კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა. ანალიტიკურმა საიტმა Whoscored-მა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა:

მამარდაშვილი - 6.6, კაკაბაძე - 6.9, კაშია - 6.4, კვირკველია - 6.3, ლოჩოშვილი - 6.7, კალანდაძე - 5.9, ქოჩორაშვილი - 6.2, კვეკვესკირი - 6.2, მექვაბიშვილი - 5.9, შენგელია - 6.8, აზაროვი - 6.0, ჩაკვეტაძე - 6.9, დავითაშვილი - 6.0, კვარაცხელია - 8.7, მიქაუტაძე - 6.6, ზივზივაძე - 6.0.

სტუმართა გუნდიდან 7.2 შეფასებით საუკეთესოებად გოლების ავტორები - მაკტომინეი და
შენკლენდი დაასახელეს. ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასება, 5.8, კრისტიმ მიიღო.

Flashscore-მა და Sofascore-მაც საუკეთესოდ კვარაცხელია დაასახელეს - შესაბამისად, 8.3 და 8.0 ქულით. მაკტომინეის ორივე საიტმა 7.5 ქულა დაუწერა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
პირველ რიგში ჩემი პატივისცემა და სიყვარული ნაკრების თითოეულ წევრს, მაგრამ კვარაცხელიამ საერთოდ სხვა განზომილებაში გაიყვანა ჩვენი ნაკრებიც, გულშემატკივრობაც, ემოციებიც და საერთოდ ყველაფერი. მენანება ჩვენი ნაკრებისთვის, მენანება, რადგან, როცა ყველაფერს დადებ მოედანზე, ლიმონივით გამოწურავ საკუთარ თავს და ენერგია აღარ შეგრჩება, უნდა იდგეს შენს გვერდით გუნდი, რომელიც მინიმუმ არ გაანიავებს შენს მოპოვებულს. უკვე მერამდენე თამაშზე მოხდა ასე. საბერძნეთთან რომ გაიტანა ის გოლი მომაგონა დღევანდელმა მეორე გოლმა. მაშინაც ყველაფერი დადო და ფრე მივიღეთ, ესპანეთთან საოცრებები აკეთა და ბოლო წუთზე ლორიას ბავშვური შეცდომით ოლმომ გაგვიტანა. არმინდა წყალში ჩაეყაროს მისი ნაშრომი. ხო ჰქონდა მოპოვებული სამი ქულა დღეს? გაათანაბრეს და კიდე თავიდან მოგვაპოვებინა მაგრამ ვერ მივიყვანეთ ბოლომდე მაინც.
თან ძლიერი თავის ტკივილით თამაშობდაო, საინტერესოა ნაკრების ვარჯიშზე ვინ მიაყენა თავის მძიმე დაზიანება. იმედია ტვინის შერყევა არ აქვს. თუ კიდევ სარისკოა, ჯობია ესპანეთთან დაასვენონ. არაფრის მომტანი თამაში არ არის, ერთადერთი ამოცანაა დიდი ანგარიშით არ წაგება... ალბათ.
თუ ამ ბიჭს მივცემთ ამოსუნთქვის საშუალებას კარგი იქნება.
ურთულესი თამაშები ელოდება გუნდშიც და თავის ტრავმა სახუმარო არაა.
Skeleton
02:52 17-11-2023
8
1. Whoscored-მა დააკორექტირა თავისი შეფასება და დილისათვის კვარას 8,9 ქულა ეწერა.
2. როგორც წესი მსოფლიოს ან ევროპის მასშტაბით ძირითად მოთამაშეს ყოველთვის უფრო მაღალი შეფასება უწერია ვიდრე შესვლაზე შემოსულს (თუ ამ უკანასკნელმა ასისტი არ გააკეთა ან გოლი არ გაიტანა). ამის მიზეზი არის შეფასების მეთოდიკა. მაგალითად, Whoscored-ისათვის ფეხბურთელის საწყისი შეფასება არის 6,0. ამის შემდეგ ყველა მოქმედებაზე (გოლი, ასისტი, პასი, დრიბლინგი, ბურთის ართმევა ან დაკარგვა, თავით თამაში, პენალტის გაცუდება და სხვა) ფეხბურთელს ემატება ან აკლდება ქულა. შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელი 20-30 წუთში ვერ ასწრებს იმდენ დადებით ქმედებას, რასაც ის ფეხბურთელი რომელმაც 60-70 წუთი ითამაშა და შემდეგ შეცვალეს.
ძველი გულშემატკივარი
12:28 17-11-2023
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული