ამხანაგურ მატჩში ტაილანდის 8:0 დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"მიქაუტაძის საკლუბო მდგომარეობა ახლა რთულია, თუმცა ფეხბურთელები ამას არ უნდა გაექცნენ. იმედია, "აიაქსში" დარჩება და თუკი მუშაობას გააგრძელებს, თავის შანსს აუცილებლად მიიღებს და გამოიყენებს.
მატჩის შემდეგ კვარაცხელიასთან რამდენიმე სათამაშო ეპიზოდი განვიხილე. მეტს არ დავაკონკრეტებ. ხვიჩამ იცის, რომ დეტალებს ვაქცევ ყურადღებას და ეს დეტალები იქნებ გადამწყვეტიც კი იყოს. მას რთული სეზონი ელოდება "ნაპოლიში" და ასეთ დეტალებს უნდა მიაქციოს ყურადღება, რათა კიდევ უფრო განვითარდეს. ისე კი, ახლაც შესანიშნავი
ფეხბურთელია.
ევროპულ ჩემპიონატებში ფიზიკურ მომზადებას დიდი ყურადღება ეთმობა და გუშინ ეს აღვნიშნე. შეამჩნევდით, ჩაკვეტაძე ბურთს უფრო მაღალ დონეზე ინარჩუნებს, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. დღეს ფიზიკურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მეტი შრომაა საჭირო.
მიხარია, რომ ამდენი გავიტანეთ. მეტიც შეგვეძლო. დავალებებს სწორად და პროფესიულად მივუდექით. ზივზივაძე შეხვედრაში კარგად ჩაერთო. მიქაუტაძის მსგავსად, კლუბში ისიც ცოტას თამაშობს. კვირას, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, მოედანზე ერთ-ერთი მათგანი იქნება და ეს დილემა მაქვს.
გუშინ ასე მქონდა დაგეგმილი, რომ სიგუა დაიწყებდა და 45 წუთს ითამაშებდა. ბოლო ვარჯიშზე კმაყოფილი არ დავრჩი და გადაწყვეტილება შევცვალე. ის ახალგაზრდაა და დიდი დრო აქვს, ისწავლოს და ჩვენს ტაქტიკურ სქემას მოერგოს. ამ ეტაპზე ჯობია, მის განვითარებას მეტი სიფრთხილით მივუდგეთ. დღეს 35 წუთი ითამაშა და მისით კმაყოფილი ვარ".
Რაც შენ ფეხბურთს უყურებ(30 წელი) ხალხი წყალში ჩაყვინთული სძლებს.
Რა მოიგო რა წაგო ვიცით,როდის კარგად თამაშობდა ნაკრები ეგეც ვიცით,მაგრამ ნაკრებს მწვრთნელის ხელი რო არ ეტყობა ეგეც ვიცით.რამე ტაქტიკა გინახია ამის ხელში,რამე თამაშის დროს ცვლილება ტაქტიკაში შეგიმჩნევია?ეს სამმცველიანი ტაქტიკა გავიგეთ,რამე თამაშის დროს კარდინალური ცვლილება თამაშში შეგიმჩნევია?
Ასე რო ჯერ კიდევ ბევრი გაქ საყურებელი ლაშა.