"სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები წარუმატებლად დასრულდა. ამ ამბავს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქპოსტი" მიუძღვნა:

"წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, "ერთა ლიგაზე" კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?..

არადა, უკვე მაშინ ჩანდა, რომ "ერთა ლიგაზე" კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის
მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა, მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგონია, რომ ესპანეთს ან ნორვეგიას უნდა მოვუგოთ; გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო "კვარა" და "მამარდა" გვყავს ნორმალურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ, ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს. აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს ჰგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი. არადა, სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა; ხოლო, როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო. სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ჰყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნულს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო)?

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხი და პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ "ერთა ლიგაზეც" იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში "ერთა ლიგის" ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მისწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. "ოვნების“ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში."

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

მკითხველის კომენტარები / 108 /
დანიშნეთ გია ცეცაძე მწვრთნელდ, ის აუცილებლად გამოიძახებს არაბიძეს, მან გაუხსნა გზა არაბიძეს ტორპედოში, გაიხსენეთ რა ფეხბურთს თამაშობდნენ მის ხელში ახალგაზრDული მაკრებები, იქ გამოჩნდნენ პირველად კვარაცხელია, დავითაშვილი, არც სვანიძის დანიშვნა იქნება ცუდი
პატრიოტი
14 სექტემბერი 2023 11:04
7
Sportall.ge თან წერილი გამოაქვეყნა და თან პედერაციის კრიტიკას ბლოკავს. გაყარეთ ეგ უსაქმური მექრთამეები ფედერაციიდან!
გიორგი
14 სექტემბერი 2023 10:33
3
რედაქციაა დამნაშავე, თუ ადმინი როცა ჩემი სახელით სხვა პოსტავს და შეკითხვებს არ მიქვეყნებ?
100%
14 სექტემბერი 2023 10:26
1
არაფერი შეიცვლება
სანამ ქვეყანაში არის ხახლი, რომელიც პოლიტიკაში (მართველობაში) მოსვლას ცდილობს არა ხალხის და ქვეყნის სამსახურისთვის არამედ ქონების დასაგროვებლად მანამდე ამ ქაქში ვიქნებით.
ერთადერთი სანსი. საქართველო გახდეს ევროპა.
სადაც დანაშაული დასჯადია.
არჩევნების გაყალბება დასჯადია.
ბიუჯეტის ფლანგვა დასჯადია.
წერა კითხვის არმცოდნის დეპუტატად არჩევა სირცხვილია.
შტანგისტი და ფუტბალისტი პარლამენტში სირცხვილია.
მერიაში პლანაქეშის ძმაკაცის თანამდებობაზე დანიშვნა სირცხვილია
las
14 სექტემბერი 2023 10:21
3
ყველამ ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჯობია ამ ნაკრებს რომ მწრთვნელს დაუწუნებ ზაპოროჟეცი ფერარის ვერ გაასწრებს თუ გინდა შუმახერი გყავდეს მძღოლად
მამუკა
14 სექტემბერი 2023 09:35
4
სანამ სანიოლი და ფედერაციის წურბელები ზიან ფედერაციაში, გუნდს არაფერი ეშველება..თავიანთი შენობიდან უნდა გადმოყაროს ხალხმა.. ეს მაიმუნი წურბელები.. ფულის კეტებაზე არიან გადასულები და არა თამაშის ხარისხზე..
არ დამბლოკოთ..
მამუკა
14 სექტემბერი 2023 17:02
2
ყველაფერჩიკი
oto
14 სექტემბერი 2023 09:09
1
წადიტ წადიტ დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
o o n
14 სექტემბერი 2023 08:17
2
პატივცემულ რედაქციას მინდა ვკითხო, ჩემი სახელით არის გამოქვეყნებული კომენტარი და ეს შეიძლება თქვენთან?
ამ სტატიაზე მე კომენტარი არ დამიწერია და მაღლა, თუ ნახავთ, არის.
უმორჩილესად გთხოვთ, გამომიქვეყნოთ ეს კითხვა და თუ შესაძლებლობა არსებობს, მიპასუხოთ.
100%
14 სექტემბერი 2023 07:47
0
ვერ გავიგე იმ ხალხის ვისაც კობიაშვილის დარჩენა უნდა.მათ ვეკითხები, რაიმე უკეთეს შედეგს ხედავთ, რაც ადრე იყო.? რამეს იტყვი კრიტიკულს და ეგრევე ნაცი ხარ გეტყვიან. ზოგი ყეყეჩი, ვითომ რამის აზრზე იყოს,არგუმენტად მოჰყავს წინა მართველობის პერიოდი და ქალური მკივანა ხმით ( ქალებს არაფერს ვერჩი) დაიკივლებს, აბა მაშინ იყო კარგიიიიიიიიი. ასო ბგერა ი-ს ისე გაგრძელებულად გეტყვის ყურის ბარაბანს გაგიხეთქავს, ანდა თუ უკრაინელებს მხარი დაუჭირე, უცბად აქვთ დაზეპირებული,აბა ომი გინდაააა?.? აქ უკვე სხვა ხმოვანია ,ასო ბგერა ა. ორივე თქვენთვის დამითმია. ეს რა ჭირი სჭირს ამ ხალხს.
სწორად აღნიშნა მერაბმა, გიბრალტართან სჩანდა თუ რას წარმოადგენდა ნაკრები, ასევე კიპროსთან. ნორვეგიასთანაც სასწაულად გაუმართლათ თბილისში. გუნდს მწვრთნელის ხელი უნდა ეტყობოდეს,რასაც ვერ თუ არ შეძლო სანიოლმა. წადით ყველა მწვრთელების შტაბი და ფედერაცია განსაკუთრებით. კაბინეტებში სკამზე წებო მომენტი გისვიათ? წადით გადაშენდით!
დავით 67
14 სექტემბერი 2023 04:08
9
მაგარი კომენტარია)
ლია
14 სექტემბერი 2023 08:29
2
მერაბია! პოლიტიკაში და ფეხბურთში ორივეში მაგრად ერკვევი
მოგელა
14 სექტემბერი 2023 03:52
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული