"ტაილანდელები ქართველებზე უკეთეს ფორმაში არიან და თავიანთი შეტევითი უნარების გამოყენებას შეძლებენ" - უცხოური მედიის პრევიუ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს 3-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს და ამის დასასრულებლად მშვენიერი მეტოქე ჰყავს, ამხანაგურ მატჩში ტაილანდს (12 ოქტომბერს, 20:00 საათზე) შეხვდება.

ბოლო სამ შეხვედრაში საკუთარ კარში მიღებული 11 ბურთი საგანგაშო მაჩვენებელია, რაც ვილი სანიოლის გუნდის თავს ხდება. უკვე მომდევნო მატჩი, კვიპროსის ნაკრებთან, ოფიციალურია, რომელსაც გულშემატკივრები უკვე სერიოზულად მიუდგებიან და წარმატებას მოითხოვენ.

Sportall.Ge

ტაილანდის ნაკრები ბოლო დროს კარგ ფორმაშია. მწვრთნელმა ალექსანდრ პოლკინგმა შესაბამის ტაქტიკას მიაგნო და ცვლილებებს არ ველით. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, გადახალისება მოსალოდნელია. ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც ნორვეგიაში გაიტანა, ძირითად შემადგენლობაში უნდა
იყოს.

სავარაუდო ანგარიში

საქართველო - ტაილანდი 0:2

საქართველოს ნაკრებისთვის შემდეგი მატჩი მნიშვნელოვანია, რისთვისაც მათ იმპულსი სჭირდებათ. მიუხედავად ამისა,  ტაილანდელები ქართველებზე უკეთეს ფორმაში არიან და თავიანთი შეტევითი უნარების გამოყენებას შეძლებენ.

მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით

altსანიოლის ფიქრები შემადგენლობაზე ტაილანდთან - მარცხნივ ჩაკვეტაძე, გადახალისება დაცვაში და შანსი ალთუნაშვილს?

alt"სექტემბერში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ" - ზურიკო დავითაშვილი

მკითხველის კომენტარები / 44 /
გოლები დათვალე და მერე ილაპარაკე
:D :D
12 ოქტომბერი 2023 22:55
0
ალბათ გაიგეს იქაც ჩვენი "ყოვლისშემძლე" ფედერაციის ამბავი და კი დაგვიდეს სავარაუდო ანგარიშიც შესაბამისი. კობიაშვილის ფედერაციის პრეზიდენტობა არყოფნის და უთავსებს კიდე 4 სამსახურს ამიტოვართ ამ დღეში
eeehh
12 ოქტომბერი 2023 17:14
2
წარმოუდგენელია, მაგრამ ტაილანდთან თუ ვერ მოვიგეთ, სანიოლი კინწისკვკრით გასაშვებია
იკა
12 ოქტომბერი 2023 17:06
1
ტაილანდი მონღოლეთზე ბევრად ძლიერია. თავის ლიგაც ნორმალური აქვს.
არ მგონია საქართველომ ადვილად მოუგოს თანაც მეორე შემადგენლობით.
გენა
12 ოქტომბერი 2023 08:39
2
მოუგოსო??
გივი
12 ოქტომბერი 2023 15:44
2
სპარინგ პარტნიორად ვართ ქართველები.ჩვენზე სწავლობენ ფეხბურთის თამაშს.
ზურაბი
11 ოქტომბერი 2023 20:25
3
ფედერაციამ განზრახ აარჩია ასეთი სუსტი მეტოქე.
შესაძლოა, მოვუგოთ და გაიხანგრძლივებს ზოგიერთი სიცოცხლეს.
სტადიონზე არ უნდა მივიდეთ!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
11 ოქტომბერი 2023 17:53
16
გარსიას საკითხი გადაწყვეტილია. აიაქსის მწვრთნელსაც მალე გააგდებენ. და სანიოლიც მოემზადოს.
ქ. გ.
11 ოქტომბერი 2023 16:50
5
ნაპოლში კი არ ქლუხორში
12 ოქტომბერი 2023 16:47
0
სანიოლი აიაქსში მიდის თუ ნაპოლში?
ჰაჰა
11 ოქტომბერი 2023 17:18
4
ალ-ჯახნუნის ფეხბურთელს რა უნდა ნაკრებში საერთოდ??
ალექს
11 ოქტომბერი 2023 16:14
1
კარსი გაჯახუნებუისთვისაა
ვაჟა
12 ოქტომბერი 2023 16:48
0
ასეთი რა ცოდვა გვადევს ქართველებს რო ეს ნავტალინიანი ფეხბურთელები ვერ გამოვცვალეთ? ამას არ მირჩევნია ვინმე მოტივირებულმა ახალგაზრდამ ითამაშოს და თუნდაც წავაგოთ? აი გეკითხებით რა მომავალს აგებთ კაშიაზე და კვირკველიაზე?
ტტ
11 ოქტომბერი 2023 15:03
8
მოგესალმებით ყველას მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა საერთოდ არ მიმაჩნია მიზან შეწობილად ესეთი მატჩების ჩატარება რადგან ტაილანდის,მონღოლეთის და ამ ტიპის ნაკრებებთან დაპირისპირებით არა მგონია რომ რომელიმე ფეხბურთელის მონაცემები ან თამაშის დონე დადგინდეს როგორც მწვრთვნელისთვის ისე გულშემატკივრისთვის მე ვფიქრობ ეს უბრალოთ გულშემატკუვარის თვალის ახვევის მიზნით კეთდება რათა გადაფაროს ის სასირცხცილო ისტორიული მატჩი ესპანეთთან
გუდა
11 ოქტომბერი 2023 15:01
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული