"კვარაცხელია ცენტრში უფრო სასარგებლოა... რატომ არ გამოვიძახე ლობჟანიძე და საზონოვი?" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 ნოემბერს, შოტლანდიას უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი გასვლაზე ესპანეთს დაუპირისპირდება.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.

"კიტეიშვილს ტერფის ტრავმა აწუხებს, ასეთ დროს სიფრთხილე და დასვენებაა საჭირო, დარწმუნებული ვარ, ფორმას მალე აღიდგენს და მოედანს მალე დაუბრუნდება, ხოჭოლავაც ტრავმირებულია, მას მუხლის პრობლემა შეექმნა და კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა, დამატებითი ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ მაქვს.

რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, მას გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, მივიჩნიე, რომ მოახლოებული მატჩებისთვის ფიზიკურად გადაღლილი იქნებოდა და
მისი დასვენება გადავწყვიტე. საბა შესანიშნავი ფეხბურთელია და მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.

სამწუხაროდ ლუკა გაგნიძე და საბა საზონოვს საკუთარ კლუბებში თამაში ხშირად არ უწევთ, აუცილებელია, რომ ეს პრობლემა გამოასწორონ, რათა პროგრესი გააგრძელონ. იმედი მაქვს არ დანებდებიან და მათი სიტუაცია შეიცვლება.

წიტაიშვილის პოზიციაზე დიდი არჩევანი გვაქვს. აზაროვმა და შენგელიამ კარგად ითამაშეს, ნაკრებში ლევანმა ბოლო ორ მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გიორგისთვის ნაკრების კარი ღიაა.

გაბრიელ სიგუასთან მიმართებაში შესაძლოა შეცდომა დავუშვი, რადგან ვთქვი, რომ ტაილანდთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა, თუმცა ვარჯიშზე ტაქტიკური გეგმა შევცვალეთ და გაბრიელი ტაქტიკაში ვერ ჩაჯდა. ცხადია, სიგუა ნაკრების მომავალია, თუმცა უნდა გაიზარდოს და გარკვეულ ასპექტებში თამაში გააუმჯობესოს, მას განსხვავებული თვისებები აქვს.

უკვე დიდი ხანია, რაც ნაკრებში ხვიჩა ცენტრიდან მოქმედებს, ეს მის შედეგიანობაზეც მეტყველებს, ბოლო პერიოდში "ნაპოლიშიც" ამ პოზიდიიდან თამაშობდა, ამიტომ გასაკვირი არაფერია. ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელებისთვის, ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, რადგან მაღალი დონის ფეხბურთელია. შევიმუშავეთ ტაქტიკა, რომლის წყალობითაც "კვარას" დაცვითი სამუშაოს შესრულება და დიდი ენერგიის დახარჯვა არ მოუწევდა. ხვიჩა თავს საუკეთესოდ იმ პოზიციაზე წარმოაჩენს, სადაც ჩვენ დავაყენებთ.

ქართულ საკლუბო ფეხბურთს თვალს ვადევნებ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ახლა ამაზე საუბრის დროა. თუ ქართული კლუბები წარმატებას მიაღწევენ და ევროთასებზე იასპარეზებენ, ეს უპირველესად ნაკრებს წაადგება. ქართული გუნდები ცდილობენ კონკურენტუნარიანები იყვნენ, თუმცა ეს მარტივი არაა", - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი 16 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 37 /
ევკრიტე, ჩივაძე ცოვხალია, რა ძვლებზეა საუბარი?
შალვა
16:19 30-05-2024
1
ამ ორ, „ამხანაგურ“ თამაშში მაინც უნდა ეცადა, რომ დაცვის ცენტრი შეეეცვალა - ესპანეთთან, ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და თუნდაც იმავე კვიპროსთან „ძველები“ სავალალოდ გამოიყურებოდნენ - ამ დაცვის ცენტრით (რატომ საფლავში არ ტრიალებენ იამანიძის, ხურცილავას, ხინჩაგაშვილის, ჩივაძის და თუნდაც ცხადაძის „ძვლები“?) „ერთა ლიგაზე“ ჩვენი შანსები განწირულია - მაგრამ ეტყობა, რომ ვერ ელევა „ინერციას“ ვილი და ფედერაციასაც იმდენი აქვს „ნაჭამი“, რომ 1-7_ის შემდეგაც არ რეაგირებს, საერთოდ!

ძირს - ფედერაცია, ძირს - სანიოლი და რაც მალე, უკეთესი!
ევკრიტე
03:44 16-11-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული