მიქაუტაძე: "აიაქსის" მწვრთნელი თამაშს შემპირდა, თუმცა... დამატებით ვვარჯიშობ"

AutoSharing Option
16 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ჯვაროსნების" ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ისაუბრა:

"სრულად მოტივირებული ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, ნაკრებს დავეხმარო. არაფერს დავიშურებ, როგორც ამ მატჩებმა, ასევე პლეი-ოფებმა, კარგად ჩაიაროს.

უთამაშებლობის პერიოდში დამატებით ვვარჯიშობ, ოჯახი გვერდით მიდგას. "მეცშიც" მქონდა მსგავსი სიტუაცია, საიდანაც გამოვედი და იმედია, ახლაც მოვახერხებ.

ჩასვლის წინ "აიაქსის' მწვრთნელმა მითხრა, რომ თამაშის საშუალება მექნებოდა, თუმცა ასე არაა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლას ვცდილობ...

მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, რომელთაც ჩემი იმედი აქვთ..."

altსანიოლი:

ჩაკვეტაძის პროგრესი მახარებს... კვარაცხელია შარშანდელ დონეს მალე დაიბრუნებს...

მკითხველის კომენტარები / 27 /
ამხელა აგრესია საიდან მიქაუტაძის მხარეს? მსგავსი ფორვარდი არ გვყოლია არველაძის მერე და რას ერჩით ამ ბიჭს? რას ნიშნავს ნაკრები გამოიყენა, კაცი ჩამოვიდა 9 გოლი აქვს გატანილი და არ უნდა გადასულიყო აიაქსში ? მითავთ
mikautadze_Goal
13:13 16-11-2023
1
თავი ქუდში, რომ გეგონა გამოიყენე რა ქართული პასპორტი და ნაკრები, საკლუბო კარიერის ასაწყობათ-სარფიანი კონტრაქტი აიაქსთან ჩაიჯიბე და ახალგაზრდულში თამაში არც კი იკადრე,მიუხედავათ იმისა სარეკლამო ბირბორდებზეც კი იყავი მამოჭიმული. არადა შენთან ერთად და შენს გარეშეც ნაკრები ისედაც გადიოდა ბოლოდან მეორეზე და პირველი წრის შემდეგ კარგავდა ჯგუფიდან გასვლის შანს. კი არ ხარ ღირსი, მაგრამ გამოდის,რომ საქართველოს ნაკრებია შენთვის ისევ გადარჩენის მაშველი რგოლი, დარწმუნებული ვარ ისევ ძირითადში დაიწყებს, მიუხედავათ იმისა ვერც გოლები გააქვს და სათამაშო პრაქტიკაც არ აქვს...აბა სხვებს შანს ვინ მისცემს...ჟორჟის კარიერეაა გადასარჩენი აიაქსში.....ყველანი-ნაკრების მამები, მწრთნელები, ნაკრების ფეხბურთელები,ბალეშიკები და ამ საიტის პატრიოტი ანტიევროპელები...რიგითი მიქაუტაძის გადასარჩენად!!!!
Jora-giorgi
12:44 16-11-2023
12

სიახლეები პოპულარული