საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ კვიპროსს ვერ ამარცხებს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და საჯარიმოდან ხრისტოფის დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია. მეათე წუთისთვის საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა, ქოჩორაშვილს გატანა მეკარე მოლიმ არ დაანება. თუმცა, შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, მომენტები არ იქმნებოდა, ტემპი დაბალი იყო. 39-ე წუთზე ხრისტოფი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, მის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ფეხით მოიგერია და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - კვიპროსი

საქართველო: მამარდაშვილი, აზაროვი,
კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, მამუჩაშვილი, ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 26 /
vitom peles!!! fexburti ki ara ragbi unda gaauqmot ro mitvises bavshta stadionebi da gadaxnes iqauroba mag cxovelebma fexburts sxva ganvitareba da didi finansebi chirdeba gaiget fexburti chveni tamashia da ara ragbi tu regbi tu rogorc aris fexburti male ava tavis zenitshi
Simartle
19:24 15-10-2023
5
3:0-ს ვიგებთ 85 წუთზე, მაგრამ ამ თამაშის მერე, საერთოდ შთაბეჭდილება მაქვს რომ ფეხბურთის თამაშს ქართველებმა თავი უნდა დავანებოთ რა. გავაუქმოთ საფეხბურთო ნაკრები და პროსტა დავიკიდოთ. ამ საცოდაობას მაინც არმოგვიწევს რო ვუყუროთ და ვეწამოთ 90 წუთი.
პელე
18:47 15-10-2023
17
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული