,,მშიშარა" ფეხბურთელებად აყალიბებენ ეგეთი მწვრთნელები ბიჭებს - ეს ესპანეთია , ის გერმანიაა, ბელგიაა და ა.შ. ანუ ამბიციას უკლავს დიდ გუნდებთან ტოლ-სწორად თამაშისას . სპორცმენი ამბიციური და მეომარი უნდა გაზარდო , მებძოლი და არაფრის დამთმობი სპორტულად . ესენი კიდევ , ჩასვრილი მენტალიტეტით ათამაშებენ ახალგაზრდობიდანვე და რაც გამოდის ვხედავთ. ცხადაძე მარტო იმით მირჩევნია ამათ( არ ვაბობ რომ ეგ გადაგვარჩენს და გვარდიოლას დონეა ) , რომ ამბიციურია და ნაკლებად თმობს რაიმეს . შეტევას ათამაშებს . ქართული ფეხბურთი შეტევის გარეშე არ არსებობდა და არც იარსებებს . ამაში ვინც უნდა მედავოს . მითამაშია , მიფიქრია , ვფიქრობ ( ნეტავ შემეძლოს არ ვიფიქრო -გასკდა გული ) და ასეთ აზრზე ვარ .
ძალიან ამბიციური ნიკი ხომ არ გაქვთ ? ჭიჭე ვაშაძის ,,აღმაშენებლობას " მაგონებს . რას ქვია ,,ჩარეცხილები " ? და ჩამრეცხის უფლება ვის აქვს ხო ვერ მეტყვით ? ეგეთი ლოგიკით და აზროვნებით გვჭირს ბევრი უბედურება . მე შეიძლება ვინმეს ხედვა არ მომწონდეს , მაგრამ რა უფლება მაქვს ,,ჩარეცხილად" მოვიხსენიო ?! შენ მამა-შვილის და გოდრის ამბავი იცი ?
მერე , მე უნდა ვასწავლო ეგ ყველაფერი თუ სვანაძემ და სხვა ასაკობრივის მწვრთნელებმა ? საფეხბურთო სკოლების მწვრთნელებზე აღარაფერს ვამბობ . ეს ერთი და მეორეც , ვერ დაგეთანხმები იმაში , რომ არაფრის ამბიცია გააჩნდეს Dრევანდელ შემადგენლობას და მაგას უნდა დავჯერდეთ , რა ტაქტიკითაც გამოდიან მოედანზე. რასაც თქვენ ამბობთ , ერთი ერთში ქეცბაიას ლოგიკაა - ,,მესები " არ მყავსო რომ იძახდა . ის კი ავიწყდებოდა , რომ მესებს გვარდიოლები ყავთ მწვრთნელებად და არა ქეცბაიები . შესაძლებელია ერთმანეთთან შერწყმა დაცვის და შეტევის იმ მოცემულობით , რა რესურსიც ჩვენს დღევანდელობაში გვაქვს . შემადგენლობის სწორად შერჩევაა საჭირო კონკრეტული თამაშისათვის კონკრეტულად და სწორად მომზადება . მესამეც , ვინც არ ცდილობს , ის ვერასდროს ვერ მიაღწევს ვერაფერს . თუ სურვილი არსებობს , მაშინ გზაც მოინახება , მაგრამ მაგ 1-2 ანგარიშით კმაყოფილებაა ზუსტად ჩასვრილის მენტალიტეტს რომ აყალიბებს და ამტკიცებს .
გამართლება არის ერთი მაქსიმუმ ორი თამაში მაგრამ არა შვიდი ან ოცდაშვიდი
გამართლება არის ერთი მაქსიმუმ ორი თამაში მაგრამ არა შვიდი ან ოცდაშვიდი
მას მერე წავიდა ჩვენი ფეხბურთის და კალათბურთის საქმე, აღარც მწვრთნელები და აღარც მსაჯები არ გვწყალობენ !!!!!!!!
რა ვქნა ყველაფერზე ვეჭვიანობ
"ძმაუ ფული არ იდება ქართულ გუნდებში" - გააქანეს და 350 მლნ.-იანი "ფეხბურთის განვითარების პროგრამა" გამოაცხვეს ბიუჯეტის ხარჯზე, რომლის 80%-ზე მეტი ხელფასებში დაარიგეს. შედეგი იგივე (წესით სხვას რატომ უნდა ელოდო?). ისე საინტერესოა "პროფესიულ" გუნდებს რომ მოეხსნან დაფინანსება და ეს 350 მლნ. ბავშთა ფეხბურთს და აკადემიებს რომ მოხმარდეს, დავიჯერო უარესი შედეგი ექნება ან ნაკრებს ან გუნდებს?
არა ძმაუ საფეხბურთო ქვეყანა ვართ, მა რა ჩემი ფეხები ვართ....