სორლოთის პოკერი და გიულერის დუბლი - "ვილიარეალმა" "რეალს" დაუქამბექა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში "ვილიარეალმა" "რეალს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა.

"ყვითელი წყალქვეშა ნავის" რიგებიდან ალექსანდერ სორლოთმა პოკერი შეასრულა.

"რეალი" საწყის 30 წუთში წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდა, სორლოთმა სხვაობა შეამცირა, თუმცა ტაიმის მიწურულს ლუკასისა და გიულერის დუბლის წყალობით "ბლანკოსმა" პირველი ნახევარი 4:1 მოიგო.

მეორე ტაიმში სორლოთმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და შეხვედრა ფრედ, 4:4 დასრულდა.

ამრიგად, 2023/2024 წლების ლა ლიგის სეზონი "რეალის" ტრიუმფით დასრულდა, "ვილიარეალი" კი ჯერჯერობით მე-8 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ თამაშში ჩვენთვის უფრო საყურადღებო არდა გიულერის დუბლია მგონი
Tengo
09:09 20-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული