"სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩები წარუმატებლად დასრულდა. ამ ამბავს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქპოსტი" მიუძღვნა:

"წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბრალტართან მატჩის მერე ვაკრიტიკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანხმებოდა, "ერთა ლიგაზე" კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?..

არადა, უკვე მაშინ ჩანდა, რომ "ერთა ლიგაზე" კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველაფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის
მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა, მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგონია, რომ ესპანეთს ან ნორვეგიას უნდა მოვუგოთ; გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო "კვარა" და "მამარდა" გვყავს ნორმალურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ, ძველი სიმღერები.

თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთელებს გალანძღავ ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს. აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვეგო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუბარი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს ჰგონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი. არადა, სწორედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი გოლი გაგვიტანა; ხოლო, როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეთ და ამ მცირე დროში სამი თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო. სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერთი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოვს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ჰყავთ? ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნულს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო (თავად სანიოლმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო)?

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამარცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფრინავთ ცაში. ხარისხი და პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიოლი გასაშვებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ "ერთა ლიგაზეც" იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში "ერთა ლიგის" ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მისწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. "ოვნების“ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეტული ადგილი ჯგუფში."

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

მკითხველის კომენტარები / 108 /
იცით რა მაინტერესებს, ქვეყნის ღალატი მხოლოდ "ერეკლე მეორეს მეზარბაზნეები არ ჰყავს" და ყორღანაშვილის შეძახილი "ეგ არის სვიმონ მეფე შეიპყარით"-ო ხომ არ არის. 8 წელია ფეხბურთის ფედერაცია რომ გაბარია და ქვეყნის პრესტიჟი, გულშემატკივრის სიყვარული და მხარდაჭერა და ბოლოს და ბოლოს ახალი თაობების ჯანმრთელად და სპორტულად აღზრდის სტიმულიც შენს ხელშია, და ამას ყველაფერს რომ საკუთარ ჯიბეს, ვიწრო ინტერესებს და კიდევ ათას მამაძაღლობას ანაცვალებ ეს საკუთარი ქვეყნის მოღალატეობა არაა? ხომ თქვა დიდმა ქართველმა კლასიკომა "თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს". ეხლა გადავხედოთ ჩვენს სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციას და მითხარით რატომ უნდა გავიმარჯვოთ?
ირაკლი
13 სექტემბერი 2023 16:28
13
ქვეყნის ღალატია,ისიც რომ ერეკლე მეფეს მოღალატეს ეძახდე.
საქართველო
13 სექტემბერი 2023 17:21
9
მოლდოვას,სომხეთს,ყაზახეთს,აზერბაიჯანს,ალბანეთს,მაკედონიას, ყველას აქვს წარმატება,როგორც სანაკრებო ასევე,საკლუბო ფეხბურთში,ჩვენ კი ერთ ადგილს ვტკეპნით ამდენი წელია,რატომ უნდა დარჩეს კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად??რა მიღწევა აქვს ჩვენ ფეხბურთს??ან სანიოლი?რა მიღწევა აქვს ნაკრებს??ვიღაცამ ოდესმე ამ ქვეყანაში რაღაცაზე პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს??!!აგერ სომხეთმა და ყაზახეთმა გამოიცვალა რამდენიმე მწვრთნელი და შედეგი სახეზეა!!!ჩვენ ასეთი თამაშით ერთა ლიგის თამაშებში ძალიან გაგვიჭირდება!!!!!
ბექა
13 სექტემბერი 2023 20:42
4
ვერ გავიგე იმ ხალხის ვისაც კობიაშვილის დარჩენა უნდა.მათ ვეკითხები, რაიმე უკეთეს შედეგს ხედავთ, რაც ადრე იყო.? რამეს იტყვი კრიტიკულს და ეგრევე ნაცი ხარ გეტყვიან. ზოგი ყეყეჩი, ვითომ რამის აზრზე იყოს,არგუმენტად მოჰყავს წინა მართველობის პერიოდი და ქალური მკივანა ხმით ( ქალებს არაფერს ვერჩი) დაიკივლებს, აბა მაშინ იყო კარგიიიიიიიიი. ასო ბგერა ი-ს ისე გაგრძელებულად გეტყვის ყურის ბარაბანს გაგიხეთქავს, ანდა თუ უკრაინელებს მხარი დაუჭირე, უცბად აქვთ დაზეპირებული,აბა ომი გინდაააა?.? აქ უკვე სხვა ხმოვანია ,ასო ბგერა ა. ორივე თქვენთვის დამითმია. ეს რა ჭირი სჭირს ამ ხალხს.
სწორად აღნიშნა მერაბმა, გიბრალტართან სჩანდა თუ რას წარმოადგენდა ნაკრები, ასევე კიპროსთან. ნორვეგიასთანაც სასწაულად გაუმართლათ თბილისში. გუნდს მწვრთნელის ხელი უნდა ეტყობოდეს,რასაც ვერ თუ არ შეძლო სანიოლმა. წადით ყველა მწვრთელების შტაბი და ფედერაცია განსაკუთრებით. კაბინეტებში სკამზე წებო მომენტი გისვიათ? წადით გადაშენდით!
დავით 67
14 სექტემბერი 2023 04:08
9
მაგარი კომენტარია)
ლია
14 სექტემბერი 2023 08:29
2
მართალია, მაგრამ მარტო ეს ორი არ კმარა. ფედერაცია საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს. აი, ეს მოითხოვეთ თავგადაკლულმა ქომაგებმა და იქნებ რამე გამოსავალი გაჩნდეს.
რატი
13 სექტემბერი 2023 23:22
5
მერაბი ცამდე მართალია
სიმართლე
13 სექტემბერი 2023 16:24
9
ავტორს ვეთანხმები
MARGALONA
13 სექტემბერი 2023 15:56
5
აბა რამე გადაცემა თU გაკეთდება მწვრთნელი ერთხელ მაინც თუ გასცემს კითხვებს პასუხს . რატო არ აკეთებს ნაკრები პრესინგს. რატო ვერ ამოდის ბურთით 10 მცდელობიდან ერთხელ საჯარიმოდან. რა სახეაქ ამ ნაკრებს. კითხვები კითხვები...
giorgi 12
13 სექტემბერი 2023 15:53
0
არადა ფაიზაღს ამბობს!
₾ადო
13 სექტემბერი 2023 18:46
6
მწვრთნელიც გასაგდებია და მთელი ფედერაციაა გასაშვები,მარა აქ კომენტარებია ზოგი დემჩენკოს ითხოვს ზოგი ქეცბაიას და ზოგი სვანაძეს და ასე შემდეგ.არ დაიღალეთ ეს 30 წელი?ვინმე წარმატებული მწვრთნელი უნდა ინახოს უმუშევარი,რომელსაც სტაბილურად კარგი შედეგები აქვს სანაკრებო დონეზე,რომ იყოს მისი დანიშვნა რაღაც ნაწილობრივ მაინც გარანტია პროგრესის.გუუს ჰიდინგის ნაირი დაახლოებით სადაც კი მივიდა რომელ ნაკრებშიც ყველგან ჰქონდა შედეგი.კიდე ექსპერიმენტები გინდათ???ჯობია გადავუხადოთ წესიერად და მივიღოთ შედეგი
oto777
13 სექტემბერი 2023 20:11
5
ჩემი აზრით, ჯობია ეს შესარჩევი სხვა მწვრთნელმა ჩაამთავროს!!! იქნებ დემჩენკო გვეცადა ???? იქნებ იფიქრონ ფეხბურთის მამებმა (უპრიანი იქნება მამინაცვლებმა)
rigiti
13 სექტემბერი 2023 22:42
9
კარგი აზრია, მაგრამ ამა ქვეყნის მმართველებს უკრაინის ხსენებაზე ელეთ-მელეთი ემართებათ
suxumchanin
14 სექტემბერი 2023 10:03
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული