"ყველაფერს სწორედ ეს ართულებს" - ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ Sky Italia-სთან ინტერვიუში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ჩელსის" ყოფილი ფორვარდის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ახალგაზრდა ქართველი გარემარბი შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს.

"რა თქმა უნდა, "ნაპოლის" სტარტს იდეალურს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს, გუნდში მოვიდა ახალი მწვრთნელი, რომელსაც საკუთარი იდეების განსახორციელებლად დრო სჭირდება.

რაც შეეხება ხვიჩას, გამიხარდა, რომ "ნაპოლიში" დარჩა. ვიცოდი, რომ ეს წელი მისთვის ყველაზე რთული იქნებოდა, რადგან საკუთარი კლასი სწორედ ახლა უნდა დაამტკიცოს. რატომ ვეღარ ბრწყინავს ძველებურად? მეტოქეებმა შეისწავლეს,
ყველაფერს სწორედ ეს ართულებს. დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს", - განაცხადა ძოლამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

altLa Gazetta dello Sport: დე ლაურენტისი გარსიას შემცვლელზე ფიქრს იწყებს - კანდიდატები ცნობილია

altფულვიო კოლოვატი: "კვარას" და ოსიმენს 3-4 თამაშით სათადარიგოთა შორის დავტოვებდი

altამის შეცვლა ისევ ხვიჩას შეუძლია - იმედგაცრუება, საჯარო დაპირისპირება და ნეიტრალური გულშემატკივარი, რომელიც სიამოვნებას ვეღარ იღებს!..

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიან არ მომწონს ეს ფრაზა:"მეტოქეებმა შეისწავლეს" ,ანუ ზრდილობიანად გვინერგავენ რომ შანსი აღარ აქვს, აკნინებენ, რაც იცოდა ალღო აუღეს და აწი ალაგ ალაგ გამოანათებსო... კვარას ნიჭის პატრონს და ასეთ არაორდინალურ ფეხბურთელს ბოლომდე ალღოს ვერ აუღებენ, როგორც ვერ აუღეს მესის , კრიშტიანოს , კაკას და ა.შ ., მარტივი მიზეზის გამო- ასეთი ფეხბურთელები აკეთებენ მოძრაობას მეტოქის მოძრაობისას, მოკლედ რომ ვთქვათ, თვითონ არ იციან რას აკეთებენ , და ნაღდად ასეა ,ამიტომ წინ კვარენცო , პორკე აგრესიო ... უფალი შეგვეწიოს ვისაც ქართველები და საქართველო უყვარს და უხაროა .ამინ
გ.შ.
13:55 26-09-2023
4
ეგრეც იქნება, ცოტა დამშვიდება უნდა და ასევე, ემოციებს არ უნდა აყვეს.
გიორგი
13:38 26-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული