ვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:

"ფეხბურთელები დღეს ფოკუსირებული იყვნენ და პატივს სცემდნენ სათამაშო გეგმას პირველიდან ბოლო წუთამდე. ვფიქრობ, კარგი თამაში იყო. გვქონდა გოლების გატანის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვიდან ვთამაშობდით. პირველ ტაიმში დაცვის მარჯვენა ფლანგზე გვქონდა პრობლემები, თუმცა ცვლილების შედეგად მეორე ნახევარი უკეთესი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან მატჩის შემდეგ განსხვავებული ფეხბურთი ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თამაში სამომავლოდ დაგვეხმარება, არა მხოლოდ უახლოეს თამაშებში, არამედ ჩვენი დიდი მიზნის მისაღწევად მარტში
გასამართ პლეი-ოფში. ასეთ თამაშებში ვსწავლობთ და დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო ძლიერები ვიქნებით".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 108 /
პლეი-ოფში ისევ სანიოლი?! დაგვიბრუნეთ ცხადაძე.მან რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად გააძლიერა საქართველოს ნაკრები (გერმანიაში შევჭამეთ გერმანელები. მათი ფეხბურთელები გაფითრებულები იყვნენ მატჩის შემდეგ ინტერვიუზე - დიდი შანსი იყო წაგვეგო, შემთხვევით მოვიგეთო (2:1)). დააბრუნეთ სასწრაფოდ ცხადაძე, თორემ სანიოლის ხელში ფლეი-ოფშიც არავითარი შანსი არ გვაქვს.
ზურა
15:31 15-09-2023
0
პლეი-ოფში ისევ სანიოლი?! ბნელააა? დაგვიბრუნეთ ცხადაძე. რამდენიმე წლის წინ მან წარმოუდგენლად გააძლიერა საქართველოს ნაკრები (გერმანია შევჭამეთ გასვლაზე, მითუმეტეს ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მათ კი ჰაერივით სჭირდებოდათ მოგება. მატჩის შემდეგ ინტერვიუზე გერმანელი ფეხბურთელები გაფითრებულები იყვნენ - დიდი შანსი გვქონდა წაგვეგო, შემთხვევით მოვიგეთო (2:1)). რისთვის გაუშვით? დაგვიბრუნეთ სასწრაფოდ, თორემ სანიოლის ხელში ფლეი-ოფშიც არანაირი შანსი არ გვაქვს, ვისაც უნდა ვენიძლავები.
ზურა
15:01 15-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული