ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და საჯარიმოდან ხრისტოფის დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია. მეათე წუთისთვის საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა, ქოჩორაშვილს გატანა მეკარე მოლიმ არ დაანება. თუმცა, შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, მომენტები არ იქმნებოდა, ტემპი დაბალი იყო. 39-ე წუთზე ხრისტოფი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, მის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ფეხით მოიგერია და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - კვიპროსი
საქართველო: მამარდაშვილი, აზაროვი,
კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, მამუჩაშვილი, ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე