შედგება ყაზახების გმირობა? - ასეთ შემთხვევაში თბილისში ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქედ აზერბაიჯანს ვიხილავთ...

AutoSharing Option
უახლოეს დღეებში ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ოფიციალურად გაირკვევა. დღევანდელი მოცემულობით, თბილისს ლუქსემბურგი უნდა ეწვიოს, საბერძნეთი კი ყაზახეთს დაუპირისპირდეს, თუმცა, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს.

მოგეხსენებათ, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ნაკრებების ჯგუფიდან პირდაპირ გასვლა უკვე ფანტასტიკის სფეროდანაა და ამაზე შეჩერება ალბათ აღარც ღირს, მაგრამ ყაზახები პრაქტიკულად თავის თავზე არიან დამოკიდებულნი და ევროპირველობაზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

მოგამედ ადიევის გაწვრთნილებმა ხვალ სახლში სან-მარინოს უნდა მოუგონ, რაც დაგვეთანხმებით, რომ ალბათ ადვილად მისაღწევი იქნება, სლოვენიამ კი გასვლაზე დანიაში ვერ იმარჯვოს, რაც ასევე მოსალოდნელია.  ამ ჯგუფში ახლა
დანიასა და სლოვენიას 19 ქულა აქვთ, ყაზახებს კი - 15.

ყაზახები ბოლო ტურში გასვლაზე ლიუბლიანაში სლოვენიასთან ითამაშებენ და თუ მოიგებენ, ევროპის ჩემპიონატზეც სწორედ ისინი გავლენ.

თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, ყაზახებმა მსგავსი გმირობა შემოგვთავაზეს, თბილისში ერთა ლიგის პლეი-ოფში არა ლუქსემბურგს, არამედ აზერბაიჯანს ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 19 /
თურქეთი როგორაა გასული მაგრად მაინტერესებს? ბურთები ითვლება თუ ურთშეხვედრები? ხორვატიასთან უარყოფითი ბალანსი აქვს, ბოლო ტურში უელსში რომ წააგოს (3:0) თურქებს უელსთანაც უარყოფითი ბალანსი ექნება
Juve
01:13 17-11-2023
0
აქ მთავარი ის არის, ნახევარფინალში ვის უფრო მეტი შანსი აქვს, რომ საბერძნეთს მოუგოს - ყაზახეთს თუ ლუქსემბურგს? თუ ყაზახეთი მართლაც პირდაპირ გავიდა ევროზე, მაშინ ლუქსემბურგს მოუწევს ბერძნებთან თამაში ნახევარფინალში და ჩვენ - აზერბაიჯანთან. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა როგორც დღეს არის, მაშინ ნახევარფინალში ჩვენ ვეთამაშებით ლუქსემბურგს და ყაზახეთი საბერძნეთს. ისე, არ ვიტყოდი უარს ფინალზე: საქართველო - ლუქსემბურგი, ან საქართველო - ყაზახეთი, თან თბილისში :)
1

სიახლეები პოპულარული