მოგეხსენებათ, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ნაკრებების ჯგუფიდან პირდაპირ გასვლა უკვე ფანტასტიკის სფეროდანაა და ამაზე შეჩერება ალბათ აღარც ღირს, მაგრამ ყაზახები პრაქტიკულად თავის თავზე არიან დამოკიდებულნი და ევროპირველობაზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.
მოგამედ ადიევის გაწვრთნილებმა ხვალ სახლში სან-მარინოს უნდა მოუგონ, რაც დაგვეთანხმებით, რომ ალბათ ადვილად მისაღწევი იქნება, სლოვენიამ კი გასვლაზე დანიაში ვერ იმარჯვოს, რაც ასევე მოსალოდნელია. ამ ჯგუფში ახლა
ყაზახები ბოლო ტურში გასვლაზე ლიუბლიანაში სლოვენიასთან ითამაშებენ და თუ მოიგებენ, ევროპის ჩემპიონატზეც სწორედ ისინი გავლენ.
თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, ყაზახებმა მსგავსი გმირობა შემოგვთავაზეს, თბილისში ერთა ლიგის პლეი-ოფში არა ლუქსემბურგს, არამედ აზერბაიჯანს ვიხილავთ.
მაგარი საზიზღარი და უკლასო გუნდია,ბათუმის დინამო გააპობს შუაზე,მაგრამ ვერ ვხვდები როგორ აიღეს ქულები