კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა. ანალიტიკურმა საიტმა Whoscored-მა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა:

მამარდაშვილი - 6.6, კაკაბაძე - 6.9, კაშია - 6.4, კვირკველია - 6.3, ლოჩოშვილი - 6.7, კალანდაძე - 5.9, ქოჩორაშვილი - 6.2, კვეკვესკირი - 6.2, მექვაბიშვილი - 5.9, შენგელია - 6.8, აზაროვი - 6.0, ჩაკვეტაძე - 6.9, დავითაშვილი - 6.0, კვარაცხელია - 8.7, მიქაუტაძე - 6.6, ზივზივაძე - 6.0.

სტუმართა გუნდიდან 7.2 შეფასებით საუკეთესოებად გოლების ავტორები - მაკტომინეი და
შენკლენდი დაასახელეს. ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასება, 5.8, კრისტიმ მიიღო.

Flashscore-მა და Sofascore-მაც საუკეთესოდ კვარაცხელია დაასახელეს - შესაბამისად, 8.3 და 8.0 ქულით. მაკტომინეის ორივე საიტმა 7.5 ქულა დაუწერა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
პირველ რიგში ჩემი პატივისცემა და სიყვარული ნაკრების თითოეულ წევრს, მაგრამ კვარაცხელიამ საერთოდ სხვა განზომილებაში გაიყვანა ჩვენი ნაკრებიც, გულშემატკივრობაც, ემოციებიც და საერთოდ ყველაფერი. მენანება ჩვენი ნაკრებისთვის, მენანება, რადგან, როცა ყველაფერს დადებ მოედანზე, ლიმონივით გამოწურავ საკუთარ თავს და ენერგია აღარ შეგრჩება, უნდა იდგეს შენს გვერდით გუნდი, რომელიც მინიმუმ არ გაანიავებს შენს მოპოვებულს. უკვე მერამდენე თამაშზე მოხდა ასე. საბერძნეთთან რომ გაიტანა ის გოლი მომაგონა დღევანდელმა მეორე გოლმა. მაშინაც ყველაფერი დადო და ფრე მივიღეთ, ესპანეთთან საოცრებები აკეთა და ბოლო წუთზე ლორიას ბავშვური შეცდომით ოლმომ გაგვიტანა. არმინდა წყალში ჩაეყაროს მისი ნაშრომი. ხო ჰქონდა მოპოვებული სამი ქულა დღეს? გაათანაბრეს და კიდე თავიდან მოგვაპოვებინა მაგრამ ვერ მივიყვანეთ ბოლომდე მაინც.
თან ძლიერი თავის ტკივილით თამაშობდაო, საინტერესოა ნაკრების ვარჯიშზე ვინ მიაყენა თავის მძიმე დაზიანება. იმედია ტვინის შერყევა არ აქვს. თუ კიდევ სარისკოა, ჯობია ესპანეთთან დაასვენონ. არაფრის მომტანი თამაში არ არის, ერთადერთი ამოცანაა დიდი ანგარიშით არ წაგება... ალბათ.
თუ ამ ბიჭს მივცემთ ამოსუნთქვის საშუალებას კარგი იქნება.
ურთულესი თამაშები ელოდება გუნდშიც და თავის ტრავმა სახუმარო არაა.
Skeleton
17 ნოემბერი 2023 02:52
8
ხვიჩას როგორ ადარებ ჩაკვეტაძე და კაკაბაძეს.
კაი ერთ-ს
17 ნოემბერი 2023 10:15
3
შენა და შენი თავი რაღაც განსაკუთრებულად რომ გეჩვენება. ექიმებს შეურაცხყოფას რატომ აყენებ? ტვინის შერყევა იცი რა არის საერთოდ?? მოკლედ რომ აგიხსნა შენ რომ ხარ იმას ნიშნავს
გივი
17 ნოემბერი 2023 15:13
1
ყველა გამოხმაურება
1. Whoscored-მა დააკორექტირა თავისი შეფასება და დილისათვის კვარას 8,9 ქულა ეწერა.
2. როგორც წესი მსოფლიოს ან ევროპის მასშტაბით ძირითად მოთამაშეს ყოველთვის უფრო მაღალი შეფასება უწერია ვიდრე შესვლაზე შემოსულს (თუ ამ უკანასკნელმა ასისტი არ გააკეთა ან გოლი არ გაიტანა). ამის მიზეზი არის შეფასების მეთოდიკა. მაგალითად, Whoscored-ისათვის ფეხბურთელის საწყისი შეფასება არის 6,0. ამის შემდეგ ყველა მოქმედებაზე (გოლი, ასისტი, პასი, დრიბლინგი, ბურთის ართმევა ან დაკარგვა, თავით თამაში, პენალტის გაცუდება და სხვა) ფეხბურთელს ემატება ან აკლდება ქულა. შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელი 20-30 წუთში ვერ ასწრებს იმდენ დადებით ქმედებას, რასაც ის ფეხბურთელი რომელმაც 60-70 წუთი ითამაშა და შემდეგ შეცვალეს.
ძველი გულშემატკივარი
17 ნოემბერი 2023 12:28
1
შეფასებებს შეხედეთ,ვერც ერთმა შეცვლაზე შემოსულმა,ვერ მიიღო ისეთივე,ან უკეთესი შეფასება,ვიდრე მან,ვინც შეცვლილი იქნა.შედეგიც შასაბამისია.სკოტებმა მატჩის ბოლოს მოუმატეს,ჩვენ კი მოვუკელით და გოლიც გაგვიტანეს.ჩაკვეს,ცოტა მეტს დავუწერდი.დღეს,11 კაცი არ იგებს თამაშს,18 თანაბარი შესაძლებლობის ფეხბურთელია საჭირო.ძირითადის შემადგენლობამ,ყველაფერი დადო,რაც შეეძლო,მაგრამ ძალები არ გვეყო და შეცვლაზე შემოსულ ბიჭებს კი,კლასი და გამოცდილება.
სოსო
17 ნოემბერი 2023 11:36
3
სად წაიკითხე თავის ტკივილით თამაშობდაო, არსად წეია ეგ.
Skeleton-s
17 ნოემბერი 2023 12:03
4
არსად წერია-ს https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/skhvadaskhva/167747-qshotlandiasthan-matchamde-2-jer-saavadmyofoshi-tsaiyvanes-thumcaq-khvicha-kvarackhelias-dasafasebeli-saqcieli.html )))
გიორგი
17 ნოემბერი 2023 15:25
1
თვალები კარგად გაახილე. და წაიკითხე სპორტულ საიტებზე. რადგან დავწერე ე.ი ასე იყო
Skeleton
17 ნოემბერი 2023 15:17
2
ვეთანხმები სოსოს,შემოსულებმა თამაში ვერ გააუმჯობესეს,უფრო პირიქით.სანიოლს ვეკითხები,შე კაცო თუ იცი რომ შენი ფეხბურთელები ორ ტაიმს ვრ ქაჩავენ,შესვენებისას გააკეთე შეცვლები,დაწყნარებულ ,დალაგებულ სიტუაციაში,ვიდრე მაშინ როცა გუნდი აიჭრება და აირევა და დაბალი კლასის შემცვლელებსაც ბუნებრივია უჭირთ თამაშში შესვლა და არათუ გარდატეხის არამედ იგივე დონეზეც კი თამაშის გაგრძელება?
არგუტი
17 ნოემბერი 2023 12:00
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული