ნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

AutoSharing Option
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა საქართველოსთან მოგებული (2:1) მატჩი შეაფასა და ქართველთა ინერტულობით გამოწვეული გაკვირვება არ დამალა.

"კარგად ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები, ძირითადად, მარცხენა ფლანგიდან უტევს ხოლმე. ფიზიკურად ძლიერ კრისტოფერ აიერს დავალებად ამ ფლანგის ჩაკეტვა ჰქონდა, რაც მშვენივრად გამოუვიდა. ჩვენ შეტევა საპირისპირო ფლანგზე ვცადეთ და ყველაფერი გამოგვივიდა. ნუსამ კარგად ითამაშა და ზოგადად, პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. საქართველოს ნაკრებს კი არაფერი შეუქმნია, სრულიად მოულოდნელი გოლი გაგვიტანეს
და მატჩის ბოლო დაიძაბა. მეტოქის ნახევარზე უპრობლემოდ ვმოქმედებდით, მაგრამ ბოლო მონაკვეთში ბურთის დაკარგვისა და კონტრშეტევის მიღების გვეშინოდა, რის გამოც ეფექტიანობა დაგვაკლდა. ცოტა გაკვირვებული დავრჩით, ველოდით, რომ ქართველები შემოგვიტევდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ", - განაცხადა სოლბაკენმა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ეროვნული გუნდი ოქტომბერში, კვიპროსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.


altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 64 /
დაიწყე მუშაობა ჩვენს ფედერაციაში და მიხვდები
სვანსკი
14 სექტემბერი 2023 13:50
0
ვერც მე :)
ზვიადი
14 სექტემბერი 2023 13:28
0
ეგ ჩვენც არ ვიცით წლებია)))
ვალერი
14 სექტემბერი 2023 13:20
0
უცოდინარობის და არაპროფესიანალიზმის ზეიმი რომ არის სამწვრთნელო შტაბში და ფედერაციაში ეგ არის მიზეზი. სანიოლს არ კიდია ფულს იღებს სულ არაფერში, შემადგენლობის გამოძახებაზეც არ წუხდება, სხვები უწერენ სიას ...
გულშემატკივარი
14 სექტემბერი 2023 12:12
0
სულ მაგის ეჭვი მქონდა, რომ ხიზანიშვილის სახელით ფედერაცია ძაან ერევა ნაკრების საქმეებში, სანიოლის მოსვლა მაგით ავხსენი, რადგან ნაკრებში ფედერაციის სასტავი დაასაქმა ანუ საიდან გაიჩითა ხიზანიშვილი სანიოლის დამხმარედ?
ზურა
15 სექტემბერი 2023 11:42
0
ჩვენ, ქართველები ჰუმანური ხალხი ვართ, შეტევა, თავდასხმა არ გვახასიათებს. მოწინააღმდეგე ყოველთვის გვეცოდება და ვუფრთხილდებით, ე მანდ რაიმე არ დავუშავოთ, ტრამვა არ მივაყენოთ.ამიტომ არ გიტევდით.
ბადრი
14 სექტემბერი 2023 11:14
1
იმიტომ რომ ომი არ გვინდა,ჩევნთან ყვგან და ყველაფერში იგრძნობა ქოცური სული
x
14 სექტემბერი 2023 11:00
11
კი ბიჭო გაგიხსნით კარტებს,როცა ორ ბურთს შეაგდებ საკუთარ კარში დაინიშნები მერად
სვანსკი
14 სექტემბერი 2023 10:47
1
Კიდევ ვაზელინი უნდა ბევრი ვაზელინი და ზებრას როლის კარგად თამაში
სვანსკის
14 სექტემბერი 2023 15:41
0
კიარ გიტევდნენ ვერ გიტევდნენ. კვარას მოტივაცია აღარააქვს, რომ თავი გამოიჩინოს,ბოლო წლებია ეს ხომ ერთი კაცის ნაკრებია, ჯერ ჩაკვეტაძემ გაიფაფხურა მერე კვარაცხელიამ და როდესაც ხალხმა ტაში დაუკრა ჩვენი ფეხბურთიც იქ დამთავრდა
zmo
14 სექტემბერი 2023 08:13
0
))))) საუკუნის კომენტარია! მეტი არანაირი განხილვა-ანალიტიკა აღარაა საჭირო
რეზო
14 სექტემბერი 2023 01:27
1
შეტევას ერთი ადგილის განძრევა უნდა და ცოტა გვეზარება რა. ჩვენ ისევ ერთა ლიგას მივაწვებით და თქვენ მიხედეთ ამ ევროპის შესარჩევს ))
ზურიკო
13 სექტემბერი 2023 23:39
1

სიახლეები პოპულარული