"სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები წარუმატებლად დასრულდა. ამ ამბავს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქპოსტი" მიუძღვნა:

"წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, "ერთა ლიგაზე" კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?..

არადა, უკვე მაშინ ჩანდა, რომ "ერთა ლიგაზე" კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის
მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა, მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგონია, რომ ესპანეთს ან ნორვეგიას უნდა მოვუგოთ; გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო "კვარა" და "მამარდა" გვყავს ნორმალურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ, ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს. აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს ჰგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი. არადა, სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა; ხოლო, როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო. სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ჰყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნულს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო)?

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხი და პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ "ერთა ლიგაზეც" იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში "ერთა ლიგის" ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მისწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. "ოვნების“ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში."

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

მკითხველის კომენტარები / 108 /
ხო ყველას ესე რო უშვებთ მაგიტომ გვეშველა ქეცბაია გაუშვით და ეხლა მივტირივართ
არშეიძლება ესე ჩქარა მწვრთნელის გაშვება დრო უნდა ყველაფერს.
ოთო
13 სექტემბერი 2023 16:21
33
აი ვინც ქეცბაიას მისტირის, ყველას დებილ თავზეც გავიარე !!!
Korben Dallas
13 სექტემბერი 2023 18:43
3
ქეცბაიას , როგორც ფეხბურთელს უდიდეს პატივს ვცემ , მაგრამ ვინც მაგის მწვრთნელობას მისტირის , ფეხბურთის ცოდნაზე პრეტენზია ნუ ექნება . მალე გაუშვეს ქებაია ? - ჩახედეთ კალენდარს . )
Tedo
13 სექტემბერი 2023 16:55
1
და რა უნდა ამ გუნდს ან ამ ფეხბურთელებს ევროპაზე?
არ შეიძლება ეს ერის თვითმიზანი იყოს,
მე განსაკუთრებით მეორე ტაიმში მქონდა განცდა რომ ამ ფეხბურთელებს ევროპაზე არაფერი არ ესაქმებათ,ნორვეგიელი რომლებიც სავარაუდოდ ასევე ვერ გავლენ ევროპაზე იყვნენ უფრო ძლიერები,სწრაფები და ტექნიკურებიც,მეათე კლასელი პირველ კლასელს რობეთამაშებაბისე იყო.
რა აზრი აქვს ვინც გინდა იყოს მწვრთნელი,
გინდა ის ფინალიც მოგვეგო მაშინ,რა უნდოდა ან იმ გუნდს ევროპაზე.
ჩვენ რო რუსები არ ვართ და მსოფლიომ რო გაგვიცნოს-ვინც აქამდე 30წელია რუკას არ დახედა საიუზი რო დაიშალა ის ალბათ არც ევროპას უყურებს და ასეა
თუ დაუმსახურებენ გავლენ,თუ არა და თავის თავსაც დააბრალონ.
Levani
13 სექტემბერი 2023 16:10
9
როგორც ვირმა არ იცის ხურმა რა ხილია, ისე ამ პატივცემულმა მეტრეველმა არ იცის ფეხბურთი რა ხილია
ნიკა
13 სექტემბერი 2023 16:05
48
მერაბ, სანიოლის არ იყოს შენც არ გივარგა ხარისხი, მაგრამ მაინც ჟურნალისტობ და ექსპერტობ...
მახვილი თვალი
13 სექტემბერი 2023 16:04
39
ავტორს ვეთანხმები
MARGALONA
13 სექტემბერი 2023 15:56
5
აბა რამე გადაცემა თU გაკეთდება მწვრთნელი ერთხელ მაინც თუ გასცემს კითხვებს პასუხს . რატო არ აკეთებს ნაკრები პრესინგს. რატო ვერ ამოდის ბურთით 10 მცდელობიდან ერთხელ საჯარიმოდან. რა სახეაქ ამ ნაკრებს. კითხვები კითხვები...
giorgi 12
13 სექტემბერი 2023 15:53
0
100 % ვეთანხმები მეტრეველს!
სანიოლი გასაშვებია სასწრაფოდ და საევრთნელო შტაბიც, შემცვლელი ომარ თეთრაძე, ქეცბაია ან ბალკანელი ან ბრიტანელი წვრთნელი მოიყვანონ.
კობიაშვილი ჯობია შემდეგ ეტაპზე ფედერაციის არჩევნებზე აღარ მიიღოს მონაწილეობა:
ეგონა კარგს აკეთებდა ძმაკაცებს დავიყენებ გვერდითო და პირიქით უარესად დაღუპეს კაცი.
100%
13 სექტემბერი 2023 15:50
9
100%-ით თუ პოსტავს, მე სახელს შევიცვლი, თორემ რაღაცეებში არ გეთანხმები.
100%
14 სექტემბერი 2023 10:23
0
ქერცბაია არა , ივო შუშაკი მოიყვანონ კიდევ . თავს იბრმავებთ თუ რა გჭირთ ? კვიპროსის ნაკრების თამაში მოგწონთ თუ ქეცბაიას 11 კარში ჩამჯდარი ნაკრების ფეხბურთელი მოგწონდათ როცა აქ იყო ?
Tedo
13 სექტემბერი 2023 16:59
0
აჰა, ხომ გითხარით? გამოვარდა მერაბა გენიოსური ნააზრევით :)) ერთი ამოყარეთ მაგის ქება-დიდების კომენტარები სანიოლზე. ვაისზეც ზუსტად მასე იყო. როცა იგებს ნაკრები, მაგარი მწვრთნელი გვყავს, როცა აგებს - უვარგისი. 10-12 წლის ბავშვები ვნახე-მეთქი ამ რამდენიმე წლის წინ დინამოზე, კოკა-კოლით და წითელ-ყვითელი ბარათებით შეიარაღებულნი. ამ ბავშვების დონის კრიტიკოსია ამხანაგი მეტრეველი.
odala
13 სექტემბერი 2023 15:43
27
ნუსამ იმიტომ გაიბრწყინა, რომ ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციას კარგი პრეზიდენტი ჰყავს ? ცოტა აზრზე მოდით !
სამართალი
13 სექტემბერი 2023 15:40
22
მართალია!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
13 სექტემბერი 2023 15:32
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული