დღეს საქართველო VS კვიპროსია - შედეგი, რომელიც სანიოლსაც და ქეცბაიასაც ძალიან სჭირდებათ!

AutoSharing Option
დღეს, 15 ოქტომბერს, საკმაოდ ადრე, 17:00 საათზე, ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები კვიპროსს უმასპინძლებს. ორივე გუნდს ცუდი სატურნირო მდგომარეობა აქვს. თუკი ვილი სანიოლის შეგირდები თავს 4 ქულით "იწონებენ", თემურ ქეცბაიას ნაკრებს ჯერ ქულაც არ აქვს და ქართველი სპეციალისტი ყველანაირად ეცდება, პირველ წარმატებას სამშობლოში მიაღწიოს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ თქვა,  რომ მისთვის მარტივი არაა, საკუთარ ქვეყანას დაუპირისპირდეს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ხაზი კარგ ატმოსფეროს გაუსვეს.

ვილი სანიოლი: "ტაილანდთან მატჩის დასაწყისით კმაყოფილი დავრჩი, ინტენსიურად დავიწყეთ. ამის შემდეგ თამაში
გაგვიადვილდა. კვიპროსელებთან სხვა თამაში იქნება, უფრო ძლიერი, ევროპული გუნდია. მსგავსი დამოკიდებულებებით წარმატებას მათთანაც მივაღწევთ. ფეხბურთელები კმაყოფილები იყვნენ. სექტემბერში რთული პერიოდი გვქონდა და ეს თავდაჯერება წაგვადგება. ამავდროულად, მნიშვნელივანია, ზედმეტად თავდაჯერებულები არ ვიყოთ.

რაც შეეხება წინა მატჩში კვირკველიას და არა ლორიას კაპიტნობას. მე არ მომწონს, როცა მეკარე კაპიტნობს, რადგან შესაძლოა, მსაჯთან საუბრები იყოს საჭირო. შენგელიამ თავი კარგად წარმოაჩინა და აზაროვს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

კვიპროსული მატჩი რთული გამოდგა, თუმცა დღეს იოლი მატჩი იშვიათია. გაგვიჭირდა, მაგრამ 3 ქულა ავიღეთ და ეს მთავარი იყო. იმედი მაქვს, ხვალაც კარგად დავიწყებთ და ნაკლები შეცდომა გვექნება. კვიპროსელები ეცდებიან, ჯგუფში პირველი ქულები მოიპოვონ და ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევაა.

Sportall.Ge

ჩვენ არ ვართ ელიტური გუნდი, მაგრამ არც ცუდი გუნდი გვყავს. თუ ვინმე უნდა დავამატო შემადგენლობაში, მაშინ ვიღაც უნდა ამოვარდეს და მაშინ უნდა მითხრათ, ვინ უნდა დავტოვო სიის მიღმა.

კვიპროსის ნაკრები დაცვაში დგას. ასეთ დროს მოთმინებაა მნიშვნელოვანი. გვაქვს რესურსი, ეს წინააღმდეგობა დავძლიოთ. პირველი ტაიმის შემდეგ ზოგმა ჩათვალა, ყველაფერი მარტივად მიდიოდა. გარკვეული შეცდომები იყო, რის გამოყენებასაც სხვა გუნდები ეცდებიან".

გიორგი ქოჩორაშვილი: "ჩემთვის ეს პირველი პრესკონფერენციაა. დიდი გზა გავიარე და წინ უფრო მეტია. დიდი მუხტი და მოტივაციაა ეროვნულ ნაკრებში ყოფნა. ამავდროულად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა. გუნდში არსებული გარემო და გულშემატკივრების ფაქტორი ძალიან მეხმარება.

სრული კონცენტრაცია მომავალ მატჩზე უნდა გვქონდეს და არა განვლილ ცუდ შეხვედრებზე. ატმოსფერო მშვენიერია, ბევრს ბავშვობიდან ვიცნობ. შესაძლოა, გამოუცდელობის გამო ნერვიულობდე, მაგრამ გვაქვს პროფესიონალიზმი, რათა ამას გავუმკლავდეთ".

საქართელოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი - კაშია (C), გელაშვილი, კალანდაძე - მამუჩაშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, აზაროვი - დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.
მკითხველის კომენტარები / 41 /
აქ ვერ დავწერ არაბიძეს არ გამოიძახებენ ნაკრებში სანამ ხიზანიშვილი იქნება და ამას დამატებულია იაშვილის პირადი…ხიზანიშვილს და იაშვილს ნაკრები თავისი გონიათ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა
1
ვერ გავიგე ამ არაბიძეს რა აქვს ასეთი ჩადენილი?? თითქოს ვადევნებ თვალყურს სპორტულ სტატიებს და გამომრჩა რამე?იქნებ მითხრას ვინმემ
დავით 67
16:24 15-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული