"ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულები, ჩვენ გარდა, თურქეთის, საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებები გახდნენ. ჩვენი მეტოქეები ყაზახები უნდა ყოფილიყვნენ. რადგანაც თურქები ევროპირველობაზე შესარჩევი ეტაპიდან გავიდნენ, უდიდესი ალბათობით, "ერთა ლიგაზე" ისინი ლუქსემბურგელებმა ჩაანაცვლეს. შესაბამისად, ისინი გახდნენ ყველაზე ნაკლებრეიტინგული ნახევარფინალისტები და მარტში თბილისში
შესარჩევი ეტაპის დაძლევის თეორიულ შანსს საბერძნეთის ნაკრებიც ინარჩუნებს, მაგრამ ეს უფრო ფანტასტიკის სფეროდანაა. ბერძნებს ბოლო მცდელობა უშუალო კონკურენტ ნიდერლანდებთან ჰქონდათ, თუმცა (0:1) დამარცხდნენ. იმის შესაძლებლობა, რომ საბერძნეთის ნაკრებმა "ერთა ლიგის" ნახევარფინალში ყაზახეთი დაამარცხოს და ფინალში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდეს, საკმაოდ დიდია. მოგეხსენებათ, ფინალის მასპინძლის ვინაობა წილისყრით ირკვევა. წინა ეტაპზე ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან გაგვიმართლა და გადამწყვეტ მატჩს ვუმასპინძლეთ.
ზედმეტი მოლოდინები რომ არ შევიქმნათ, "ერთა ლიგის" ნახევარფინალში მყოფი გუნდები შესარჩევი ეტაპის დასაძლევად ბოლომდე იბრძოდნენ, რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა. მიზერულ თეორიულ შანსს ლუქსემბურგი ჯერ კიდევ ინარჩუნებს. მე-8 ტურში ისინი სლოვაკებთან დამარცხდნენ და რეალურად, მათ მეორე ადგილისთვის გზა გაუხსნეს.
ლუქსემბურგელებზე, შესაძლოა, ძველი წარმოდგენები გვაქვს, არადა, მათი არაერთი ფეხბურთელი გერმანიაში თამაშობს - "კიოლნი", "მაინცი", "სტ. პაული"... მთავარ მწვრთნელ ჰოლტცს ტაქტიკური მრავალფეროვნება გამოარჩევს, გუნდს 4-4-2 სქემითაც ათამაშებს, 3-5-2-ითაც და 5-4-1-ითაც. დიდი ჩავარდნა მათაც ჰქონდათ, პორტუგალიასთან ორი მატჩის ჯამში (0:15) განადგურდნენ. თანაც ისე, შეხვედრაში, რომელიც 9:0 დასრულდა, რონალდო არ ყოფილა. სხვა მხრივ, გუნდი საკმაოდ ცოტას უშვებს და ჯგუფში ისლანდია და ბოსნია ჩამოიტოვა.
ყაზახეთის ნაკრებთან შეხევდრას ველოდით და მათზე წარმოდგენაც უფრო გვაქვს. ბერძნები მათთან ფავორიტები იქნებიან. საბერძნეთის ნაკრები ჯგუფში ჩვენთან ერთად ცოტა ხნის წინ იყო. მათი ხელწერა არ იცვლება, თითქოს არაფრით გამორჩეული გუნდი გარკვეულ ეტაპამდე წარმატებას ინარჩუნებს. გასვლით მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მშვენიერი გოლი გაიტანა. იქაურ პუბლიკას ის გოლი ისევ ემახსოვრება, შეხვედრა კი ფრედ (1:1) დასრულდა. ბათუმურ დაპირისპირებაში უშანსოდ (0:2) წავაგეთ. ამას კარგი პერიოდი მოჰყვა, ვილი სანიოლმა ტაქტიკა შეცვალა და კოსოვოდან მოყოლებული, წაუგებელი სერია გვქონდა.
ბერძნებს საერთაშორისო ვარსკვლავი არ ჰყავთ, მათი ფეხბურთელები უფრო მეტად შინაურ არენაზე გამოდიან. თუმცა აქ ინგლისის პრემიერლიგელებიც არიან - "ლივერპულელ" ციმიკასს უფრო მეტი იცნობს. ის ნაკრებში შემტევადაც თამაშობს. ასევე, "ვესტ ჰემის" ცენტრალური მცველი მავროტანოსი და მეკარე ვლახომიდოსი, რომელიც "ბენფიკადან" "ნოტინგემში" გადავიდა, თუმცა არ თამაშობს. ბერძენთა ფორვარდი გიაკუმაკისი "ატლანტაში" საბა ლობჟანიძის თანაგუნდელია. ერთ დროს ევროპის ჩემპიონებს სოლიდური მწვრთნელი ჰყავთ, 55 წლის ურუგვაელი გუსტავო პოიეტი, რომელიც გუნდს 4-3-3 სათამაშო სისტემით ათამაშებს.
მარტის დაახლოებითი სიტუაცია აღწერილია. საქართველოს ნაკრები ნოემბერში შოტლანდიას (შინ) და ესპანეთს (სტუმრად) ეთამაშება, ამის შემდეგ კი სანაკრებო ფანჯარა არაა და ის ნაკრებები, რომლებიც პლეი-ოფში არიან, დამატებით ვერ მოემზადებიან. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ივნისში დაიწყება.
გვეყოფა ეს თამაში ევროპისთვის? - ახალი ტაქტიკა, "ძველი" ჩაკვეტაძე და კვარაცხელია, რომელიც დარჩა...