კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

პირთამდე სავსე სტადიონზე მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით . მეთხუთმეტე წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიამ მეურვეს დაასწრო და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი მომენტი ჰქონდა: შენგელიას მეკარემ არ გაატანინა, მიქაუტაძემ კი მიზანს ვერ უწია. მეტოქეს ხვიჩას შეჩერება უჭირდა და ორმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. შოტლანდიელებს ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ რეალური მომენტი ვერ შექმნეს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მაკტომინეიმ ანგარიში გაათანაბრა.
საქართველოს ნაკრებმა იერიშებით უპასუხა, მიქაუტაძის მოპოვებული საჯარიმოდან შენგელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მერე კი კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. სტუმრებს გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა საოცარ ნახტომში მოიგერია ბურთი. სანიოლმა ტრავმირებული ლოჩოშვილი კალანდაძით, ხოლო ჩაკვეტაძე დავითაშვილით შეცვალა. ბოლოს შოტლანდია შტურმზე გადმოვიდა, შენკლენდმა თანაფარდობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზეა და 19 ნოემბერს ბოლო ტურში ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“. 45 815 მაყურებელი
საქართველო - შოტლანდია 2:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (15), 1:1 მაკტომინეი (49), 2:1 კვარაცხელია (57), 2:2 შენკლენდი (90+2)

მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი (კალანდაძე 78), ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 69), შენგელია (აზაროვი 72), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 78), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 69)

მკითხველის კომენტარები / 105 /
ორი შეკითხვა მაქვს:
1. ამდენი ხანი რატომ გორაობენ მინდორზე ჩვენი ფეხბურთელები?
2. რატომ ხდება, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში, მეორე სართულზე ყოველთვის ვაგებთ?
და კიდევ, კაშია, დიდი მადლობა, მაგრამ წადი რააა... პენსიაზე ნაკრებიდან უნდა გახვიდე?
გიორგი 50
18 ნოემბერი 2023 08:52
1
ყველაფერი კარგი და ეს დუხჭირი გამომცხადებელი რომ გიზით ხალხმრავალ თამაშებზე! ის ომეხი კაცი სად გყავთ საქართველოს ჩემპიონატზე ცარიელ ტრიბუნებს რომ ანგრევს!
დავითი
17 ნოემბერი 2023 17:26
1
ფედერაციის ადგილას პირველ რიგში სანიოლის შევცვლიდი. ეგ რომ არა,რომელი მწვრთნელი დაუძახებდა კვირკველიას ნაკრებში, ასეთი უნიჭო და ბრიყვი ფეხბურთელი იშვიათად მინახავს ამ დონეზე.
ბმბ
17 ნოემბერი 2023 14:06
6
დაცვაში უნდა მოვუმატოთ
irakli
17 ნოემბერი 2023 12:55
2
დადებითი რაც ამ თამაშში გამოჩნდა, იყო ჩვენი ფეხბურთელების ძლიერი მონდომება, თავს არ ზოგავდნენ. ხატოვნად აღინიშნა კიდეც, ანთებული ეკვეთნენ მოწინააღმდეგესო, მაგრამ რად გინდა, სანიოლის არაკვალიფიციურობამ გაახუნა ეს თავდადება. გადავხედე კომენტარებს და ზოგიერთი ჩვენი ფორუმელი უფრო კარგად ერკვევა ტაქტიკაში და სამწვრთნელო საქმიანობაში, ვიდრე სანიოლი თავის შტაბიანად და ჩვენი ფედერაცია. წყალში გადაყრილია მათზე დახარჯული ხელფასები და გაწეული ხარჯები.
1) ყველაზე მეტად რაც თვალსაჩინოდ ჩანდა იყო ის, რომ შოტლანდიელებმა აშკარად გვაჯობეს გუნდურ თამაშში, უბურთოდ მაძრაობაში. მოთამაშეები განუწყვეტლივ მოძრაობდნე, ეხსნებოდნენ ერთმანეთს, ითვისებდნენ ცარიელ სივრცეებს. თანამედროვე ტაქტიკის ეს ელემენტარული ანა-ბანა ჩვენი მწვრთნელებისათვის ჯერ კიდევ ყამირია, მაშინ როდესაც ამას წარმატებით ითვისებენ ჩვენი მეზობელი აზერები, სომხები, ყაზახები. ჩვენი მწვრთნელების გადამკიდე მე უკვე ლუქსემბურგსაც შეშფოთებით ველოდები.
2) თუ მწვრთნელს ტაქტიკურ არსენალში უბურთოდ მოძრაობა არა აქვს, ვერც შესაბამის ფიზმომზადებას აქცევს ყურადღებას და აქედანაა ადრეული დაღლა, ნაკლები გამძლეობა, სისწრაფის არქონა, ორთაბრძოლების დათმობა, პრესინგის ნაკლებობა და ა.შ.
3) აქ სწორად აღნიშნეს, ჩაკვეტაძის გასლის შემდეგ, გუნდის ცენტრი მთლიანად ჩამოიშალა, ისევე როგორც ლოჩოშვილის გასვლის შემდეგ დაცვის ხაზი. რა კონტიგენტიც გვყავს, იმასაც ვერ ვარჩევთ წესიერად. შეიძლება კალანდაძე და მექვაბიშვილი პერსპექტიული მოთამაშეები არიან, მაგრამ დღევანდელ ნაკრებს არ შეესაბამებიან. ამ დროს ვერ ეღირსენ ნაკრებში გამოძახებას ვერც არაბიძე და ვერც გველესიანი. ეს უკვე მავნებლობას და ნაკრების წინააღმდეგ საბოტაჟს ემსგავსება. ასევე როგორც გადაბერდა კვერკველია ნაკრებისათვის, შენელდა, ვეღარ ასწრებს მეტოქის თავდამსხმელებს და დროა დაცვის ცენტრში ლოჩოშვილი და საზონოვი დავაყენოთ. მესამე ცენტრალური მცველის ფუნქცია და ადგილი ჩემთვის გაურკვეველია და ან ერთმანეთის ფუჭ იმედზე არიან ან ერთმანეთს უშლიან ხელს. დაცვის ფლანგებზეც დროა მცველები დავაყენოთ, თორემ ჩვენი ფლანგელები, რომლებიც შეტევით ოპერაციებზე არიან ორიენტირებული, დაცვაში ჩამოსვლას ვერ ასწრებენ და ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებაში დაცვის ფლანგები საერთოდ დაუცველია, როგორც ეს გუშინდელ თამაშში და ესპანელებთან მოხდა.
4) აუცილებელია მამარდამ ყურადღება მიაქციოს დაბალ ბურთებს, თორემ პირველი გოლი არ მიეკუთვნებოდა აუღებელთა კატეგორიას, ისევე როგორც მადრიდის რეალთან ახლო კუთხეში გაშვებული გოლები.
თენგაბი
17 ნოემბერი 2023 12:49
2
ასე აპირობთ ლუქსემბურგის დამარცხებას?
ჰაჰა
17 ნოემბერი 2023 12:34
3
უცნობი რომ ხართ ეს ნაღდია,მწვრთნელობის კი რა მოგახსენოთ.გეთანხმებით მამარდაშვილის შეფასებაში ,არგეთანხმებით ლოჩოშვილთან მიმართებაში---ახლოს ეთამაშე მოწინააღმდეგესო,თან ჯარიმის ზღვარზე არ ითამაშოო---ესენი ხომ ერთმანეთს გამორიცხავენ? როგორ გაქვთ მიქაუტაძის და ზივზივაძის იმედი როცა თავიანთ კლუბებში არ თამაშობენ და თანაც მათი ფუნქცია დღევანდელ ნაკრებში საჭიროების გარეშეა? ფორვარდს მომარაგება ხომ უნდა და როცა მომმარაგებელი არ გყავს მაშინ მათ დაყენებას რა აზრი აქვს? ბრწყინვალე კაკაბაძეც საკამათოა,ალბათ მისი წინა თამაშებიდან გამომდინარე თორე კაკაბაძის მხრიდანაც არ ეშვებოდა ჩვენს საჯარიმოში უამრავი ბურთი? კიდევ ბევრის თქმა შეიძლება მაგრამ...რეალობა არცთუ იმედის მომცემია---ფეხბურთელების დაბალ კლასს დამატებული დამრიგებელთა დაბალი კლასი.ოპტიმიზმის საფუძველი ამ ეტაპზე ნაკლებად ჩანს.
უცნობ მწვრთნელს
17 ნოემბერი 2023 11:36
3
დაანებეთ თავი ფებურთელებს.აზერებს, სომხებს ან ალბანელებს ჩვენზე ბევრად სუსტი შემადგენლობა ყავთ და ერთ ძლიერ მოწინააღმდეგეს მაინც მოუგეს ჯგუფში. არაა სანიოლი მწვრთნელი გაიგეეეთ? ან რა კომენტარი გააკეთა თამაშის მერე! აზრზე არაა ეს კაცი, თან რა ბედნიერი იყო თამაში რომ დამთავრდა ვერ დაინახეთ? მეორე გოლის მერე მთელმა გუნდმა რომ უკან დაიხია ლამის თავის საჯარიმოში, ფლანგებზე რომ თავისუფლად ჩაწოდების საშუალებას აძლევდნენ მოწინააღმდეგეს,ეს დავალება არ იყო და თავისით? ჩაკვეტაძის გაყვანა საერთოდ რა სისულელე იყო? მექვაბიშვილი რომ ვერ ქაჩავს ჯერ ნაკრების დონეს ახალია? დაიღალენო- ახალგაზრდული რატომღაც არ დაიღალა და ერთგოლიანი უპირატესობის შენარჩუნება არ უცდია თერთმეტი კაცის კარში ჩადგომით! კარგი შედეგი კარგ მწვრთნელს საჭიროებს . ეს კაცი კი საერთოდ არაა მწვრთნელი. ხიზანაზე აღარც ვლაპარაკობ, კობიაშვილის და იაშვილის ძმაკაცი- აი მაგის კვალიფიკაცია!
არტ
17 ნოემბერი 2023 11:32
1
ერთბურთიანი სხვაობა მოგებაა არა წმინდა სათამაშო თვალსაზრისით კიდევ უნდა გაუტანო რომ მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურად დაამარცხო თორემ ხომ ხედავთ ბოლო წუთამდე იბრძვიან! ესენი კიდევ კარებში ჩადგნენ იმის მაგივრად თამაში გაგეგრძელებინათ...სამწუხაროდ კონტრშეტევების უმაღლეს დონეზე შესრულება არ შეგვიძლია ეგაა შეთამაშებული გუნდის თვისება
პრაფესორი
17 ნოემბერი 2023 11:25
0
მართლაც ამაზრზენი იყო ჩვენი ფეხბურთელების გორიალ-კოტრიალი მინდორზე. ,როცა მოწინააღმდეგეს ვეღარაფრით უმკლავდებოდნენ და ეს იარაღი იხმარეს ,რაც კიდევ უფრო უსვამდა ხაზს მათ უსუსურობას .რივალდო დიდი ფეხბურთელი იყო და საყოველთაო მოწონებას და სიყვარულსაც იმსახურებდა იმ მომენტამდე,როცა საზიზღარად ისიმულიანტა.მან იმ წუთიდან დაკარგა ყოველგვარი მხარდაჭერა და პატივისცემა გულშემატკივრებისაგან.მის ხსენებაზე პირველ რიგში ის უსიამო ეპიზოდი გახსენდება ადამიანს და ის ამავე დროს იქცა უარყოფით მაგალითად ასეთი შემთხვევების დროს.
საჩინო
17 ნოემბერი 2023 10:46
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული