"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველო-შოტლანდიის (2:2) შემდეგ, "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, რომელიც საქართველოს ნაკრებზე პერიოდულად მოსაზრებებს გვთავაზობს,  "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება"

"ამ თაობაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ არის სამი განსაკუთრებული. ესენია: ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე.

აქედან ერთმა მოახდინა თავისი ნიჭის მსოფლიოსთვის დემონსტრირება, დანარჩენ ორს კი სხვადახვა მიზეზით ჯერ ყველაფერი არ გამოსვლია, თუმცა იმედია, გამოუვათ.

ამ საქმეში მათ გვერდში უნდა ედგეს ფედერაცია, რადგან ეს საქვეყნო საქმეა, მაგრამ ისინი ჯიბრში უდგანან.

დიდი დანაშაული იყო, რომ
აქამდე სანიოლი ჩაკვეტაძეს არ ათამაშებდა. ფორმაში არ იყოო. არადა, შარშან "სლოვანში" მთელი სეზონი თამაშობდა.

ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულები, რადგან ადრე დისციპლინის პრობლემები ჰქონდა. არადა, არაბიძეს ხვიჩაზე ნაკლები ტექნიკა არ აქვს და "ჩაკვეზე" ნაკლები - მოედნის ხედვა. ბურთის დაჭერაც იცის და უზადო პასიც.

ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება. ამ შანსის გაშვება დანაშაული იქნება ისტორიის წინაშე.

არ დამიწყოთ ახლა, სამივე ერთად არ შეიძლება, ბალანსი დაირღვევა, ბევრი შემტევი იქნება, "გავიდირკებით" და ა. შ. მასე მეუბნებოდით თქვენ, "ჩაკვეს" დაყენებას როცა ვითხოვდი, ხვიჩა და "ჩაკვე" ერთად არ გამოვაო, მაგრამ ახლა კი მოგწონთ.

ასე იქნება არაბიძის შემთხვევაშიც. თან, თუ "ტორპედოს" თამაშებს თვალს მიადევნებთ, აღმოაჩენთ, რომ მას ართმევაზე თამაშიც კარგად ეხერხება.

და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ არაბიძე ახლა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და არა უფრო მაღალ დონეზე. არაბიძე, ხვიჩა და "ჩაკვე" ისეთი ნიჭის ფეხბურთელები არიან, სიარული თუ შეუძლიათ, უკვე ძირითადში უნდა დააყენო და არ უნდა იკითხო, სირბილი შეუძლიათ თუ არა."

altკვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

altვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

მკითხველის კომენტარები / 65 /
მაშ არაბიძე ვერ შეძლებს ნაკრებში თამაშს? და გუშინ კალანდაძემ და მექვაბიშვილმა მაგრად ითამაშეს ნაკრებში? სწორედ კალანდაძის ბრალი იყო მეორე ბურთი ჩვენს კარში, მაგრამ ნაკრებში ათამაშეს იმიტომ, რომ იქნებ გაიყიდონ ევროპის კლუბებში და ნაკრების ხელმძღვანელობას და ფედერაციას ამ საქმიდან წილი ერგოს, ხოლო არაბიძისაგან არ ელიან ფულს და ამიტომაც, თურმე ვერ შეძლებს ნაკრების დონეზე თამაშს.
ჟორა
17 ნოემბერი 2023 20:37
8
დავამატებდი დაყენებულ დარტყმას! არაბიძის გოლი ვინც ნახეთ სამტრედიასთან, (ახალგაზრდული ნაკრების მეკარის კარში) ლამის შუა მოედნიდან დამეთანხმება, რომ მისი არგამოყენება დანაშაულია ერის წინაშე! არაბა ნაკრებში! ხოდა კიდე წიტაიშვილიც მინიმუმ გამოძახებულთა შორის მუდამ უნდა იყოს, თუ რამე არ აწუხებს! ოე მცონარების ხროვა ფედერაციავ თქვენ კითხვა შეიძლება გეზარებათ და იქნებ გადმოგცეთ ვინმემ!
კოტე
17 ნოემბერი 2023 18:05
4
ყოჩაღ მერაბ, ვკითხულობ ხოლმე შენს სტატიებს და გესმის ფეხბურთი. მართლაც კარგი დუეტი გამოვიდა ჩაკვე-კვარა. ყოველთვის მეიმედებოდა ჩაკვეტაძის და გუშინ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ვუსურვებ ჯანმრთელობას ჩვენს დუეტს და გაძლერებას. გადასდებოდეთ ეს მუხტი სრულიად საქართველოს ნაკრებს. შენ პირს შაქარი მერაბ და მალე ლამაზი ტრიოს შემოქმედებამ გაგვიყვანოს ნანატრ ევრო პირველობაზე :))) ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ თანამემამულენო!
წინ მრავალი გამარჯვება გველის, გვფარავდეს უფალი.
დავითი
17 ნოემბერი 2023 18:40
5
Მართალია, სად გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები, მიეცი შანსი ათამაშებს და შეცვალე, ვაის ა მოიწვია ერთხელ ამხანაგურში და გოლიც გაიტანა, ახალგაზრდაა მარტის თამაშებში აუცილებლად გამოგვადგება.
კოტე
17 ნოემბერი 2023 16:43
2
"კვარას ხედვა, ჩაკვეს პასი", ვიეირას ჩაშლა და კასილასის ნახტომი დაავიწყდა პოსტის ავტორს. შე კაი ადამიანო, ასეთ კარგ ფორმაშია თუ არის, ჯანდაბას ვილი დაბრმავდა, სად არიან მთელი მსოფლიოს სკაუტები და გუნდები, რატომ არ გადადის თუნდაც თურქეთის ჩემპიონატში ?
QT
17 ნოემბერი 2023 16:30
24
ვეთანხმები
ქ. გ.
17 ნოემბერი 2023 16:07
6
წადი ბიძია სა გლობალურ კლიმატზე წერე. კვარას ტექნიკა და ჩაკვეს ხედვა თუ აქვს, ჩვენს ჩემპიონატზე ჯვარი აქ დაწერილი?!
qomagi
17 ნოემბერი 2023 16:07
37
ჟურნალისტი რომელიც ყველა თემაზე საუბრობს და არცერთი სფერო არ იცის!
ნუგზარი
17 ნოემბერი 2023 17:15
38
ზუსტად ამის თქმას ვაპირებდი. მხოლოდ ერთს დავამატებ - დაბალი დონის ჟურნალისტი
გიორგი
17 ნოემბერი 2023 17:42
29
გიორგა ექსპერტი ხარ ნუ იტყვი საერთოდ ფეხბურთი გესმის?ან რა თქვა გაიგე? თუ თავი ბალიშზე დასადებათ გინდა,ცუდია თუ კარგია მაგაზეა საუბარი?
ჯოკერა
17 ნოემბერი 2023 20:51
4
ჯერ სტივ კინი უნდა დაინიშნოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად და აგრეთვე გააგრძელოს ტორპედოს გაწვრთნა და ამის შემდეგ ეგ ადამიანი შეკრიბავს მაგ შემადგენლობას და რეზულტატსაც დადებს! ტორპედო კიდევ გახდება ნაკრების საბაზისო გუნდად! სამწუხაროდ ამ ექსპერიმენს მაფიოზური ფედერაცია არ დაუშვებს! ჯერ სანიოლი უნდა გააძღოს ფულებით!
მწვრთნელი
17 ნოემბერი 2023 16:45
17
კინს არ დანიშნავს ფედერაცია მწვრთნელად. ვერ იმანიპულირებენ და არ აწყობთ
ვანჩოპე
17 ნოემბერი 2023 18:08
4
ეს ტიპი ფეხბურთზე ყოველთვის 100% ბაზრობს, არაბიძე დიდი ხანია გამოსაძახებელია და იმედია მიხვდებიან რომ მიქარავენ...ისე მარჯვნივ ლობჟანიძეს რომ აწვალებდნენ აქამდე მაგას როგორღაც მიხვდნენ და მადლობა ღმერთს რომ აღარ დაუძახეს...
Givi
17 ნოემბერი 2023 17:03
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული