"სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები წარუმატებლად დასრულდა. ამ ამბავს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქპოსტი" მიუძღვნა:

"წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, "ერთა ლიგაზე" კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?..

არადა, უკვე მაშინ ჩანდა, რომ "ერთა ლიგაზე" კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის
მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა, მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგონია, რომ ესპანეთს ან ნორვეგიას უნდა მოვუგოთ; გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო "კვარა" და "მამარდა" გვყავს ნორმალურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ, ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს. აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს ჰგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი. არადა, სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა; ხოლო, როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო. სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ჰყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნულს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო)?

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხი და პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ "ერთა ლიგაზეც" იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში "ერთა ლიგის" ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მისწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. "ოვნების“ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში."

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

მკითხველის კომენტარები / 108 /
მართალია, აქამდეც გასაშვები იყო ორივე. აქაც როგორც ყველა სფეროში, სრული ქაოსია. ესეც გაივლის! მოვა დრო და მიხვდება ხალხი, თუ სად რა შეეშალა. სანამ არ ვისწავლით რომ ემოციური გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ, იქამდე ეს ქვეყანა სულ ქაოსში იქნება. არა ვართ ჩვენ განვითარებული ერი; უბრალოდ გვინდა რომ ვიყოთ ყველაზე მაგრები და ამბიცია გვაქვს, მაგრამ ეს არასაკმარისია. ჩვენში ზარმაცები და უნიჭოები ხვდებიან უფრო ხშირად "ზევით" და აბა პროგრესულს რას მოველით?! მოვა დრო და ჩვენი შთამომავლობა გაიცინებს(?) ეპოქის ამ ნაწილზე. სწორედ ამას ჰქვია უძრაობის ხანა! ცუდი კი ისაა, რომ დროს ფუჭად ვხარჯავთ და ბევრ ნიჭიერ ადამიანს (სანამ შეუძლიათ) არ ვაძლევთ გასაქანს. არადა ეს მთელს ერს წაადგებოდა!
სიმართლე
14 სექტემბერი 2023 22:11
3
მერაბ მეტრეველმა თავისი ჟურნალისტურ კარიერაში პირველად თქვა სიმართლე. 100 % ვეთანხმები
დააT
14 სექტემბერი 2023 20:27
5
გასაშვები მერაბ მეტრეველია... ბოღმის ბუდე!!!
tngh
14 სექტემბერი 2023 19:45
14
პირადად მე ნაკრებს კაი ხანია აღარ ვგულშემატკივრობ სხვადასხა მიზეზების გამო არ ჩამოვთვლი. სამაგიეროდ ცალკე აღებულ ფეხბურთელებს ენაცვალოთ შემი თავი. წარმატებები სადაც თავს გამოიჩენენ.
დათო
14 სექტემბერი 2023 18:53
7
metrevelis liberaluri azrebi saertod ar maineresebs, magram sanioli rom unda wavides da pexburtis pederaciam aigos pasuximgebloba am kacis shedegze, es 100% nia chemi azrit!!
სანდრო
14 სექტემბერი 2023 16:55
2
ძალიდან გამომდინარეობს სისწრაფე ბატონო მერაბ, რაც არასოდეს არ გვქონია. ძალა რომ არ გვაქვს საკუთარ თავზე არმუშაობის ბრალია. დილეტანტი მწვრთნელები და ფეხბურთელები რომ გვყავს ამიტომაა ეს ასე და ამგვარად. ნათელი მაგალითია ანანიძე!
გადახედეთ წამყვანი უცხოური კლუბების ფეხბურთელებს: რონალდო, ზლატანი, რამოსი, მესი, ნეიმარი, რომელსაც სწორედ რომ ზრდისას არასაკმარისი კუნთოვანი ძალის პრობლემები ჰქონდა ადრეულ წლებში, მბაპე. ამათგან ყველა უთმობს დროს სატრენაჟორო დარბაზს. არ არსებობს სხვა გზა... უბურთოდ სირბილი, შემდეგ ბურთით კვადრატის და სხვ. ვარჯიშების ჩატარებას უნდა მოსდევდეს სატრენაჟორო დარბაზი, რომელიც უზრუნველყოფს ძალისმიერი ორთაბრძოლებისას წარმატებას. კოპრუსით ადვილად ვეღარ გვაჯობებენ. ძალის განვითარება საფუძველია სისწრაფის მომატების! და ჩვენები რას აკეთებენ? იმას, რაც ჰგონიათ რომ იციან... მატაობა-დრიბლინგი, რომელსაც დიდი სიჩქარე სჭირდება. კვარა თავიდან როცა ფორმაში იყო (და მასთან მიმიართებით თქვეს იტალიაში, ძალის მომატების შესახებ ისევე, როგორც კვერნაძის შესახებ) ძალისმიერ ორთაბრძოლებს იგებდა, გავიხსენოთ ლივერპულის კარში მისი ასისტი სიმეონეს მისამართით. ეხლა ხდება იგივე? – არა. ძალიან მარტივია. რაც უფრო სისტემატურად, დოზირებულ ფარგლებში, იქნებიან ჩვენი ფეხბურთელები სატრენაჟორო დარბაზში (ზოგიერთი იქიდან არ უნდა გამოუშვა!), მით უფრო დიდხანს და სტაბილურად ითამაშებენ ფეხბურთს და მით უფრო ტრავმისკენ მიდრეკილები არ იქნებიან! და თუ არ უნდათ რძე და ყველი, დანარჩენი კი მკითხველსაც მოეხსენება თუ რა ეკუთვნის დილეტანტ მწვრთნელს თუ ფეხბურთელს...
ლაშა
14 სექტემბერი 2023 14:42
1
ვინა თქვა ბერია მოკვდაო,ეგე
ადამიანი
14 სექტემბერი 2023 13:44
1
რამდენიმე წუთი იმიტომ უტევენ რომ უბურთოდ სირბილი არ აქვთ ნასწავლი და მალე იღლებიან... ფეხბურთელი 88 წუთი დარბის უბურთოდ, რაც ესპანელებმა კარგად გვაჩვენეს და მხოლოდ 2 წუთი ეხება ბურთს.

ასწავლეთ ქართველ ფეხბურთელებს უბურთოდ სირბილი და თამაშის ხარისხი მაშინვე გაუმჯობესდება.

თუ ადგილობრივი მწვრთნელები არ მოგწონთ უცხოელი ჩამოიყვანეთ, ოღონდ გაითვალისწინეთ: ზრდასრული ფეხბურთელისათვის სირბილის ტექნიკის შეცვლა არ შეიძლება! ასწავლეთ მინიმალური ენერგოდანახარჯით სირბილი, რასაც გვარდიოლა "სიტიში" იყენებს და სირბილის უკვე 2 ტექნიკით აღჭურვილები 90 წუთის მაღალ ტემპში თამაშს შეძლებენ.
მენტალური მომზადების ცენტრი
14 სექტემბერი 2023 12:48
2
გუჯა კახაძე - მენტალური მომზადების ცენტრო
127 წელიწადი რომ წერო შენი კომენტარები, შენთან მაიცნ არავინ მოდის და არც მოვა, იმიტომ რომ თვითონ არ ხარ მენტალურად მზად რომ გუნდურად და სისტემურად იმუშაო ხალხთან. ასეა ძმაო ეგა და უნდა გაიგო ადრე თუ გვიან.
გივი
14 სექტემბერი 2023 17:19
0
რა ტექნიკაა, როგორ ხდება ეგ?
ლაშა
14 სექტემბერი 2023 15:47
1
ახალი ამბავი. რა გვითხარი ეგ.
კ.მარქსი ფ.ენგელსი
14 სექტემბერი 2023 11:53
1
მაგდენი ფილოსოფია რა საჭიროა 1-7 თავმოყვარე მწვრთნელი გადადგებოდა
ერნესტო
14 სექტემბერი 2023 11:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული