"მინესოტას" 20-ქულიანი ქამბექი - NBA-ს მოქმედი ჩემპიონი პლეი-ოფს გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეშვიდე, გადამწყვეტ მატჩში, "დენვერ ნაგეთსი" შინ "მინესოტა ტიმბერვულვზთან" 90:98 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კარლ ენტონი თაუნსი გახდა - დომინიკელმა 23 ქულა, 12 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

"მინესოტას" ლიდერმა ენტონი ედვარდსმა 16 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.

"დენვერიდან" ნიკოლა იოკიჩმა 34 ქულა, 19 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა.

"კოლორადოელების" მეორე ლიდერმა ჯამალ მარიმ საკუთარ გუნდს 35 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი
პასი შესძინა.

ამრიგად, "მინესოტა ტიმბერვულვზი" დასავლეთ კონფერენციის ფინალში 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა, კრის ფინჩის გაწვრთნილი გუნდი "დალას მავერიქსს" დაუპირისპირდება. გუნდებს შორის სერიის პირველი მატჩი 23 მაისს ტეხასში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული