ვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში შოტლანდიასთან ნამატჩევს (2:2) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"60 წუთით კმაყოფილი ვიყავი. როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე კარგად ვმოქმედებდით. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა გუნდში ცოტას თამაშობენ (მიქაუტაძე საერთოდ არ თამაშობს) და ამას უნდა დავუკავშიროთ. სამწუხაროა, როცა გოლს ბოლოს უშვებ, მაგრამ შოტლანდიელებმა ეს დაიმსახურეს. მარტისთვის ბევრი კარგი და სასარგებლო რამ დავინახე.

შეცდომების ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ. არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგალითად, კიტეიშვილი და ხოჭოლავა. მათთან ერთად მარტში უკეთ ვითამაშებთ. აუტის
მოწოდებაზე მუშაობა გვიწევს. ახლა ერთად მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ... მიხარია ჩაკვეტაძის კარგი ფორმა, ის ნაკრებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ხდება, როგორც წლების წინ. კვარაცხელია მოედანზე ინსტინქტურად მოქმედებს. შესაბამისად, მისთვის რთულია თქმა, კონკრეტულ ეპიზოდში რა გააკეთოს და რა არა, უშეცდომო კი მხოლოდ მესია...

არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბში 90 წუთს მუდმივად თამაშობს. მათი შეცვლების გაკეთება არა ტაქტიკურად, არამედ დაღლილობის გამო მიწევს. ისე კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, შეცდომას მეც ვუშვებ.

არ მინდა, ფეხბურთელების უთამაშებლობა გამართლება იყოს. უბრალოდ, რეალობას აღვნიშნავ. მარტამდე დიდი დროა და ამ მხრივ პროგნოზირება რთულია. მოლოდინი მქონდა, რომ მატჩში მაღალ დონეზე თამაში 60 წუთსა და ოდნავ მეტხანს შეგვეძლო. გოლი ბოლოს რომ არ გაგვეშვა, ახლა უფრო დადებითი შეფასებები იქნებოდა".

მკითხველის კომენტარები / 42 /
!!-ს----შენ ვინ მოგცა უფლება ვინმეს თამაშის ყურება აუკრძალო და რუსეთის მონა უწოდო? რა, ნაკრების გაკრიტიკება არ შეიძლება თუ ის გასაკრიტიკებელია? მოყვარეს პირში უძრახე შენთვის უცნობია? მაგ ლოგიკით შენ გაპიდარასტებული დასავლეთის მონა ხარ ,რომელსაც ბევრად სჯობს რუსეთის მონობა.საბჭოთა კავშირი ენატრებათო----რატომ მომანატრე მერე შე რეგვენო ,უკეთესი რომ შეგექმნა ხომ არ მომენატრებოდა.სხვათაშორის მაშინ ბევრად უფრო დამოუკიდებლები ვიყავით ვიდრე ახლა ვართ.დროშაც გვქონდა ჰიმნიც და ღერბიც ,კაცობაც და ღირსებაც,სიამაყეც და ავტორიტეტიც.ახლა ქართველი საზღვარგარეთ ან კრიმინალთან ასოცირდება ან ლუკმაპურისთვის გადაგებულ მოხუცების მომვლელად.მაშინ კი, ერთ პერიოდში,ინგლისელები ჩვენზე წერდნენ:ქართველებმა[და არა რუსებმა]შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლესო.დღეს კი უმოტივაციო შოტლანდია ბურთს თვზე გვახევს და არაფერი ვთქვათ? ეგ არის შენი,სისხლით მოპოვებული დამოუკიდებელი საქართველო?
arguti
18 ნოემბერი 2023 02:09
2
ლუკას:ნაწილობრივ გეთანხმებით,რაშიც არ გეთანხმებით, მოდი,იმაზე დავწერ.1.საჯარიმოს მისადგომებთან ხვდებიანო.აბა სად უდა დახვდნენ,როცა ოდნავ მაინც თავისუფალ სივრცეში უშანსოდ აგებენ ყველა ორთაბრძოლას?2.სად გაგონილა თამაში შეტევის გარეშეო,ქართული ფეხბურთის ხიბლი და ძალა მუდამ შეტევა იყოო.თან ამბობ ხუთჯერ შევუტიეთ და ორი გოლი გავიტანეთო.ე.ი.ცოდნიათ ხომ შეტევა,მაგრამ შენზე კლასით ბევრად მაღლა მდგომმა მეტოქემ მეტის საშუალება თუ არ მოგცა რაუნდა ქნა? იმასაც ვიტყვი რომ ჩვენს ფეხბურთში იყო პერიოდები როცა მაღალი კლასის თავდამსხმელები არ გვყავდა და მცველები კი.[ხურცილავა ,ძოძუაშვილის დრო].შეტევა იცოცხლე კარგი რამ არის ,მაგრამ თუ შესაბამისი შემსრულებლები არ გყავს და მაინც შეეცდები მიიღებ იმ შედეგს რაც მივიღეთ ესპანეთთან.3.ჰაუტის მოწოდებისას გახსნას კარგი მოძრაობა და ჯანიც ჭირდება,რაც ჩვენს ფეხბურთელებს არ გააჩნიათ.ზოგადად კი სტანდარტულ მდგომარეობებში ჩვენი უსუსურობა და უნიათობა ცალსახად მწვრთნელის კისერზეა.4. უადგილოდ მეჩვენა შედარება ლომების პრაიდთან.მე ასე ვიტყოდი მოედანზე ჩვენ კი გვყავს ლომი მეთაურად,მაგრამ კატა არ გვყავს მწვრთნელად მის უკან მიმყოლი კურდღლებისათვის ხეზე ასვლა რომ ესწავლებინა. რაც შეეხება მენტალიტეტს ,ის მოდის საკუთარი თავის რწმენიდან და დამაჯერებლობიდან ,რწმენა და დამაჯერებლობა კი სიძლიერიდან.სუსტს,უნიათოს და უსუსურს რა მენტალიტეტი უნდა ჰქონდეს?
არგუტი
18 ნოემბერი 2023 01:35
0
სამშობლო ახლა არ გვაქვს,თორემ მაშინ უძლიერესი კავშირის ერთ-ერთი მოწინავე რესპუბლიკა ვიყავით. მსოფლიო დონეზეც ერთ-ერთი წარმატებული ყველა მიმართულებით.ახლა კი მომაკვდავ ერთა სიაში ვართ შეტანილები,იმათ მიერ ვინც ამ დღეში ჩაგვაგდო და შენ ტვინი გამოგირეცხა.გუცაევი არ გაუშვესო ,...მაშინ თბილისის დინამო იყო საქართველოს ნაკრები და საკმაო წარმატებებს აღწევდა თხუთმეტ ქვეყანას შორის გამართულ პირველობაზე.დღევანდელი ჩვენი გუნდი კი თითქმის ვერცერთ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნის ნაკრებს ვეღარ უგებს.გუცაევი და ყიფიანი რომ გაეშვათ ჩვენ ვიამაყებდით იმ პერიოდის დინამოთი? საბჭოთა კავშირი იყო დამყაყებული და ეს ფსევდო დამოუკიდებელი საქართველოა გდასარევად წარმატებული? კვარაცხელია რომ დინამოში თამაშობდეს და დინამო ეროპული გრანდების ტოლ-სწორი იყოს[მაშინ იყო] უკეთესი არ იქნებოდა? ერთი სიტყვით ბოდიშს ვიხდი წინასწარ,თუ ამ ჩემი კომენტარით ისეთ ვინმეს დავუპირისპირდი რომლის დონეც არ შეესაბამება იმ კატეგორიას რომელთანაც ჭეშმარიტებაზე საუბარი შეიძლება.
!!-ს
18 ნოემბერი 2023 00:40
1
მეორე გოლის დროს სამი შოტლანდიელი უტევდა ერთი წერტილიდან და მხოლოდ ერთი მცველი იდგა მათთან,თანაც არასწორ პოზიციაში...დანარჩენები კი საჯარიმოს ცენტრში და ხაზისკენ იყვნენ ამოწეული,თანაც იმ სამმა შოტლანდიელმა რამოდენიმეჯერ ანიშნა პარტნიორს რომ ბურთი მათი კვადრატისკენ ჩაეწოდებია.
ეს ტაქტიკურ უსწავლელობაზე მიუთითებს...პოზიციას ვერ ირჩევდნენ,თანაც შოტლანდიელები დიდად ტექნიკურები არ არიან...სწრაფი გარღვევა-ჩარბენა ფლანგზე და ჩაწოდება საჯარიმოში,ძირითადად ახლო ან შორეულ ძელთან...მოკლედ ბრიტანულ სტილში.
თუმცა ბიჭბს რაც შეეძლოთ გააკეთეს. მწვრთნელი კი შესაცვლელია,რამეთუ ამ დროში გუნდს გამართული ტაქტიკით ვერ ათამაშებს...პროგრესი არ არის.
რა ჩვენები,აზერბაიჯანელ ან ყაზახებზე ნაკლები ფეხბურთელები არიან.
პავლოვიჩი
17 ნოემბერი 2023 23:50
0
ის ვიღაც მჟავანაძე რომ გამოდის და ნაკრებს ლანძღავს, აი ეგეთ რუსეთის მონებს კი უნდა აუკრძალო საერთოდ ნაკრების თამაშის ყურება და არც არის ღირსი ნაკრები ჰყავდეს. სისხლით მოტანილ და მოუკიდებლობას და დამოუკიდებელი ქვეყნის ნაკრებს გვილანძღავენ და საბჭოთა კავშირის ენატრებათ. რა უნდა ელაპარაკო. იმას კი არ იძახიან, ნეტა ყიფიანი და გუცაევისნაირი იყოს ბევრიო, არა, ისინი რა დროშიც ცხოვრობდნენ იმ დროში უნდათ ისევ ბნელებს. გუცაევმა თავად თქვა, რეალში ტრანსფერი როგორ დაუბლოკეს. ვისზე ნაკლები იყო, მსოფლიო დონის იყო მაგრამ მაინც ჩაკეტეს აქ.
იქნებ ამ ჩამყაყებულ მჟავანაძეს ვინმემ გააგებინოს, რო მისნაირი გულშემატკივარი არ გვჭირდება და ეს თაობა ყოველთვის გვერდით დავუდგებით საკუთარი დროშის ქვეშ მოთამაშე ბიჭებს, რამდენიც არ უნდა მოინატროთ სსსრ ს მაისური :)))
როცა გულზე საქართველო გაწერია, რანაირად უნდა გენატრებოდეს ის დრო როცა ქვეყანა არ გქონდა და ეგენი ჩვენ გვასწავლიან ქვეყნის სიყვარულს?
!!
17 ნოემბერი 2023 14:12
2
არც მამარდაშვილია დინო ძოფი და კაშია-კვირკველიაზე რა ვთქვა არ ვიცი ...მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა, მართლა ძოფი ან ბუფონი რომ იდგეს კარში და ბარეზი-მალდინის წყვილი დაცვის ცენტრში , ისენიც კი ვერ გაუძლებენ ყველა თამაშში ყრუ დაცვაში დგომას . მეორე ნომრად თამაში არ ნიშნავს , რომ საჯარიმოს მისადგომებთან ხვდებოდე მოწინააღმდეგეს . რას გავს საერთოდ , რა ტაქტიკა ქვია ამას არ ვიცი . ვინ თამაშობს ასეთ რაიმეს , ვისაც რაიმეზე პრეტენზია აქვს ? კარგი , დავეთანხმე ვთქვათ სანიოლის და მის ბანდას ( აბა სამწვრთნელო შტაბი ქვია ამათ ?) და ვთამაშობთ მეორე ნომრად , მაგრამ განლაგებას რა ქვია , რასაც ეს ბანდა გუნდს ავალებს ამიხსნას ვინმემ . სად ხდება რომ საჯარიმოს მისადგომებთანაც მარტივად მიაღებინო შემტევს ბურთი ? 3 ოქლაქი მცველი გყავდეს და ყველა საჰაეროს აგებდე ??? რად გინდა მაშინ ეგენი , სისწრაფე მაგათ არ აქვთ , ვერ მოძრაობენ და პოზიციას დროულად ვერ იკავებენ . იმიტომაც გვიჭირს ბურთის ამოტანა . შეტევის გარეშე თამაში სად გაგონილა და ვინ თამაშობს ? ქართული ფეხბურთიუს ხიბლი და ძალა იყო შემტევი ფეხბურთი ! ხიზანიშვილის მენტალიტეტის ფეხბურთელს რო არ ესმოდეს ეს , არ ნიშნავს , რომ მართალი არ ვარ . 5-ჯერ შევუტიეთ და 2 გოლი გავიტანეთ . აქედან გამომდინარე ვერ უნდა მიხვდე რომელი მხარე გაქვს უკეთესი , ძლიერი ხმამაღალი ნათქვამი რო არ გამოვიდეს ?ჰაუტის მოწოდებისას გახსნა და ბურთის მიღება ვერ უნდა ასწავლონ მეტი მონახაზი თუ არ აქვთ ? 1-2 -ის გარდა ყველა ჰაუტი შოტლანდიელებს ჩავაბარეთ .მოკლედ , მითქვამს ათასჯერ და ვიმეორებ, სანამ ასეთი ჩასვრილი მენტალიტეტით ვართ , მანამ არაა ჩვენი საშველი . ლომების პრაიდს , რომელსაც სატავეში ყავს კურდღელი , ამარცხებს კურდღლების ჯოგი თუ სათავეში ყავთ ლომი . ჩვენ გუნდა სხვა ,,სიკეთესთან" ერთად სათავეში კურდღლები უდგანან და ,, წვრთნიან" . არასწორ თამაშს ათამაშებენ და 98% -ითაც რო შეასრულონ , მაინც ვერ მოვიგებთ . დღეს დავალება გუნდმა დაახლოებით ასეთი პროცენტით შეასრულა . ბიჭების ბრალი არაფერია . თუ ვინმე არ უნდა მდგარიყო მოედანზე , ეს სხვაა , მაგრამ ისინი თვითნებურად არ შესულან სათამაშოდ .ამაშია მთელი საქმე .
Luka
17 ნოემბერი 2023 11:18
4
არა ვარ მომხრე ადამიანი თავისი აზრის გამო გავაკრიტიკო. არ გაკრიტიკებ, არც სანიოლს ვიცავ. უბრალოდ გადაიკითხე შენივე ნაწერი.
"მაგრამ განლაგებას რა ქვია , რასაც ეს ბანდა გუნდს ავალებს ამიხსნას ვინმემ . სად ხდება რომ საჯარიმოს მისადგომებთანაც მარტივად მიაღებინო შემტევს ბურთი ? 3 ოქლაქი მცველი გყავდეს და ყველა საჰაეროს აგებდე ??? რად გინდა მაშინ ეგენი , სისწრაფე მაგათ არ აქვთ , ვერ მოძრაობენ და პოზიციას დროულად ვერ იკავებენ." ეხლა კითხვა მაქვს, გჯერა რომ ბანდამ გუნდს დაავალა საჯარიმოსთან მარტივად მიაღებიოს ბურთი და თან დაუმატა ყველა საჰაერო ბრძოლა წააგეთო?.
მეც მიყვარს შემტევი ფეხბურთი, მაგრამ როცა არ გაქვს თავი? მაგალითად მეორე ტაიმი გუნდმა კარგად დაიწყო შეტევებით. გამიხარდა. მაგრამ ეგრევე მამარდამ გაგორებული ახლო კუთხეში გაუშვა. არ მჯერა რომ ბანდამ დაავალა. არც ის მჯერა რომ ძალით გააკეთა. უბრალოდ დონე გვაქვს დაბალი. განსაკუთრებით დაცვაში. იმიტომ ათამაშებს 5 მცველს. იგივეს აკEტებდა ქეცბა და სხვა ქართველი მწვრთნელებიც. ესპანეთთან რომ შემტევი სასტავი იდგა, იმიტომაც წავაგეთ 7:1.
უკაცრავად. მეც მიყვარს შეტევის ყურება, მაგრამ რა უნდა ქნა????
კაირა
17 ნოემბერი 2023 12:01
3
ამ ბიჭს სერიოზული პრობლემა აქვს გამოსვლაზე, პირველი კარგი თუმცა ისიც ახლო კუთხეში გაგორებით გავიდა, ვერ დაინახა ეფარებოდნენ-მივიღებთ, მაგრამ მეორე ჩაწოდებული გადადგი რა ნაბიჯი და მოხსენი ბურთი. მანამდე კიდევ მსგავსი სახიფათო სიტუაცია რამოდენიმეჯერ შექმნეს სკოტებმა და ვერცერთხელ ივარგა. მამარდამ თუ ვერ აღმოფხვრა ეგ ხარვეზი N 1 მეკარის ძიება დაგვჭირდება. ნაკრებს უფრო მეტი კლასის მეკარე სჭირდება, რადგან მოწინააღმდეგეს ეცოდინება და საჯარიმოში სულ ასე სახიფათო სიტუაცია არ შეიქმნება ბურთის ჩაწოდებისას
suxumchanin
17 ნოემბერი 2023 11:08
1
რაქნას სანიოლმო ხალხოო. როცა იძულებით შეცვლები ჭირდება თამაშისას?60-წუთიდან ნახევარგუნდს გამძლეობა არეყოთ და მხოლოდ დროის გაყვანის იმედად იყვნენ ფეხბურთელები...სანამ გაძლეს და იბრძოლენ იქმდე ვუგებდით კიდეც...
romandro
17 ნოემბერი 2023 10:31
8
მშვენიერი თამაში იყო, შემადგენლობაც ყველაზე კარგი იყო დაყენებული, ამ ტამაშზე სანიოლზე ცუდს ვერ ვიტყვი. აქ რომ წერთ ხვიჩა რომ არ გვყოლოდა რას ვიზავდითო, მასე მესი და მარადონა რომ არ ყოლოდა არგენტინას და ხავი და ინიესტა ესპანეთს ვანბასტენი და კრუიფი ჰოლანდიას, ისინიც საქართველოს დონეზე იქნებოდნენ. მოკლედ გულშემატკივრებშიც დაბალია საფეხბურთო ცოდნა.
semi
17 ნოემბერი 2023 10:27
11
Kai tamashi vachvenet xo daamtkices bichebma Rom shegvidzlia golis gatanac brzola mogeba Xoda ese unda gaagrzelon…….

Shecvlaze shenosulebma unda moumaton tamashis xarisxs
Martali
17 ნოემბერი 2023 10:24
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული