პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას 1:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე შოტლანდიას 1:0 ამარცხებს.

პირთამდე სავსე სტადიონზე მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. მეთხუთმეტე წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიამ მეურვეს დაასწრო და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი მომენტი ჰქონდა: შენგელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მიქაუტაძემ კი მიზანს ვერ უწია. მეტოქეს ხვიჩას შეჩერება უჭირდა და ორმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. შოტლანდიელებს ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ რეალური მომენტი არ ჰქონდათ და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

თბილისი. „დინამო
არენა“

საქართველო - შოტლანდია
გოლი: კვარაცხელია (15)

მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი, შენგელია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბოლო წუთების ჭირი, რით ვერ მოვიცილეთ ჰაა. კვირკველია რომ დაბერდა, მარტო მე ვხედავ? ყველა მაღალი ბურთი, არა თუ წააგო, ორი მეტრიდან უყურებს როგორ ირტყავს თავით მეტოქე. საზონოვი სასწრაფოდ, დღეს მთელი თამაში ითამაშა, კაცი არ გაატარა, მართლა მაგარია.
დიდება საქართველოს!
ლევანი
23:12 16-11-2023
2
როდემდე შეიძლება 90 წუთი მეორე ნომრად თამში იმდენს აწვდიდნენ ბოლოს გაგვიტანდნენ მაღელს დაბლები ვერ ჯობიან
ნიკა
23:03 16-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული