ნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

AutoSharing Option
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა საქართველოსთან მოგებული (2:1) მატჩი შეაფასა და ქართველთა ინერტულობით გამოწვეული გაკვირვება არ დამალა.

"კარგად ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები, ძირითადად, მარცხენა ფლანგიდან უტევს ხოლმე. ფიზიკურად ძლიერ კრისტოფერ აიერს დავალებად ამ ფლანგის ჩაკეტვა ჰქონდა, რაც მშვენივრად გამოუვიდა. ჩვენ შეტევა საპირისპირო ფლანგზე ვცადეთ და ყველაფერი გამოგვივიდა. ნუსამ კარგად ითამაშა და ზოგადად, პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. საქართველოს ნაკრებს კი არაფერი შეუქმნია, სრულიად მოულოდნელი გოლი გაგვიტანეს
და მატჩის ბოლო დაიძაბა. მეტოქის ნახევარზე უპრობლემოდ ვმოქმედებდით, მაგრამ ბოლო მონაკვეთში ბურთის დაკარგვისა და კონტრშეტევის მიღების გვეშინოდა, რის გამოც ეფექტიანობა დაგვაკლდა. ცოტა გაკვირვებული დავრჩით, ველოდით, რომ ქართველები შემოგვიტევდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ", - განაცხადა სოლბაკენმა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ეროვნული გუნდი ოქტომბერში, კვიპროსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.


altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 64 /
რომ შემოეტიათ, გაოფლიანდებოდნენ და გაცივდებოდნენ, თან ფულს ვერ გააკეთებდნენ
?
13 სექტემბერი 2023 15:04
7
რაზეც ედოთ, ის გააკეთეს
dato
13 სექტემბერი 2023 15:02
8
არაა შეტევა ჩვენი სტილი ძმაო. ჩვენ გვირჩევნია საჯარიმოში ვიყოთ ერთად ჩახუტებული , მაქსიმუმ ჩვენს ნახევარზე ამით სარბენი მანძილიც მცირდება. ტქვენ რომ დარბიხართ წინ და უკან საქმე არა გაქვთ? მაინც შოტლანდია და ესპანეთი გავლენ ვიცით ეს ჩვენ და არ ვიღლით თავს.
გულმხურვალე ფანი
13 სექტემბერი 2023 15:02
2
ჰჰჰმმ, დაგტოვეთ გაღიმებულებიი? აბა რა გეგონათ? ყოჩაღ სანიოლი! აი ასე უნდა მაგათ, თამაში უნდა დაუმალო (განა ბურთი) და კარტები ბოლომდე არ უნდა გახსნა!!!!
rigiti
13 სექტემბერი 2023 15:01
1
რა მიხვედრა ჭირდება სუნი არ გცემდაათ?! თქვენ რაიცით რა გეგმებიგვაქ მოსამზადებლად ვიყენებთ ჩვენ შესარჩევებს. ყაზახეთან და საბერძნეთან მასე ვაპირებთ თამაშს მაგიტო არ გიტევდით... ეხლა ტაილანდს მოვუგებთ იბლატავებენ ძმანი მისნი
beqa
13 სექტემბერი 2023 14:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული