პირთამდე სავსე სტადიონზე მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით . მეთხუთმეტე წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიამ მეურვეს დაასწრო და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი მომენტი ჰქონდა: შენგელიას მეკარემ არ გაატანინა, მიქაუტაძემ კი მიზანს ვერ უწია. მეტოქეს ხვიჩას შეჩერება უჭირდა და ორმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. შოტლანდიელებს ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ რეალური მომენტი ვერ შექმნეს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ მაკტომინეიმ ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ნაკრებმა იერიშებით უპასუხა, მიქაუტაძის მოპოვებული საჯარიმოდან შენგელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მერე კი კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. სტუმრებს გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა საოცარ ნახტომში მოიგერია ბურთი. სანიოლმა ტრავმირებული ლოჩოშვილი კალანდაძით, ხოლო ჩაკვეტაძე დავითაშვილით შეცვალა. ბოლოს შოტლანდია შტურმზე გადმოვიდა, შენკლენდმა თანაფარდობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზეა და 19 ნოემბერს ბოლო ტურში ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდება.
თბილისი. „დინამო არენა“. 45 815 მაყურებელი
საქართველო - შოტლანდია 2:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (15), 1:1 მაკტომინეი (49), 2:1 კვარაცხელია (57), 2:2 შენკლენდი (90+2)
მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი (კალანდაძე 78), ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 69), შენგელია (აზაროვი 72), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 78), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 69)
1. ამდენი ხანი რატომ გორაობენ მინდორზე ჩვენი ფეხბურთელები?
2. რატომ ხდება, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში, მეორე სართულზე ყოველთვის ვაგებთ?
და კიდევ, კაშია, დიდი მადლობა, მაგრამ წადი რააა... პენსიაზე ნაკრებიდან უნდა გახვიდე?
1) ყველაზე მეტად რაც თვალსაჩინოდ ჩანდა იყო ის, რომ შოტლანდიელებმა აშკარად გვაჯობეს გუნდურ თამაშში, უბურთოდ მაძრაობაში. მოთამაშეები განუწყვეტლივ მოძრაობდნე, ეხსნებოდნენ ერთმანეთს, ითვისებდნენ ცარიელ სივრცეებს. თანამედროვე ტაქტიკის ეს ელემენტარული ანა-ბანა ჩვენი მწვრთნელებისათვის ჯერ კიდევ ყამირია, მაშინ როდესაც ამას წარმატებით ითვისებენ ჩვენი მეზობელი აზერები, სომხები, ყაზახები. ჩვენი მწვრთნელების გადამკიდე მე უკვე ლუქსემბურგსაც შეშფოთებით ველოდები.
2) თუ მწვრთნელს ტაქტიკურ არსენალში უბურთოდ მოძრაობა არა აქვს, ვერც შესაბამის ფიზმომზადებას აქცევს ყურადღებას და აქედანაა ადრეული დაღლა, ნაკლები გამძლეობა, სისწრაფის არქონა, ორთაბრძოლების დათმობა, პრესინგის ნაკლებობა და ა.შ.
3) აქ სწორად აღნიშნეს, ჩაკვეტაძის გასლის შემდეგ, გუნდის ცენტრი მთლიანად ჩამოიშალა, ისევე როგორც ლოჩოშვილის გასვლის შემდეგ დაცვის ხაზი. რა კონტიგენტიც გვყავს, იმასაც ვერ ვარჩევთ წესიერად. შეიძლება კალანდაძე და მექვაბიშვილი პერსპექტიული მოთამაშეები არიან, მაგრამ დღევანდელ ნაკრებს არ შეესაბამებიან. ამ დროს ვერ ეღირსენ ნაკრებში გამოძახებას ვერც არაბიძე და ვერც გველესიანი. ეს უკვე მავნებლობას და ნაკრების წინააღმდეგ საბოტაჟს ემსგავსება. ასევე როგორც გადაბერდა კვერკველია ნაკრებისათვის, შენელდა, ვეღარ ასწრებს მეტოქის თავდამსხმელებს და დროა დაცვის ცენტრში ლოჩოშვილი და საზონოვი დავაყენოთ. მესამე ცენტრალური მცველის ფუნქცია და ადგილი ჩემთვის გაურკვეველია და ან ერთმანეთის ფუჭ იმედზე არიან ან ერთმანეთს უშლიან ხელს. დაცვის ფლანგებზეც დროა მცველები დავაყენოთ, თორემ ჩვენი ფლანგელები, რომლებიც შეტევით ოპერაციებზე არიან ორიენტირებული, დაცვაში ჩამოსვლას ვერ ასწრებენ და ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებაში დაცვის ფლანგები საერთოდ დაუცველია, როგორც ეს გუშინდელ თამაშში და ესპანელებთან მოხდა.
4) აუცილებელია მამარდამ ყურადღება მიაქციოს დაბალ ბურთებს, თორემ პირველი გოლი არ მიეკუთვნებოდა აუღებელთა კატეგორიას, ისევე როგორც მადრიდის რეალთან ახლო კუთხეში გაშვებული გოლები.