"სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები წარუმატებლად დასრულდა. ამ ამბავს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქპოსტი" მიუძღვნა:

"წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, "ერთა ლიგაზე" კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?..

არადა, უკვე მაშინ ჩანდა, რომ "ერთა ლიგაზე" კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის
მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა, მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგონია, რომ ესპანეთს ან ნორვეგიას უნდა მოვუგოთ; გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო "კვარა" და "მამარდა" გვყავს ნორმალურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ, ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს. აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს ჰგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი. არადა, სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა; ხოლო, როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო. სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ჰყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნულს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო)?

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხი და პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ "ერთა ლიგაზეც" იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში "ერთა ლიგის" ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მისწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. "ოვნების“ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში."

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

მკითხველის კომენტარები / 108 /
აი რა ქაოსიც შექმნეს ქვეყანაში, იგივე ხდება ყველა სტეუქტურაში და ყველა სფეროში. თუ ვინმეს არ მოგეწონებათ ნათქვამი ცოტა დაფიქრდით და კარგად გაანალიზეთ, თევზი თავიდან ყარს. ფედერაციაში არიან მმართველობის არ მცოდნე და უფანტაზიო ხალხი და რაც მთავარია გაუბედავი და აბსოლუტურად ინიციატივის არ მქონე პირები. ვერანაირ მხარდაჭერას ვერ ახერხებენ ნაკრების და თუნდაც ცალკეული ფეხბურთელების. არ აქვთ უნარი და ხედვა როგორ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებებს. აი ამ ნიჭიერი ბიჭებით რომ ვერაფერს იზამ დანაშაულია და მეტი არაფერი. ყველაზე უფრო დაბალი დონის თამაშს ვაჩვენებთ, და გაზაფხულზე რა ვქნათ? ამ ტაქტიკით და ასეთი ხარისხის თამაშით უნდა დავუხვდეთ ყაზახეთს? ეს შანსიც გავანიავოთ? და ეს არის ქვეყნის სიყვარული? და რატომ ხდება, რომ სხვებს გამოსდით და ჩვენ არა? ციდი ხალხი ხართ ფედერაციაში, რამდენადაც როგორც ფეხბურთელებს პატივს გცემდით იმდენად ამზრზენები ხართ მაგ თანამდებობებზე.
Patrioti
14 სექტემბერი 2023 00:54
4
პატრიოტო, თქმულზე გატყობ კარგი კაცი ხარ, მაგრამ მაპატიე და ტენდენციას ხარ აყოლილი. შოთას და ქეცბას გარდა, ერთი დამისახელე: როგორც ფეხბურთელი რომელი იყო პატივისცემის ღირსი, ვინც ათწლეულების მანძილზე გვამწარებდა. ყაველაშვილი? გატუზოს ძმაკაცი? ან კიდევ უფრო ძველი თაობა, რომელსაც პირში წყალი აქვს დაგუბებული და მოკლეზე თუ წაიკნავლებს ხანდახან, ისეთ სისულელეს ამოუშვებს, ბალახი წითლდება და სირცხვილისგან იწვის მოედანზე. წადით კი არა და წაეთრიეთ!!!
ელიასი
14 სექტემბერი 2023 12:22
2
მართალია, მაგრამ მარტო ეს ორი არ კმარა. ფედერაცია საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს. აი, ეს მოითხოვეთ თავგადაკლულმა ქომაგებმა და იქნებ რამე გამოსავალი გაჩნდეს.
რატი
13 სექტემბერი 2023 23:22
5
ჩემი აზრით, ჯობია ეს შესარჩევი სხვა მწვრთნელმა ჩაამთავროს!!! იქნებ დემჩენკო გვეცადა ???? იქნებ იფიქრონ ფეხბურთის მამებმა (უპრიანი იქნება მამინაცვლებმა)
rigiti
13 სექტემბერი 2023 22:42
9
კარგი აზრია, მაგრამ ამა ქვეყნის მმართველებს უკრაინის ხსენებაზე ელეთ-მელეთი ემართებათ
suxumchanin
14 სექტემბერი 2023 10:03
3
ვეთანხმები 100%
max
13 სექტემბერი 2023 22:03
3
Მერაბ ნაცი ხარ თუ ომი გინდა???
Მერაბ მეტრეველს
13 სექტემბერი 2023 21:55
32
Ღადაობს რა ვერ გაიგეთ ამ ქვეყანაში სიმართლე თუ თქვი ნაცი ხარ თუ ბრძოლისკენ და ჟილკით მოუწოდე ვინმეს ომი .მე ესე გავიგე ეგ გზავნილი
Მაკომენტარებლებს
13 სექტემბერი 2023 23:30
0
მერაბი არც ერთია და არც მეორე,მაგრამ შენ კი გეტყობა ვინც ხარ. მე ძმაო ესეთი სექტა თქვენ რომ ხართ არც არასოდეს გამიგია და არც არასოდეს მინახავს.
საქართველო
13 სექტემბერი 2023 22:31
5
ყველა გამოხმაურება
პაატა ბურჭულაძე ტრენერათ, მერაბ მეტრეველი მასაჟისტათ და გავალთ მსოფლიო ჩემპიონატზე
გიორგი
13 სექტემბერი 2023 21:18
51
ახალგაზრდულის მწვრთნელი რონგადმოიყვანონ არ შეიძკება?
გიორგი
13 სექტემბერი 2023 20:45
22
მოლდოვას,სომხეთს,ყაზახეთს,აზერბაიჯანს,ალბანეთს,მაკედონიას, ყველას აქვს წარმატება,როგორც სანაკრებო ასევე,საკლუბო ფეხბურთში,ჩვენ კი ერთ ადგილს ვტკეპნით ამდენი წელია,რატომ უნდა დარჩეს კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად??რა მიღწევა აქვს ჩვენ ფეხბურთს??ან სანიოლი?რა მიღწევა აქვს ნაკრებს??ვიღაცამ ოდესმე ამ ქვეყანაში რაღაცაზე პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს??!!აგერ სომხეთმა და ყაზახეთმა გამოიცვალა რამდენიმე მწვრთნელი და შედეგი სახეზეა!!!ჩვენ ასეთი თამაშით ერთა ლიგის თამაშებში ძალიან გაგვიჭირდება!!!!!
ბექა
13 სექტემბერი 2023 20:42
4
სწორედ კობიაშვილის მეცადინეობით ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი 21 წლამდელებში მერაბა რო იცოდე. ბევრი სტადიონი და ბაზა გაკეთდა ამ ფედერაციის დროს წინა ფედერაციები კი გრევით იყვნენ დაინტერესებული.კობიაშვილი კი ფეხბურთს აღარ თამაშობს რო იცოდე მერაბა და სტადიონზე ვეღარ გავა.
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 20:37
54
Ქომაგი კი არა ფედერაციის თანამშრომელი ხარ..ეგ სტადიონების ფული უეფამ მოგვცა და იმაზე მეტი ვიდრე დაიხარჯა .გიმეორებ იმაზე მეტი..ეგრე სუპერთასიც ჩატარდა ნუ გაბიწყდება და მერე?გაინძერით ბიძია მაგ პედერაციაში ამდენი ლგბტ საიდან შეიყარეთ
Ქომაგს
13 სექტემბერი 2023 21:47
6
ღვთისავარ ანთაძეს.კარგი რა ღვთისავარ,შენც?ყოველთვის ინტერესით ვეცნობი,შენ სტატიებს და ვხედავ,რომ ძალან სწრაფი ტემპით ყალიბდები კარგ სპორტულ ჟურნალისტად(უკვე ხარ!),კარგ ანალიზსაც აკეთებ და ვენდობი კიდეც,შენს ნააზრევს,მაგრამ რატომ გვატენი,შენ და მთელი ეს საიტი,მერაბ მეტრეველის ფეისბუკ პოსტებს?რაც უნდა ის დაწეროს,თავის გვერდზე,ვინ უშლის,მაგრამ თქვენ ამას,როგორც სპეციალისტის ნააზრევს,ისე გვაწვდით,არადა ფეხბურთისა,დიდად არც აზრზეა და არც ობიექტურია,რაც საიტს მოეთხოვება.თქვენმა საიტმა,უკვე ძალიან ბევრჯერ დადეთ მისი პოსტები,სტატიის სახით და ჩვეულებრივ,საკმაოდ არაკომპეტენტურებია.იმ პოსტებსაც მეტწილად უარყოფითი შეფასებები აქვს ხოლმე და მაინც თქვენსას აგრძელებთ. იტალიაში ფედელე აიკვიატეთ,აქ მეტრეველი,რუსეთიდან ანზორ კავაზაშვილით გვიშლით ნერვებს და საკმარისი არ არის?აქ,ამ სტატიის ავკარგიანობაზეც არ არის საუბარი.ჩვენც დაახლოებით ასე ვფიქრობთ,მაგრამ თუ ვიღაცის ნააზრევს გვთავაზობთ,ისეთი მაინც ნახეთ,რომ ფეხბურთი იცოდეს.უამრავი მაღალი კლასის ვეტერანი ფეხბურთელი გვყავს,მწვრთნელებიც და როგორ გგონიათ,ჩემი,სხვა ვინმე,აქ პოსტების დამდების,ან მერაბ მეტრეველის აზრი უფრო კომპეტენტური და საინტერესო იქნება,მათ შეფასებაზე?
სოსო
13 სექტემბერი 2023 20:30
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული