ვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში შოტლანდიასთან ნამატჩევს (2:2) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"60 წუთით კმაყოფილი ვიყავი. როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე კარგად ვმოქმედებდით. ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა გუნდში ცოტას თამაშობენ (მიქაუტაძე საერთოდ არ თამაშობს) და ამას უნდა დავუკავშიროთ. სამწუხაროა, როცა გოლს ბოლოს უშვებ, მაგრამ შოტლანდიელებმა ეს დაიმსახურეს. მარტისთვის ბევრი კარგი და სასარგებლო რამ დავინახე.

შეცდომების ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ. არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგალითად, კიტეიშვილი და ხოჭოლავა. მათთან ერთად მარტში უკეთ ვითამაშებთ. აუტის
მოწოდებაზე მუშაობა გვიწევს. ახლა ერთად მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ... მიხარია ჩაკვეტაძის კარგი ფორმა, ის ნაკრებისთვის ისეთივე მნიშვნელობის ხდება, როგორც წლების წინ. კვარაცხელია მოედანზე ინსტინქტურად მოქმედებს. შესაბამისად, მისთვის რთულია თქმა, კონკრეტულ ეპიზოდში რა გააკეთოს და რა არა, უშეცდომო კი მხოლოდ მესია...

არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბში 90 წუთს მუდმივად თამაშობს. მათი შეცვლების გაკეთება არა ტაქტიკურად, არამედ დაღლილობის გამო მიწევს. ისე კი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, შეცდომას მეც ვუშვებ.

არ მინდა, ფეხბურთელების უთამაშებლობა გამართლება იყოს. უბრალოდ, რეალობას აღვნიშნავ. მარტამდე დიდი დროა და ამ მხრივ პროგნოზირება რთულია. მოლოდინი მქონდა, რომ მატჩში მაღალ დონეზე თამაში 60 წუთსა და ოდნავ მეტხანს შეგვეძლო. გოლი ბოლოს რომ არ გაგვეშვა, ახლა უფრო დადებითი შეფასებები იქნებოდა".

მკითხველის კომენტარები / 42 /
!!-ს----შენ ვინ მოგცა უფლება ვინმეს თამაშის ყურება აუკრძალო და რუსეთის მონა უწოდო? რა, ნაკრების გაკრიტიკება არ შეიძლება თუ ის გასაკრიტიკებელია? მოყვარეს პირში უძრახე შენთვის უცნობია? მაგ ლოგიკით შენ გაპიდარასტებული დასავლეთის მონა ხარ ,რომელსაც ბევრად სჯობს რუსეთის მონობა.საბჭოთა კავშირი ენატრებათო----რატომ მომანატრე მერე შე რეგვენო ,უკეთესი რომ შეგექმნა ხომ არ მომენატრებოდა.სხვათაშორის მაშინ ბევრად უფრო დამოუკიდებლები ვიყავით ვიდრე ახლა ვართ.დროშაც გვქონდა ჰიმნიც და ღერბიც ,კაცობაც და ღირსებაც,სიამაყეც და ავტორიტეტიც.ახლა ქართველი საზღვარგარეთ ან კრიმინალთან ასოცირდება ან ლუკმაპურისთვის გადაგებულ მოხუცების მომვლელად.მაშინ კი, ერთ პერიოდში,ინგლისელები ჩვენზე წერდნენ:ქართველებმა[და არა რუსებმა]შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლესო.დღეს კი უმოტივაციო შოტლანდია ბურთს თვზე გვახევს და არაფერი ვთქვათ? ეგ არის შენი,სისხლით მოპოვებული დამოუკიდებელი საქართველო?
arguti
02:09 18-11-2023
2
ლუკას:ნაწილობრივ გეთანხმებით,რაშიც არ გეთანხმებით, მოდი,იმაზე დავწერ.1.საჯარიმოს მისადგომებთან ხვდებიანო.აბა სად უდა დახვდნენ,როცა ოდნავ მაინც თავისუფალ სივრცეში უშანსოდ აგებენ ყველა ორთაბრძოლას?2.სად გაგონილა თამაში შეტევის გარეშეო,ქართული ფეხბურთის ხიბლი და ძალა მუდამ შეტევა იყოო.თან ამბობ ხუთჯერ შევუტიეთ და ორი გოლი გავიტანეთო.ე.ი.ცოდნიათ ხომ შეტევა,მაგრამ შენზე კლასით ბევრად მაღლა მდგომმა მეტოქემ მეტის საშუალება თუ არ მოგცა რაუნდა ქნა? იმასაც ვიტყვი რომ ჩვენს ფეხბურთში იყო პერიოდები როცა მაღალი კლასის თავდამსხმელები არ გვყავდა და მცველები კი.[ხურცილავა ,ძოძუაშვილის დრო].შეტევა იცოცხლე კარგი რამ არის ,მაგრამ თუ შესაბამისი შემსრულებლები არ გყავს და მაინც შეეცდები მიიღებ იმ შედეგს რაც მივიღეთ ესპანეთთან.3.ჰაუტის მოწოდებისას გახსნას კარგი მოძრაობა და ჯანიც ჭირდება,რაც ჩვენს ფეხბურთელებს არ გააჩნიათ.ზოგადად კი სტანდარტულ მდგომარეობებში ჩვენი უსუსურობა და უნიათობა ცალსახად მწვრთნელის კისერზეა.4. უადგილოდ მეჩვენა შედარება ლომების პრაიდთან.მე ასე ვიტყოდი მოედანზე ჩვენ კი გვყავს ლომი მეთაურად,მაგრამ კატა არ გვყავს მწვრთნელად მის უკან მიმყოლი კურდღლებისათვის ხეზე ასვლა რომ ესწავლებინა. რაც შეეხება მენტალიტეტს ,ის მოდის საკუთარი თავის რწმენიდან და დამაჯერებლობიდან ,რწმენა და დამაჯერებლობა კი სიძლიერიდან.სუსტს,უნიათოს და უსუსურს რა მენტალიტეტი უნდა ჰქონდეს?
არგუტი
01:35 18-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული