საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დასკვნით ორ შეხვედრას ჩაატარებს. პრაქტიკული თვალსაზრისით, მატჩები არაფერს ცვლის, მაგრამ ეს ეროვნული გუნდია, რომლის მაისურით თამაში ნებისმიერ შემთხვევაში საპატიოა; გარდა ამისა, გვსურს, შოტლანდიის ნაკრები თბილისში კიდევ ერთხელ დავამწუხროთ, "წყალბურთში" ბოლო დაპირისპირებისთვისაც ავიღოთ რევანში; ესპანეთთან განადგურებაც (1:7) "ჩამოსარეცხი" გვაქვს, ამავდროულად კი, მარტისთვის უნდა ვიფიქროთ, სადაც დიდი ალბათობით, ლუქსემბურგელებს ევროპირველობის საგზურისთვის (პირველ ეტაპზე) შევეცილებით...

ვილი სანიოლის არჩევანის პროგნოზირება რთული კატეგორიიდან არაა და როცა ჩვენ სავარაუდო შემადგენლობას გთავაზობთ, ის, ფაქტობრივად, მთლიანად ემთხვევა სასტარტო თერთმეტეულს. ამ საკითხზე კამათი და მსჯელობა ჩვეულებრივი ამბავია. საბოლოოდ, ყველაფრის განმსაზღვრელი შედეგებია. ყველამ ვცადეთ, მაგრამ თავის მოტყუებას არ ვაპირებთ - სანიოლი კონტინენტის პირველობაზე გასვლას "ძველი გვარდიის" გავლით აპირებს. თუკი უახლოეს შეხვედრებს გაზაფხულის გენერალურ რეპეტიციად განვიხილავთ, მაშინ განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. სავარაუდოა, რომ საშინაო მატჩში (შოტლანდიასთან) უფრო შეტევაზე ვიფიქრებთ, ვიდრე სტუმრად (ესპანეთთან). შემადგენლობაც აქედან გამომდინარე უნდა შეირჩეს. ჯერ 16 ნოემბრის შეხვედრაზე ვთქვათ...

მეკარე

გიორგი მამარდაშვილს უნარი აქვს, წარუმატებელი შეხვედრები მალე დაივიწყოს და უკეთესი დაბრუნდეს. მადრიდის "რეალთან" დაპირისპირების შემდეგ მას კვლავ ამის გაკეთება მოუწევს. შემადგენლობაზე მსჯელობისას მუდმივად ვუთითებთ, რომ მნიშვნელოვანია, გუნდის შიგნით რა ატმოსფეროა. თუკი ფრანგი სპეციალისტი ჩათვლის, რომ "მამარდას" ახლა დასვენება უფრო სჭირდება, მაშინ არც ლუკა გუგეშაშვილისთვის შანსის მიცემას გამივრიცხავთ, რომელიც იერარქიით მესამე მეკარეა.

დაცვა

რა თქმა უნდა, სანიოლი 3-მცველიან ტატქიკას არცერთ მოცემულობაში არ შეცვლის. ახლა მსჯელობა იმაზე შეიძლება, მიეცემათ თუ არა დრო ივა გელაშვილსა და სანდრო კალანდაძეს. იმ ფონზე, როცა საზონოვი 21-წლამდელთა ნაკრებშია, ხოჭოლავა კი ტრავმირებულია, კვირკველია-კაშია-ლოჩოშვილის ტრიო ამ ეტაპზეც და გაზაფხულზეც სასტარტოში ყველაზე რეალურ კანდიდატად იკვეთება.

ფლანგები

ოთარ კაკაბაძე გასულ თვეში გუნდს ძალიან დააკლდა, რადგან სხვა კვალიფიციური მარჯვენა მცველი, რომელიც დაცვით ფაზაში წარმატებული იქნება, სიაში არ იყო. ეს გვაფიქრებინებს, რომ გამოცდილი ფეხბურთელი ახლა პირველივე წუთებიდან ითამაშებს. ამავდროულად, ნაკრებში დაბრუნდა გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც "ბარსელონას" წინააღმდეგ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, მშვენიერი იყო. სანიოლს, წესით, მოაზრებული უნდა ჰქონდეს, ამ ორი ფეხბურთელის დროს როგორ გადაანაწილებს.

რაც შეეხება მარცხენა ფრთას, ვილის ლევან შენგელიას თამაში მოსწონს, გასულ სანაკრებო შეხვედრებში მან გაიტანა კიდეც. იმ ფონზე, როცა კარგ სათამაშო ფორმაში მყოფ აზაროვს ბოლოს ტრავმის გამო ცოტა გაუცდა, წინ კი ესპანეთთან სტუმრობაცაა, სქოთებთან შენგელია რომ ვიხილოთ, სავსებით რეალურია.

ნახევარდაცვა

კიტეიშვილი ტრავმირებულია. ბოლო მომენტში სიგუას თამაშიც გამოირიცხა, რაც გვაფიქრებინებს, რომ კვეკვესკირს ახლა ძირითად შემადგენლობაში ვნახავთ. ნიკას აქვს უნარები, რაც ჩვენ ნაკრებს სჭირდება, თუმცა მისი საუკეთესო წლები უკვე გავლილია, ფაქტია. თუკი "კვეკვე" ითამაშებს, სათამაშო კომპონენტებიდან გამომდინარე, მასთან შეწყვილების შანსი ალთუნაშვილს უფრო უნდა ჰქონდეს, ვიდრე ქოჩორაშვილს. ეს დეტალები სავარჯიშო პროცესში გამოჩნდება.

შეტევა

გიორგი ჩაკვეტაძე ტაილანდსა და კვიპროსთან ახალ ამპლუაში ვნახეთ, რამაც გაამართლა - ის ნახევარდაცვასა და შეტევას შორის მოძრაობდა. წესით და რიგით, ახლაც 3-4-1-2 ტაქტიკა უნდა ვიხილოთ, შეტევაში კი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად რომელიმე ცენტრფორვარდი ითამაშებს. ფორმის მიხედვით, ეს დავით ვოლკოვი უნდა იყოს, თუმცა ვიცით, რომ გიორგი მიქაუტაძესა და ბუდუ ზივზივაძეს ცუდი საკლუბო პერიოდის დროს "ჯვაროსნებში" მაქსიმალურად ეხმარებიან. სანიოლმა კი თქვა, რომ "კვარა" წინა ხაზზე უკეთესია, თუმცა ტაილანდელებთან ამ პოზიციაზე ზურიკო დავითაშვილი მოგვეწონა, რომელიც ამ რეალობაში ძირითად თერთმეტეულში ვერ ითამაშებს, კვარაცხელიას კი მინდვრის სიღრმეში თამაშის, დრიბლინგებისა და სისწრაფის ხარჯზე უპირატესობის საშუალება ნაკლებად ექნება!..

ქომაგი
საიდან გამოაქ ამ ჟურნალისტს ეს დასკვნები რო კვეკვესკირი ძიროთადის ფეხბურთელია ქიჩორაშვილიც და ალთუნაშვილიც მასზე გაცილებით უკეთესები არიან.
ვანჩოპე
ბურთის დამჭერი ფეხბურთელი არაბიძეა, მაგრამ ვის რათ უნდა ბურთის დაჭერა. ალალბედზე თამაშობენ ვილი&ხიზანა
საჩინოს
თავდაუზოგავი ბრძოლა მთელი მატჩის განმავლობაში შეუძლებელია რადგან სირბილი არ იციან და მალე იღლებიან
იკა
ალბათ ჯობია კვარამ ამ მატჩში დაისვენოს და ესპანეთისთვის მოემზადოს, დაისვენოს ანუ კუნძულებზე და ალპებში კი არ წავიდეს დასასვენებლად, არამედ კარგად გამოიძინოს
თემო
ამ სტატიის ავტორო, ძმობას გაფიცებ ჩვენ გვატყუებ თუ თავს იტყუებ?
საჩინო
კომენტარების ავტორების აბსოლიტურ უმრავლისობა ,რბილად რომ ვთქვათ,ფეხბურთში ცუდად ერკვევა.მათ შორის ვინც ერკვევა,მე პირველ რიგში დავასახელებდი მამუკას.აბსოლიტურად სწორ დიაგნოზს სვამს.ჩვენი ფეხბურთელების დონე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.ასეთი გუნდით ,რომ ოდნავ მაინც ხელშესახებ წარმატებას მიაღწიო საჭიროა კარგად დამუშავებული თავდაცვითი ტაქტიკა,მაღალი ორგანიზება და თავდაუზოგავი ,დაუღალავი ბრძოლა მთელი ორი ტაიმის მანძილზე.ეს კი მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა.
მამუკა
მოდი რეალურად შევაფასოთ ჩვენი ნაკრები, მამარდაშვილი- ჯერ კიდევ არასტაბილურია, პრობლემები აქვს ფეხით თამაშით და გამოსვლებზე, რაც მეკარისთვის უმნიშვნელოვანესია დღევნდლ ფეხბურთში, დაცვა- კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი - ერთ წინადადებაში დავახასიათებ სამივეს: მკვდარი, მკვდარს აეკიდაო, ნახევარდაცვა- კვეკვესკვირი როცა საკვანძო ფიგურად მოიაზრება, მანდ დამთავრებულია უკვე ყველაფერი, კიტეიშვილი კარგია, მაგრამ ბევრს ტრამვიანობს, რეალურად ბურთის დამჭერი ფეხბურთელი არგვყვავს, შედარებით უკეთესი სუუაცია გვაქვს თავდასხმაში, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, მაგრამ აქაც უთამაშებლობის პრობლემა აქვს ორს. კითხვა-ამ დონის ნაკრებით როგორ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა და თანაბრდ ვეთამაშოთ წამყვან საფეხბურთო ნაკრებებს?
Kandel
არაფერს ვამბობ დაცვასა და ნახევარდაცვაზე, ფაქტია რომ ძალიან სუსტია, ეს მწარე რეალობაა, თითქმის ყოველ ჯერზე (თმები ყალყზე, ნერვები ცამდე და ცრემლი თვალზე) მაგრამ კარგით რა მეგობრებო... მამარდა მიუხედავად თავისი ასაკისა (ჩემი მოსაზრებით) დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო მეკარეა, გაუფრთხილდით მის ახალგაზრდა ფსიქოლოგიას, ზოგიერთი უტაქტო გამონათქვამებით, დარწმუნებული იყავით რომ ჩემზე და თქვენზე კარგად იციან და ესმით მისი ტალანტი და პროფესიონალიზმი ვალენსიასა და ლარი ლიგაში და არა მარტო მანდ. რაც შეეხება ლორიას, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, საუკეთესო იყო მამარდამდე, მაგ წლებმაც ჩაიარა, მაგრამ რომ იძახით გამოცდილებაო და მაგდენი შეცდომა თავის კარიერაში არ დაუშვიაო რაც მამარდამ ორ თამაშში, ვფიქრობ ლორიას მაგდენი გამოცდილება თავის კარიერაში არ მიუღია რაც მამარდამ ბოლო ორ წელიწადში და მერე მისი უაზრო შეცდომების გამო რამდენი თამაში და ქულა დავთმეთ... მარტო ერთ ფაქტს გავიხსენებ,უეჭველ მოსაგებ მატჩს რომ ვეძახით, ჩვენზე ბევრად სუსტ მოლდოვას ვეთამაშებოდით როცა თითქმის მოედნის ცენტრიდან გადაუგდეს თავზე ბურთი, საჯარიმოს ხაზთან მოსეირნე ლორიას, აი მანდ დავკარგეთ ჯგუფიდან გასვლის ბოლო შანსები. Ps. წარმატება ნაკრებს და ბიჭებს.
ლევანი
მეც დავწერ ორ სიტყვას, თქვენი ნებართვით. საერთოდ, ჩვენნაირი, რესურსის არ მქონე გუნდები, რაღაცას აღწევენ მწვრთნელის კარგი მუშაობით, რაც შეეხება მეკარეს, მამარდა რომ ტოპ მეკარეა, არავინ კამათობს, მაგრამ გამოცდილება? მე რასაც ვაკვირდები, მამარდა კარის ხაზზე მაგარია, მაგრამ დაცვას ვერ ხელმძღვანელობს, როგორც ლორია. ლორია, კარგი მეკარეცაა და დაცვასაც მაგრად ალაგებს, რაც ცოტა არაა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყვავს ტოპ მცველები, ერთმანეთს თუ არ მიეხმარნენ, დაძახებით, ისე არაფერი გამოვა, ამიტომაა ხოლმე დაცვაში ქაოსი, რომ მეკარე ვერ ალაგებს, დაძახებით. მე ასე მგონია, ლორიას ეს კომპონენტი აქვს უმაღლეს დონეზე, თუმცა შეცდომები მასაც აქვს, რას ვიზამთ. დიდება საქართველოს!
Levani
შოტლანდიამ რო ნახა ბოლოსკენ საქართველოში გასვლა უწევდა წინასწარ მოიგო თამაშები,იცოდა ბოლოს უმოტივაციო საქართველო უფრო ძლიერია ვიდრე მოტივირებული გერმანია
გიგა
რავიცი მე მაინც ამ ეტაპზე 37 ლორია მირჩევნია.
ბაბაჯანა
რა როლი ექნება კვეკვესკირს? მეთულუხჩე ოქნება. სურათზეც ხომ ჩანს? წყლის მიტანაში ავარჯიშებს სანიოლი))))
ვითომ ქართველა
შენ ალტიმფოელი ხარ? რეალობა ნაცობაა? და ცუდზე კარგის თქმა პატრიოტიბა? :)
gela
ვაისის დროინდელი სცენარით მივდივართ. მაშინაც ჩავისვარეთ შესარჩევში, მაგრამ ერთა ლიგიდან გაგვიყვანსო და სანამ იქც არ იგივე არ მგვივიდა ვერ შეველიეთ ვაისს. ახლაც დიდი ალბათობით იგივე შედეგს მივიღებს. გასაგებია რომ გვყავს ერთი ტოპ ფეხბურთელი და 2-3 საშუალო კლასის, დანარჩენები განაცხადის შესავსებად თუ გამოდგება. უბრალოდ დღეს ფეხბურთი იმ დონეზეა, რომ კარგ მწვრთნელს შეუძლია ამ კონტიგენტიცაც დადოს შედეგი და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს. ჩვენ ვერ ვეღირსეთ ასეთ მწვრთნელს
დ
კვეკვესკირი წინ პასს თუ არ ისწავლის, უკან პასის გაკეთება მეც შემიძლია. მუდმივად უკან პასი, მერე დამცველები გრძელ პასს აკეთებენ და ასე იკარგება ყველა ბურთი. ქოჩორაშვილი და ჩაკვეტაძე ათამაშოს საყრდენებად.
Დათო
ზივზივაძე აუცილებლად უნდა ათამაშოს კვარასთან ერთად, ვინაიდან მებრძოლი, ჯანიანი და ჭკვიანი ფეხბურთელია.კარებში ლორიაკენ ვიხრები, მამარდა ამ ბოლო დროს ბევრს ცდება და არაა საიმედო მეკარე, რაც ამჟამად,ძალიან გვჭირდება.ჩაკვე თავისთავად, დანარჩენი გადაწყვიტოს სანიოლმა...
ქართველი
უკაცრავად თქვენ ნაცი ხართ? გვყავს სხვა ფეხბურთელები? კი გასაგებია ჩემპიონატი კრიტიკას ვერ უძლებს. სამშობლო უნდა გიყვარდეს.
არგუტის
თქვენ აქ წერა მაინდამაინც გინება გგონიათ? წერია, რომ საუკეთესო წლები უკან მოიტოვა, როცა გასაკრიტიკებელი იყო, აკრიტიკებდნენ კიდეც და ზღაპრებს შეეშვით, სანიოლის სავარაუდოა ეს და არა ავტორის, თუ დააკვირდით
las
ნუ გეწყინებათ და ამ ფორმაციის ნაკრებს არაფერი ესაქმება ევროპზე. უნიჭიერესი თაობა არისო თავს იმშვიდებთ, მაგრამ ეს არის ბლეფი. ნარკებში თამასობს ერთი ნიჭიერი და ტოპ კლასის მოთამაშე კვარაცხელია. შეიზლება მამარდაზეც იგივე ვთქვათ. ყველა დანარჩენი არის უმდაბლესი კლასის. თამაშობენ მეორე ლიგებში, არაბეთში, ამერიკაში თუ სლოვენიაში. ამათი იმედი როგორ გაქვთ ხალხო. გამოჩნდა რაოდენიმე მოთამაშე, პერსპექტიული, კვარას ხათრით კარგ გუნდებში გადავიდენ. მაგრამ ჯერ არ არიან მზად. ნაკრები რომ კაშიას და კვერკველიას შემცვლელს ვერ მოძებნის. რა უმედი უნდა გქონდეს. გადახედეთ ქვეყანას. ფეხბურთის ფედერაციას. კორპფცია, მარტო ფულზე დაპრაწული ჩინოვნიკები. ეროვული ჩემპიონატი უბრალოდ ყანა. არა სტადიონები, არა ბაზები, არა პროგრამები. კარგით რა
არგუტი
ზვიადის---ეგრე გაგიწონასწორდა შენ ულვაშები.[კვეკესკირს თურმე ნაკრებისთვის საჭირო უნარები ქონია].თუ შეგიძლია ფეხბურთზე თქვი რამე.რაც შეეხება ნაკრებს და მის თამაშს,ჩემი აზრით ნახევარდაცვის უხარისხობა რაოდენობით უნდა გადაიწონოს.როცა ვამბობთ სამი მცველით თამაშს--არასწორია----ეს არის ხუთი მცველით თამაში---სამი ცენტრალური და ორი განაპირა,როცა თავდაცვაზე ვართ[ძირითადად თავის დაცვები გვიწევს],.ამ დროს ნახევარდაცვა ოთხი მოთამაშით უნდა იბრძოდეს კბილებით და ეხმარებოდეს დაცვას,წინ კი ერთი სწრაფი თვდამსხმელი მოედნის ცენტრთან უნდა მანევრირებდეს და იყოს ჩასაფრებული[ალბათ კვარაცხელია] გადავარდნილ ბურთზე.ამ შემთხვევაში სანიოლის მიერ ხვიჩას ცენტრში თამაშს გამართლება ექნება.სხვაგვარად ამ შემადგენლობით რაიმე ხელშესახები წარმატების მიღწევა მე წარმოუდგენლად მიმაჩნია.
Master
ანუ ძველი გვარდია...კაკაბაძის იმედად ვართ?ალ-ახდუდის და ფორმა სამუდამოდ დაკარგული კაშიას?კვეკვესკირის?რომელსაც პრინციპულ თამაშში არ ენდობიან მის კლიბში?ვინმეს მართლა მოგწონთ ქოჩორაშვილის თამაში?ამ გადმოსახედიდან მხოლოდ კვარაა ჩვენი საშველი,ხვიჩა თუ გაათრევს ამ უნიჭო გუნდს ევროზე.კი გვყავს ჩაკვე,ზურიკო,ტრავმებისკენ მიდრეკილი კიტე,მოძრავი საბა,ჟორჟი და ბოლომდე მებრძოლი ზივზივაძე,მაგრამ დაცვა და საყრდენი ზონა კატასტროფაა.მარტში კარგი კვირის,კარგი დღეების და კვარას იმედად თუ ვიქნებით.ესაა სამწუხარო რეალობა.
las
ფაქტიურად იგივე შემადგენლობით შეხვდება პლეიოფს ეს რაც ვაისმა გაიყვანა რდ. მაკედონიასთან. დაემატება შენგელია და კვარაცხელია. ისე ამათ მაშინაც უნდა ეთამაშა რო არა მოგნილი კოვიდი :) ნუ რა შედეგითაც დაასრულეს მაკედონიასტან სეხვედრა ამათმა კი ახსოვს ყველას :)
ზვიადი
რა იშვიათია ასეთი ობიექტური და გაწონასწორებული აბლნალიზი
aburjga
მამარდაშვილი კარგი ბიჭია! გაუფრთხილდით მას. მეკარისათვის ამდენი გოლის გაშვება ფსიქოლოგიურად ძნელი გადასატანია. ახლა რომ კიდევ შოტლანდიასთან და იგივე დაუნდობელ ესპანეთთან ჯამში 10 ბურთი მიიღოს, მერე მის მეკარეობაზე ლაპარაკიც ზედმეტია! ესპანეთთან კარშოი ლორია! და სერთოდ ასაკის მიუხედავად ლორია ათი თავით მაღლა დგას მამარდაშვილთან შედარებით, ამას დაუმატეთ მისი გამოცდილება და ყველაფერი გასაგები იქნება! რაც მამარდაშვილს მოუვიდა ბოლო თამაშებში ამდენი შეცდომა ლორიას 35 წლის მანძილზე არ დაუშვია!
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
"მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი" - უტა აბე
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
"როდესაც ენრიკეს პრობლემები შეექმნა და დახმარება დასჭირდა..." - რა თქვა სიმეონემ კვარაცხელიაზე?
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია