ვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:

"ფეხბურთელები დღეს ფოკუსირებული იყვნენ და პატივს სცემდნენ სათამაშო გეგმას პირველიდან ბოლო წუთამდე. ვფიქრობ, კარგი თამაში იყო. გვქონდა გოლების გატანის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვიდან ვთამაშობდით. პირველ ტაიმში დაცვის მარჯვენა ფლანგზე გვქონდა პრობლემები, თუმცა ცვლილების შედეგად მეორე ნახევარი უკეთესი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან მატჩის შემდეგ განსხვავებული ფეხბურთი ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თამაში სამომავლოდ დაგვეხმარება, არა მხოლოდ უახლოეს თამაშებში, არამედ ჩვენი დიდი მიზნის მისაღწევად მარტში
გასამართ პლეი-ოფში. ასეთ თამაშებში ვსწავლობთ და დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო ძლიერები ვიქნებით".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 109 /
მწვრთნელის ბრალია რომ ვიძახით კარგი ასე იყოს არ არის მაღალი კვალიფიკაციის გასაგებია.მაგრამ ფეხბურთელები რას აკეთებენ ამ დროს,არის რამოდენიმე ფეხბურთელი რომელმაც თავის თავზე უნდა აიღოს და ყველაფერი გააკეთოს სტადიონზე აქ ჩემი აზრით ფეხბურთელებშია პრობლემა და არა მწვრთნელში ჩვენ ფეხბურთელებს ჭირდებათ კარგი ფსიქოლოგი.მაგრამ მე მაინც მჯერა და მწამს რომ ჩვენ მივახწევთ იმ მიზანს რაც გვაქვს მე მაინც მჯერა ჩვენი ბიჭების. ეს ჩვენი ნაკრებია და ყოველთვის მათ გვერდით უნდა ვიყოთ!!!იქნება საყვედური უნდა უთხრათ იქნება შესაქები უნდა უთხრათ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად უნდა ვიყოთ რაც არ უნდა მოხდეს მე მჯერა ჩვენ ერთად ამ ყველაფერს მივახწევთ და ჩვენ ოცნებას ავისრულებთ !!!!
Qutaisi
13:58 13-10-2023
0
პლეი-ოფში ისევ სანიოლი?! დაგვიბრუნეთ ცხადაძე.მან რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად გააძლიერა საქართველოს ნაკრები (გერმანიაში შევჭამეთ გერმანელები. მათი ფეხბურთელები გაფითრებულები იყვნენ მატჩის შემდეგ ინტერვიუზე - დიდი შანსი იყო წაგვეგო, შემთხვევით მოვიგეთო (2:1)). დააბრუნეთ სასწრაფოდ ცხადაძე, თორემ სანიოლის ხელში ფლეი-ოფშიც არავითარი შანსი არ გვაქვს.
ზურა
15:31 15-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული