დღეს საქართველო VS შოტლანდიაა - რა მიზნები გვაქვს ჩვენ და მოწინააღმდეგეებს...

AutoSharing Option
დღეს, 21:00 საათზე, საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპზე უკანასკნელ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს და შოტლანდიელებს უმასპინძლებს.

თუკი ევროპირველობაზე უკვე გასული სქოთების მთავარი მიზანი ესპანეთის ნაკრებთან უპირატესობა და პირველი ადგილის დაკავებაა, ვილი სანიოლის გუნდი ტურბულენტური შესარჩევი ეტაპის ბოლოს მარტსა და "ერთა ლიგიდან" ბოძებულ პლეი-ოფზე ფიქრობს. "ჯვაროსნებს" ჯერ კიდევ აქვს შანსი, ნორვეგიას გადაასწროს.

შოტლანდიის ნაკრები თბილისში 2007 წელსაც დამარცხდა და 2015-შიც. მაშინ თუ ისინი მომავალი პირველობის მიღმა დავტოვეთ, ახლა მსგავსს ვერ მოვახერხებთ, თუმცა ეს მოტივაციას არ უნდა გვაკლებდეს.

გიორგი მიქაუტაძე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა. მას
ახლა საკლუბო პერიოდი ცუდი აქვს. ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად შეტევაში უნდა ვიხილოთ. შოტლანდიელების დანაკლისი დაცვის ხაზში საკმაოდ დიდია, მათ შორის, კაპიტანი, "ლივერპულელი" ენდრიუ რობერტსონი. 

მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ყველა რეკორდი თუ სტატისტიკა ადრე თუ გვიან სრულდება, ზედმეტ მოლოდინებს კი იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩი გვაქვს, მათ შორის, მარტის პლეი-ოფის კონტექსტში.

გუნდში კარგი განწყობაა, ოქტომბრის მატჩებმა კარგად ჩაიარა... დავითაშვილს არჩევანი მივეცით, ან ნაკრებში ყოფილიყო, ან ოჯახის გვერდით, რადგან ის შვილს ელოდება. ზურიკოსთვის ნაკრებში ყოფნა მნიშვნელოვანია და თამაშისთვის ემზადება.

შოტლანდიის ნაკრები კარგი გუნდია. წარმატებისთვის მეტოქეც მაქსიმუმს გაიღებს. არ მგონია, 0:0 ვიხილოთ...

კვარაცხელიასთვის გასული სეზონი გამორჩეული იყო. ის თუ არ განმეორდება, ისე იქნება, როგორც ხვიჩას, ასევე "ნაპოლის" დაემართათ - ძველებურად ვეღარ თამაშობენ. კვარაცხელია მალე დაუბრუნდება იმ დონეს, რომელსაც გასულ სეზონში მიაღწია. მას ისეთივე დამოკიდებულებები აქვს.

ჩემი ამოცანაა, დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი არსებობდეს. მახარებს ის პროგრესი, რაც გიორგი ჩაკვეტაძეს აქვს. ის იმ შრომის ნაყოფია, რაც ბოლო პერიოდში გასწია. ინგლისის ჩემპიონშიპში ეს აუცილებელია..."
მკითხველის კომენტარები / 27 /
ამ დონის ფეხბურთელი და ასეთი მოურავი იაშვილის და კობიაშვილის.სიის შემდგენი იაშვილია,გადაუხდი იქნები
რეზო
15 ნოემბერი 2023 22:39
3
2-1 ვიგებთ!!! საქართველოს გაუმარჯოს!
დავიდუსი
16 ნოემბერი 2023 14:46
2
რომელი წუთია?
სტადიონიდან
16 ნოემბერი 2023 18:44
0
სანიოლი რას გადაეკიდა კვეკვესკირს, შენგელიას, კვარაცხელიას, კვირკველიას, აბურჯანიას, გვილიას - მეგრელები დიდ ფეხბურთს ვერ თამაშობენ, ვერ ქაჩავენ
1212
16 ნოემბერი 2023 11:27
41
სიგუა, გოგუა და გარგანტუა გამოგრჩა...
პანტაგრუელი
16 ნოემბერი 2023 14:11
0
მეგრელი რა შუაშია? ჩამოთვლილთაგან ნახევარი მეგრული გვარისაა და არა მეგრელი. ასეთივე მეგრელები იყვნენ რამაზ შენგელია, თამაზ კოსტავა, ვაჟა ჟვანია და ასე შემდეგ. ამ ლოგიკით ყიფიანი სვანი ყოფილა და დაუძახოთ ნაკრებში სვანებს
გელა
16 ნოემბერი 2023 13:07
1
ყველა გამოხმაურება
საქართველო 0-2 შოტლანდია
სააკაძე
16 ნოემბერი 2023 09:58
17
ჯობია კვარამ ამ მატჩში დაისვენოს და ესპანეთთან სათამაშოდ მოემზადოს. აშკარად გადაღლილია და კარგი გამოძინება ჭირდება. ზოგადად ჩვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელს აკლია ძილი, საერთოდ კარგი იქნება თუ ნაკრების ძირითადი შემადგენლობა გამოიძინებს და ესპანეთთან თამაშისთვის მოემზადება. მე ფსიქიატრი და ნერვოპათოლოგი ვარ წლებია მეთოდურ დაკვირვებას ვაწარმოებ ჩვენს ფეხბურთელებზე. აქვე ვიტყვი რომ ჯობია სპორტსმენს ცოლი ყავდეს ვიდრე ჩუკენი იყოს. ჩუკენობა ენერგიას აცლის, მითუმეტეს მატჩის წინა დღეს თვითდაკმაყოფილებას ყოვლად დაუშვებელია
იკა
16 ნოემბერი 2023 08:40
9
დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას
cheroeli
16 ნოემბერი 2023 01:01
0
არ ჩამოსულა შოტლანდია, არსად არ წერია ჩამოვიდაო.
შოთლანდია
16 ნოემბერი 2023 14:48
2
კი, არ ჩამოსულა.! შოტლანდიიდან გვეთამაშებიან.
მამუკა
16 ნოემბერი 2023 16:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული