"გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა და მომავალში დაგვეხმარება" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ტაილანდის დამარცხების (8:0) შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს.

გიორგი მიქაუტაძე: "კარგი თამაში გამოვიდა. რვა გოლი გავიტანეთ, დამაჯერებლად მოვიგეთ და კარი მშრალად შევინახეთ. ძალიან გახარებული ვარ ნაკრებში გატანილი ოთხი გოლით. სასიამოვნოა ნაკრების ისტორიაში შესვლა. სამწუხაროდ, კლუბში დიდი სათამაშო დრო არ მაქვს და გახარებული ვარ, რომ ნაკრებში მოცემული შანსი გამოვიყენე".

ზურიკო დავითაშვილი: "რა თქმა უნდა, მეტოქე არ იყო ისეთი დონის, როგორებიც ნორვეგია და ესპანეთი იყო, მაგრამ კარგია, რომ რთული პერიოდის შემდეგ თამაში მოვიგეთ. ახლა კვიპროსთან ოფიციალური მატჩისთვის დავიწყებთ
მზადებას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგი თამაშით კიდევ ერთხელ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს სტადიონზე მობრძანებისთვის. დიდი მუხტი იგრძნობოდა და გელოდებით კვიპროსთან მატჩზე".

ლუკა ლოჩოშვილი: "სასიხარულოა დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან გვჭირდებოდა და მომავალში დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა სარეკორდო ანგარიშით გამარჯვება. ბედნიერი ვარ პირველი სანაკრებო გოლით. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი იქნება და ნაკრებში გატანილი თითოეული გოლი ორმაგად სასიხარულოა".

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენზე ბევრად სუსტ მეტოქეს რომ მოერევი, თან არაფრის მომცემ მატჩში და ამით კმაყოფილდები, თავდაჯერებულობას იმაღლებ!.. შენგან ვერასდროს დადგება ნამდვილი პროფესიონალი და ჩემპიონი!
ბესო
12:21 13-10-2023
4
ეჰ ბიᲭებო!საქმეს მიხედეᲗ საქმეს, რაᲦადროს Თქვენი ლაზᲦანდარობაა?!(
ანდრო
13:19 13-10-2023
2

სიახლეები პოპულარული