საქართველოს ნაკრები კვიპროსთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსთან მატჩისთვის ემზადება. ტაილანდთან შეხვედრის შემდეგ, 12 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველო - კვიპროსის მატჩამდე ერთი დღით ადრე, 13 ოქტომბერს, გუნდები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ, სადაც მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

თამაშზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციის მიღება 14 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 14:00-დან 15:30 საათამდე შეუძლიათ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ
კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

13 ოქტომბრის განრიგი

16:00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

16:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

17:30 კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00 კვიპროსის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს თმის და წყვერის მოვლა-ღებვაზე ჩანს, ყავთ სტილისტები. მაგრამ აი მატჩის შემდგედ პედიკურის ამბავი, როგორ არის?
კუჭკუჭი
14 ოქტომბერი 2023 12:48
3
ფრე ან კვიპროსის მოგება მგონია რატომღაც ეს თამაში.
ჩვენ ტრადიციულად შოტლანდიასთან გავისვრით ნოემბერში და კამპოტში ჩა......მთ.
ქომაგი
14 ოქტომბერი 2023 10:25
5
პირდაპირ სტაქანში? შითე? იქნა, რომ ტრუბკაა, ისი არ უნდა ამეიღოს? მერე... ჩეეტევა?
უჰჰჰ რა მაცინე კაცო
14 ოქტომბერი 2023 12:43
2
ყველანი სილამაზის სალონᲨი! ბარბერ-Შოპი უპირველეს ყოვლისა.
ჯაბა
14 ოქტომბერი 2023 09:16
2
იმათი ფედწრაციის პრეზიდენდი არაა პარლამენტარი და კანონებზე კი არა ფეხბურთზე ფიქრობს. მაკედონიასთან მაყურებელი რომ არ დაუშვეს იმ ლაქას ვერასოდეს ვერ მოიწმენდენ
ვანჩოპე
14 ოქტომბერი 2023 01:45
0
ერთი ეს გამაგებინეთ სომხეთის,მოლდოვის,ყაზახეთის,ალბანეთის, ფეხბურთი ისე როგორ განვითარდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აქვთ??!!
ლადო
13 ოქტომბერი 2023 21:31
4
ლუქსემბურგი გამოგრჩა, ერთი თმაში არიან ევრო საგზურთან სლოვაკეთს სახლში უნდა მოუგოონ!!
beqa
14 ოქტომბერი 2023 12:05
0
ნაკლებს ჭამენ და პარლამენტში შეთავსებით არ მუშაობენ...
გიორგი 50
14 ოქტომბერი 2023 10:36
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული