საქართველოს ნაკრების შეფასება - ვინ იყო ნულთან ახლოს? - რაღაც უნდა შეიცვალოს!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მატჩების შემდეგ ფეხბურთელების ინდივიდუალურ შეფასებას მუდმივად გთავაზობთ. ესპანეთთან (1:7) განადგურების შემდეგ ამისგან თავი შევიკავეთ. არა იმიტომ, რომ ვინმეს "ვზოგავდით", ჩვენი კრიტიკული მოსაზრებები ისედაც გაგაცანით; უბრალოდ, ნორვეგიასთან მატჩის წინ ფეხბურთელების დამატებით "მიწასთან გასწორება" არაფერს მოგვცემდა. ახლა ოსლოშიც (1:2) დავმარცხდით. კარგი სათქმელი კვლავ ბევრი არაფერია...

ორივე მატჩში მონაწილე ჩვენებურებზე ინდივიდუალურ მსჯელობას გთავაზობთ, ოღონდ ამჯერად ქულების მინიჭების გარეშე. ამის მიზეზი ისაა, რომ არაერთს ნულთან ახლოს მყოფი შეფასება უნდა მიეღო, მათგან ზოგიერთი კი დამსახურებული ვეტერანი, ზოგიერთი - საკმაოდ დიდი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდა...

გიორგი
მამარდაშვილი
- ძალიან რთულია, როცა მეკარეს ამხელა წნეხი აქვს, მის კარს განუწყვეტლივ უტევენ და ორ შეხვედრაში ლამის იმდენ გოლს უშვებს, სეზონის განმავლობაში რომ გაუტანენ. "მამარდას" დამსახურებაა, ესპანელებთან ორნიშნა ანგარიში რომ არ დაფიქსირდა.

რაც შეეხება სისუსტეს, როცა გუნდი შეტევაში ასე ცუდად ამოდის, მაშინ კიპერის მხრიდან ფეხით თამაშს დიდი მნიშვნელობაა აქვს. სამწუხაროდ, "ვალენსიას" ფეხბურთელი ზუსტი პასების კომპონენტში გამორჩეული არაა.

გიორგი გოჩოლეიშვილი
- "შახტარის" ფლანგელმა ეს ორი შეხვედრა მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაივიწყოს. თუკი ესპანეთთან გოჩოლეიშვილის სუსტი თამაში ტაქტიკას დავაბრალეთ, ნორვეგიასთან ასე არ იყო. გიორგი მეურვეებთან ძალიან დაიჩაგრა, მან აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს თამაში მაშინ, როცა ბურთი არ აქვს, რადგან მხოლოდ შეტევითი ოპერაციებით არაფერი გამოვა.

საბა კვირკველია - გამოცდილ მცველს უამრავი შეცდომა ჰქონდა. მას დაკარგული აქვს ძველებური სისწრაფე, პოზიციურადაც ხშირად იჩაგრება, ნორვეგიასთან ერთ ეპიზოდში კი ბურთი კურიოზულად ამოიტანა.

რა თქმა უნდა, როცა შენს საჯარიმოში განუწყვეტელი ჩაწოდებებია, სულ გიტევენ და ამას ნახევარდაცვა ვერ აჩერებს, რთულია. ესპანელებთან მატჩის სტარტზე რამდენიმე ეპიზოდში საბამ ხიფათი კარგად განმუხტა, შემდეგ კი უბრალოდ თამაშიდან გამოერთო.

გურამ კაშია - კაპიტანმა ორივე შეხევდრა ჩააგდო. ის თვითკრიტიკულია და თავადაც იცის, რომ ასეა. სამწუხაროდ, ასაკი თავისას მოითხოვს. გურამს ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და სურვილი აქვს, ეს გაგრძელდეს, ვილი სანიოლი კი ამის საშუალებას აძლევს.

ირაკლი აზაროვი - იდეალური შეხვედრები არავის ჩაუტარებია, თუმცა ირაკლი აზაროვს სხვაზე მეტად გამოვარჩევთ. ის ესპანელებთანაც არ დაჩაგრულა ისე, როგორც საპირისპირო ფლანგი, ნორვეგიასთან კი შეტევისთვისაც მიაცალა და საგოლე პასი ჩაიწერა.

აზაროვს კიდევ უფრო მეტი აქვს სამუშაო, რათა ფიზიკურად გაძლიერდეს. გარდა ამისა, უნდა ეცადოს, პრესინგის პირობებშიც, ბურთი ნაკლებად დაკარგოს.

ალექსანდრე კალანდაძე
- ის 21-წლამდელთა ნაკრებში გამორჩეული იმით იყო, რომ მესამე ცენტრალურ მცველად და მარცხენაფლანგელად ერთნაირი წარმატებით თამაშობდა, ნორვეგიასთან კი, მოწინააღმდეგეების ზეწოლის პირობებში, ნაკლებად თამამი და დამაჯერებელი იყო. სანდრომ დიდი გამოცდილება მიიღო და დავით ხოჭოლავას დაბრუნებამდე მას შეუძლია, ნაკრებში თამაშზე სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს.

Sportall.Ge

ლაშა დვალი
- ესპანეთის ნაკრებთან ბოლოს ტრავმირებული აზაროვის ნაცვლად შევიდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "ფურია როხას" ხელი შეუშალა და ახალბედა იამალის შეჩერება მოახერხა. სამწუხაროა, რომ დვალს ბოლო წლებში რეგრესი აქვს, მისი თამაში ხომ 17-წლამდელთა ნაკრებიდან მოყოლებული დამაჯერებელი იყო.

ვლადიმერ მამუჩაშვილი
- მაშინ, როცა ნორვეგიელებმა ჩვენი მარჯვენა ფლანგი აიკლეს, სანიოლმა შანსი მამუჩაშვილს მისცა. ის დაცვით ფაზაში მშვენიერი იყო, ბევრი იბრძოლა, ინდივიდუალური ორთაბრძოლები მოიგო, ხიფათს აგვარიდა და ლოკალური ამოცანა მშვენივრად გადაჭრა.

საბა საზონოვი - მას შესაფასებლად ძალიან ცოტა დრო მიეცა, არადა, ბევრს ველოდით. სავარაუდოა, რომ ვილიმ ის სასურველ ფორმაში მყოფად არ ჩათვალა. იმედია, "ტორინოში" დამკვიდრებას მოახერხებს, ტურინულ გუნდს საკმაოდ ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს.

გიორგი აბურჯანია - სამწუხაროდ, "აბუც" მათ სიას უნდა მივაკუთვნოთ, ვისაც საუკეთესო წლები უკვე გადავლილი აქვს. მოგვეწონა მისი საგოლე პასი თურქეთის ჩემპიონატში, მაგრამ ამ დონის ნახევარდაცვასთან ორთაბრძოლებს, როგორიც ესპანელებსა და ნორვეგიელებს ჰყავთ, სულ სხვა მოძრაობა, სიხისტე და ფიზიკური მომზადება სჭირდება.

ლუკა გაგნიძე - ლუკას პოტენციალი ნამდვილად აქვს, იოლად არაფერს თმობს და მოედნის ხედვა გააჩნია, თუმცა უფრო მეტი და უფრო კარგ ჩემპიონატში თუ არ ითამაშა, ისე როდრისა და გავის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობს.

ანზორ მექვაბიშვილი
- ჩვენს ნაკრებში მას ყველაზე განსხვავებული უნარები აქვს, მკვეთრად ჩამშლელია. ისევ მოწინააღმდეგეთა კლასს უნდა შევეხოთ, რომელთანაც ქართველ შუახაზელებს პრესინგის დაძლევა და რამდენიმე ზუსტი პასის გადაბმა უჭირდათ და ბურთი ხშირად იკარგებოდა. მექვაბიშვილი თბილისის "დინამოში" დარჩა და აქ რამდენად შეძლებს პროგრესს, დაველოდოთ.

გიორგი ქოჩორაშვილი - გამოჩნდა, რომ მას ესპანეთის მეორე ლიგაში კარგი პერიოდი შემთხვევით არ აქვს. საკმაოდ გაზრდილი მოგვეჩვენა როგორც პოზიციის შერჩევის, ასევე ართმევისა და საკუთარი შეტევების წამოწყების კუთხით. ნორვეგიელთა გამორჩეულ ნახევარმცველ ოდეგორთან გაუჭირდა, თუმცა პერსპექტივა დიდია.

ოთარ კიტეიშვილი - ოთარს განსხვავებული მატჩები ჰქონდა. თუკი ესპანელებთან შეხვედრა მანაც ჩააგდო, ნორვეგიაში გაცილებით კარგად ითამაშა, რამდენჯერმე გამოავლინა, ბურთთან ურთიერთქმედება რომ იცის. მას ფიზიკურად გაძლიერება და ბურთის იშვიათად დაკარგვა სჭირდება.

საბა ლობჟანიძე - როცა სანიოლი მას მთელ ფლანგს აბარებდა, საბა გაცილებით მობილიზებული, მებრძოლი და შეტევაში მწვავე იყო, ესპანელებთან კი თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. გასაგებია, რომ ბურთი იშვიათად მისდიოდა, თუმცა, როცა მიიღო, მაშინაც არაფერი შემოუთავაზებია, თანაც, როცა კვარაცხელიაზე ყურადღება გაზრდილი იყო. ამავდროულად, გოჩოლეიშვილის დახმარება დაცვაში ვერ შეძლო.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე - მოგვეწონა მისი მონდომება ორივე მატჩში და გოლის გემოს გახსენება. მიგვაჩნია, რომ მეტი დრო უნდა მიეღო. მთავარია, "ჩაკვეს" "უოტფორდში" თავის გამოჩენის საშუალება მიეცეს.

ზურიკო დავითაშვილი - გვახსოვს, როგორ ეხმარებოდა ის ნახევარდაცვას. ვიცით, რა "აფეთქებები" შეუძლია შეტევაში, სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე კი უბრალოდ დასამახსოვრებელი ვერაფერი დაგვანახა.

ხვიჩა კვარაცხელია - ფეხბურთში წარმატება მაინც გუნდურობით მოდის, მხოლოდ ცალკეული მოთამაშეების გაბრწყინებით კი შორს წასვლა რთულია. სანამ ესპანეთის ნაკრები ძალიან არ "გაგვექცა", "კვარას" რამდენიმე მაღალი კლასის მაჩვენებელი ეპიზოდი ჰქონდა; შემდეგ კი, თანაც იმ ფონზე, როცა გუნდს აღარაფერი გამოსდიოდა, ხვიჩაც "დაიკარგა". ესპანელები კვარაცხელიას მხოლოდ კარვახალის იმედად არ ტოვებდნენ, ამ დროს კი "ნაპოლის" გარემარბი თავისუფალ პარტნიორებს ეძებდა, რომლებიც ამ სიტუაციას სათავისოდ ვერ იყენებდნენ.

ნორვეგიასთან ჩვენგან ყველაზე აქტიური მაინც კვარაცხელია იყო, გატანა კი მხოლოდ საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე შეეძლო.

ხვიჩა ახლა იდეალურ ფორმაში არაა, მისი დაკვირვება კი, როგორც ლიდერის, საინტერესო იყო - თანაგუნდელებს პოზიციებს ურჩევდა, ამხნევებდა, ჩაკვეტაძეს გატანა ემოციურად მიულოცა. "კვარა" პატარა და საყვარელი ბიჭი აღარაა, ის უკვე სხვა მასშტაბებზეა და შორს არაა ის დღე, როცა თავის ბრწყინვალე სანაკრებო სტატისტიკას კიდევ უფრო გაზრდის.

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე - "ჟორჟს" ასეთი ბედი დაჰყოლია, თამაშობს ნაკრებსა და გუნდებში, რომლებიც ბურთით იშვიათად ამარაგებენ. ამის გამო მინდვრის ცენტრში ჩამოსვლა ან ფლანგზე გადასვლა უწევს და მისი შედეგიანობა იკლებს. როგორ გვახარებდა, რომ ცუდი პერიოდის შემდეგ ნაკრებში მისი ინტეგრაცია და საუკეთესო თვისებების გამოვლენის შესაძლებლობა შევძელით. სამწუხაროდ, ამ მატჩებში ისევ უკან დავბრუნდით.

ბუდუ ზივზივაძე - სანიოლმა მარტში კი მოიწონა, ზივზივაძე-მიქაუტაძის დუეტმა გოლი შექმნაო, ამის შემდეგ კი მათ ერთად არ ეყრდნობა. მწვრთნელმა ეს ნორვეგიასთან ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგაც არ გააკეთა. ჩვენს ქაოსურ შეტევებსა და მაღალ ჩაწოდებებს ბუდუ აშკარად უკეთ ერგება, ნორვეგიაში გაიტანა და დრო რომ ჰქონოდა, იქნებ მეტიც მოეხერხებინა.

ვილი სანიოლი - სანიოლის შეკრული, შეთამაშებული გუნდიდან, რომელიც მეტოქეებთან საკუთარი უპირატესობების გამოყენებას ცდილობდა, სექტემბრის მატჩებში აღარაფერი დარჩა. ფრანგს თითქოს ფანტაზია ამოეწურა, თუმცა ჯიუტად ამტკიცებს, რომ "ერთა ლიგიდან" მონიჭებულ ნახევარფინალში, ყაზახეთის წინააღმდეგ, გუნდი მან უნდა გაიყვანოს. ვილის უჭირს ცვლილებები, ზოგიერთ ფეხბურთელს ძველი დამსახურების გამო უფრო ათამაშებს, ვიდრე ახლანდელი მდგომარეობით; მთავარ მწვრთნელს უძნელდება, არსებული კონტინგენტით რაღაც ახალი შემოგვთავაზოს და ისე გამოჩნდა, თითქოს გუნდის განწყობა/მოტივირებაც პრობლემური გაუხდა.

რაღაც აშკარად შესაცვლელია!..

altსაქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

altსად არის საქართელოს ნაკრების გამოსავალი? - ვინ უნდა იფიქროს წასვლაზე და ამბიციები, რომლებიც ცუდ სამსახურს გვიწევენ...

მკითხველის კომენტარები / 49 /
რომელიმე სუდია რომ დავხვრიტოთ? ოღონდ რუსი, ან უზბეკი, ვითომ გამოსწორდება ჩვენი საქმე?
ვცადოთ ჩვენი რა მიდის, ააა?!!
კ ო მ ბ ლ ე
14 სექტემბერი 2023 15:03
4
30 წელხე მეტია,რაც დამოუკიდებელი ნაკრები გავხდით,ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ,ერთი და იგივეს ვიმეორებთ,*რაღაც უნდა შევცვალოთ სასწრაფოდ,მწვრთნელი უნდა გაუშვათ,ფეხბურთელებმა უნდა მოუმატონ* და ა.შ.
საუკეთესო თაობა გვყავდა კალაძე, არველაძეები, ქეცბაია, ქინქლაძე,ცხადაძე და სხვა...და მაშინ ვერ მივაღწიეთ ვერაფერს და ეხლა კვარაცხელია-მიქაუტაძის(სხვები უბრალოდ არ შეესბამებიან ნაკრების დონეს) იმედით უნდა დავიპყროთ მთავარი სენი,რაც გვჭირს და რასაც ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ მოუხერხა ვერაფერი,ესაა ის,რომ როგორც კი ერთად შეიკრიბებიან ნაკრებში,ვერ თამაშობენ,არ გამოსდით,შეთამაშება უჭირთ,ფეხებიც უკანკალებთ,წაგების შიშით თავგზა ებნევათ.ეს სჭირდა და სჭირს ყველა თაობას და ესაა პირველი მიზეზი ჩვენი ცუდი შედეგების.გუნდებში ყველა კაია,ერთად კი არაფერი.ბულგარეთში,მაკედონიაში მოგებების შემდეგ ვიფიქრე იქნებ გვეშველოს მეთქი, მაგრამ ეს წესიდან გამონაკლისი გამოდგა,ისევ მოუშორებელი სენი(მანდრაჟი)დაგვიბრუნდა.
ჯერჯერობით ამას არაფერი შველის.
მირო
14 სექტემბერი 2023 15:01
0
სანიოლი უნდა გავუშვათ სასწრაფოდ და მოვიყვანოთ ძლიერი უცხოელი სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყაზახეთან შევრცხვებით და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალურ შანს გავანიავებთ. რამე უნდა ვიღონოთ ქომაგებმა და ვაიძულოთ ფეხბურთის ფედერაცია გაუშვას სანიოლი და მოიყვანოს კვალიფიციური, ძლიერი უცხოელი სპეციალისტი. ფეხბურთის განვითარების პროგრამაში რამდენიმე ასეული მილიონი წყალში გადავყარეთ შედეგი არის ნული ამას ჯობია რამდენიმე მილიონი ძლიერ სპეციალისტს გადავუხადოთ და ნაკრები დაემსგავსოს გუნდს.
გულშემატკივარი
14 სექტემბერი 2023 14:58
1
ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი, ისევ მომავლის გუნდის შენება, ეხლა ვერაფერს ვეღარ ვასწრებთ და მომავლისთვის გუნდისათვის გამოვიყენოთო ეს თამაშებიო, ეგრე დაგვმოძღრვრავენ, ისევ ფუჭი იმედი და ბოლოს ბრაწიიი!
კვარადონამ გვიღალატა! ხრუსტალივით ხელში ჩაგვატყდა! პელეს მოუკლია კამო! ჩვენ რაღას ვუცდით? ქერა ეუსებიო გვჭირდება!
ეუსებიო გადაგვარჩენს!
ეუსებიოს იმედი გვაქვს!
გაუმარჯოს ეუსებიოს!
სინამდვილეში კი, ნაკრებს ცხრა საპასუხისმგებლოპირი მართავს, გახსოვთ ლობანოვსკი ახალკაცი და მესამე რუსი რომ იყო, რა გვარი იყო აღარ მახსოვს, სამი მთავარი მწვრთნელი, ჩვენ მაგათაც გადავასწარით და შვიდი პრაფესორა გონების ტრენერს ჩავაბარეთ გუნდი, იცით რა არის ტრენერი? სულ რომ იგინება და სხვა საქმე არ იცის, ეეე ისაა ტრენერი.
კობიაშვილს ვინ კრიშავს, კრამიტა? თუ შიფერა? აი ამაშია საქმე. ბოლო ორი წუთი ვითამაშეთ, ბოლო ორი წუთი და შვიდი წუთი თვითმფრინავში უთამაშიათ ბიჭებს ჯოკერი, აი სულ ესაა დღეს ჩვენი აკრებ ჩაკრებ წრაკებ პრაყებ დრაკები.
ამ საქმიდან არაფერიც არ გამოვა...
კ ო მ ბ ლ ე
14 სექტემბერი 2023 14:55
5
Შენ თუ მართლა ერკვევი ფეხბურთში ის მითხარი:ბრაზილიელი მწვრთნელი ვინ გინახია,შენ ვინ იცი,ვინ გეგულება საქართველოს ნაკრებისთვის???????????
და კიდევ-თუ მართლა ქომაგი ხარ გეცოდინება რო არგენტინელი ვცადეთ უკვე.
Და შენ მართლა გგონია რო ვინმე ნორმალურ მწვრთნელს ენდომება ჩვენთან მუშაობა?
და ყველაზე მთავარი-ხვალვე რო ჩამოვიდეს ანჩელოტი,გჯერა რო ესპანეთს მოუგებთ ან შოტლანდიას ან ნორვეგიას?
ქომაგი-ს
14 სექტემბერი 2023 14:50
2
კიდევ დავწერ.
ნაკრებმა უნდა ითამაშოს შემტევი თამაში.
სწორად შერჩეული მცველებითა და სწორი ტაქტიკით.
კვირკველია, დვალი, კვეკვესკირი, აბურჯანია უნდა წავიდნენ. კაშიაც მოგვიანებით!
გველესიანი, საზონოვი,ლოჩოშვილი,ყაზაიშვილი,გელაშვილი, მარადიშვილი,არაბიძე, ფლამარიონი უნდა მოვიდნენ და დამკვიდრდნენ ნაკრებში გამოიყენეთ დარჩენილი 4 თამაში შემტევი ტაქტიკის მოსამზადებლად ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის და ფინალისთვის!
ბათუმელი ექსპერტი
14 სექტემბერი 2023 14:45
3
ისევ დანდობა კვარცხელიასი!
xuta
14 სექტემბერი 2023 14:42
5
დავიწყებ იმით რო სანიოლი წასასვლელია აუცილებლად კარგი უნარების მქონე მწვრთნელია მოსაძებნი კლასიანი და ქართულ ხასიათს და მენტალიტეტს კარგად რო აუღებს ალღოს. ასეთი სამხრეთ ამერიკელები არიან არგენტინელი ან ბრაზილიელი ვცადოთ ერთხელ მაინც.ფეხბურთელებიდან კი ნაკრების დონეს ვეღარ აკმაყოფილებენ ვიტყვი მაგასაც კვირკველია, კაშია, აბურჯანია რომელიც ნახევარ დაცვაში ძალიან ნელა მოქმედებს არადა ერთერთი ძალიან ნიჭიერი საყრდენი იყო თავის დროზე მაგრამ ტრამვებმა დატანჯა.დანარჩენებს კი ბევრი შრომა და თავდადება მოუწევთ რო პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ ესენი არიან გოჩოლეიშვილი აზაროვი დავითაშვილი მიქაუტაძე კვარაცხელია იმედია ჩაკვეტაძე გამოძვრება ამ სიტუაციიდან და ტრამვის სინდრომს დაივიწყებს უუტფორდში ძირითადში ჩაჯდება არ არის დაბალი დონის ტურნირი ჩემპიონშიპი საკმაოდ მაღალი ტემპია იქ.ასევე კიტეიშვილზე მინდა შტურმმისთვის და ავსტრიის ჩემპიონატისთვის უკვე გადაზრდილია და დროა უკეკეთეს ლიგაში წავიდეს.ეს ყველაფერი კი მოქმედებს ნაკრების თამაშზე. ამ ორმა თამაშმა სარკეში ჩაგვახედა თუ სად ვართ სათამაშო დონით.აგრეთვე პროფესიონალების და ანალიტიკური ჯგუფების გუნდი უნდა შეიქმნას აგრეთვე ვეტერანების რომლებიც ერთად გაარჩევენ ამა თუ იმ თამაშს და თითოეული ფეხბურთელის მდგომარეობას ვინ პროგრესირებს ვინ ვერა. ვინ ერთ ადგილზეა გაჩერებული ეს ყველაფერი აუცილებელი გასაკეთებელია სხვანაირად არაფერი გამოვა და მერე პრეტენზიებიც ნურავის ექნება.
ქომაგი
14 სექტემბერი 2023 14:20
2
ახალგაზრდული მეოთზედფინალში გავიდა და ნაცვლად ამისა ეს ფეხბურთელები ჩვენ არ გვახსოვს და უცხო კლუბებს გაახსენდებათ?
საზონოვი ევროპის U21-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ძირითადში არაა. თუ არ ათამაშებ შე კაი კაცო, გაუშვი 12 ოქტომბერს, ნიდერლანდებთან ევროპის შესარჩევში!
ლაშა
14 სექტემბერი 2023 14:17
0
Sascrafod moishoret Yashkas dzma! Egaa mtavari mochaliche nakrebshi.5
Dimitri
14 სექტემბერი 2023 15:34
1
ფეხბურთში ასეა, გუნდი მოიგებს? იგებენ ფეხბურთელები. გუნდი წააგებს? აგებს მწვრთნელი. ჩვენ სიმართლე თუ გვინდა კვიპროსშიც არ უნდა მოგვეგო იმ თამაშით. მაგრამ კვიპროსის ნაკრები იმდენად უკლასოა რომ ჩენმა ბიჭებმა აჯობეს. ბათუმში ნორვეგიასთან წასაგები თამაში გადავარჩინეთ, ძალიანაც გაგვიმართლა, ნორვეგიელებს ბევრი გასატანი ქონდათ. შოტლანდიაში ვერაფერი ვაჩვენეთ და პირწმინდად წავაგეთ. ესპანეთმა საერთოდ მოედანიდან გააქრო ჩვენი ნაკრები, ასეთი უმწეობა იშვიათობაა. ნორვეგიაში 2 ჯერ დავარტყით კარში და ლოგიკიდან ამოვარდნილი გოლი გავიტანეთ. ეს ყველაფერი სანიოლს აძლევს იმის ფიქრის უფლებას რომ ჩვენ პლეი ოფებში გამოგვადგება ასეთი თამაში? ჩენც გვინდა თავი მოვიტყუოთ? რეგრესი რომ სახეზეა ეს ხომ ყველასათვის ფაქტია? იმ ჯგუფში სადაც ბულგარეთი და ჩრდ. მაკედონია გვყავდა ერთ ამოსუნთქვაზე ავფრინდით და მიუწვდომელები ვიყავით მათვის. სანიოლმა თავისი თავი ამოწურა და პლეი ოფებში მასთან ერთდ კატასტროფა გარდუვალია. ამდენი ჩაგდებული თამაშები შემთხვევითობა ვერ იქნება და ფედერაციაშიც მშვენივრად უნდა ესმოდეთ. მე არ მაქვს იმედი რომ სანიოლს გაუშვებენ, რადგან ფედერაციაში მხოლოდ ძამაკაცური ფულის საშოვნელი კანტორა აქვთ მავანებს შექმნილი და იქ სანიოლიც მშვენივრად გრძნობს თავს. ეს ყველაფერი ჩანს გარედანაც, ნაკრებში მიწვეული და გასაპიარებლად გამზადებული ფეხბურთელებით. კომენტარებში ისლანდიაა მოყვანილი მაგალითად, სადაც ასეთი ნეპოტიზმი და კორუფცია არ ხდება. ესაა დამღუპველი ჩვენი ქვეყნისათვის და ზოგადად ფეხბურთისთვის. ქართული ჯიგრული პონტი ეს ქოცური სულაც არაა, არ ნაცურიც არაა, ყველასია, ჩვენია სამწუხაროდ ქართული, უკვე 30 წელზე მეტია.
G.LA
14 სექტემბერი 2023 14:13
0
ქართულ ჯიგრული პონტი ოცდაათი წლის კიარა, რაც საქართველო არსებობს იმდენი საუკუნისაა.
მალხაზ ჯობავა
14 სექტემბერი 2023 15:11
0

სიახლეები პოპულარული