ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ესპანეთი VS საქართველო - ბოლო მატჩი გაშვებული უპირატესობის შემდეგ...

ესპანეთი VS საქართველო - ბოლო მატჩი გაშვებული უპირატესობის შემდეგ...

ესპანეთის ნაკრებს ერთი ქულა სჭირდება, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს, საქართველო ნაკრებს კი ნორვეგიისთვის გადასწრება მხოლოდ გამარჯვებით შეუძლია. "ფურია როხა" და "ჯვაროსნები" ვალიადოლიდში, "ესტადიო ხოსე ზორილიაზე" დღეს, 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე შეხვდებიან.

განვლილი შეხვედრა...

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ორჯერ უგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა (2:2). ვილი სანიოლის გუნდმა მშვენიერი გოლები გაიტანა. აუცილებლად აღსანიშნავია გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე პასები. ფრანგი მთავარი მწვრთნელი იმაში უნდა შევაქოთ, რომ "ჩაკვეს" საბოლოოდ, იდეალური პოზიცია მოუძებნა და გიორგი მშვენიერი "ათიანია."

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი მაღალი კლასი კიდევ ერთხელ გვაჩვენა. "კვარა" 90 წუთის განმავლობაში მონდომებული და შემართული იყო. როცა საგოლე კომბინაციებზე ვსაუბროთ, იქ ოთარ კაკაბაძეც უნდა ვახსენოთ - პირველი გოლისას წამიც კი არ დაუკარგავს, კვარაცხელია ისე მოძებნა. ბოლო დროს "ნაპოლიში" ხვიჩას, როგორც "ფინიშერის" პრობლემაზე ვსაუბრობდით, ნაკრებში კი ცივსისხლიანი ფორვარდის უნარებს ამჟღავნებს და შორს არაა ის დღე, როცა "ჯვაროსნების" მაისურით ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდება...

რატომ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა? - გუნდმა, ფაქტობრივად, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში შოტლანდიელებს საშუალება მისცა, მათი მთავარი კოზირი, მაღალი ჩაწოდებები აემოქმედებინათ და ისედაც არადამაჯერებელი დაცვის ცენტრის პირობებში მასთან გამკლავება ბოლოს შეუძლებელი გახდა. საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს მოწინააღმდეგის პრესინგს თავი დააღწიოს, ბურთის შეტევაში გადატანა ინდივიდუალურ ოსტატობას უფრო უკავშირდება. ამ მხვრივ პრობლემები თითქმის ყველა რგოლშია. სანიოლის როგორც ცვლილებები, ასევე მეორე გოლის შემდეგ არჩეული სტრატეგია, წარუმატებელი აღმოჩნდა. სიმართლის თქმას არასდროს უნდა მოვერიდოთ, ეს თავად ფეხბურთელებისთვისაა უკეთესი - გიორგი მამარდაშვილმა ურთულესი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ფეხით თამაშისა და გამოსვლის კომპონენტებზე კვლავ ბევრი სამუშაო რჩება... აღსანიშნავია გიორგი ქოჩორაშვილის პროგრესიც, მას თანამედროვე ტიპის საყრდენისთვის ყველა მონაცემი აქვს...

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, მათ თემურ ქეცბაიას კვიპროსს 3 გოლი მალევე გაუტანეს და (3:1) გაიმარჯვეს. ისევ გაიტანა "ბარსელონას" თინეიჯერმა იამალმა. გაიას არყოფნაში მარცხნივ "ლევერკუზენში" ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ალეხანდრო ხრიმალდომ იასპარეზა ("ასისტი" მიითვალა), მარჯვენა ფლანგი კი 37 წლის ხესუს ნავასს ეკავა. კარში "არსენალელი" რაია იყო.

მატჩის წინ...

საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია დააკლდება. ესპანელთა რიგებში ტრავმირებული ორიასაბალი "სოსიედადს" დაუბრუნდა. უცნობია, ითამაშებს თუ არა როდრი. სასტარტოში ნიკო უილიამსს ველით. მატჩს რუმინელი ჰარეგანი განსჯის.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, პ. ტორესი, ხრიმალდო - მერინო, ზუბიმენდი, რუისი - ფ. ტორესი, მორატა, უილიამსი.

საქართველო: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, კალანდაძე - გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, აზაროვი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

• ZIKO

ლევანის მიმწერს.. კლასი და გამოცდილება თამაშებში მოდის თუ არ ათამაშე როგორ მოუვათ ეს ყველაფერი რა აზრიაქ აბა კაშია-კვირკველიას დუეტი წააგებს თუ საზონოვი-გელაშვილის 1-7-დს.ახლგაზრდებს მეტი შანსი ვიდრე უკვე ათასჯერ და ახალი არაფრის მჩვენებელ ასევე უკვე ასაკში მყოფ ფეხბურთელებს.

• ქომაგი

რომელ ზონურ დაცვაზეა ლაპარაკი როცა კვეკვესკირი საერთოდ ვერ მოძრაობს კაშია და კვირკველია ჯანის და სისწრაფების არ ქონის გამო კატასტროფულ შეცდომებს უშვებენ დაცვაში ამას მწვრთნელი ვერ ხედავს?ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ნაკლები ფეხბურთელები ყავდათ? პორტუგალიას ბელგიას თუ ჰოლანდიას გელაშვილმა საზონოვმა და კალანდაძემ მათ ფორვარდებს ტოლი არ დაუდეს არც ზონურ დაცვაში არც საშუალოდ აწეულ პრესინგში და არც თუ გნებავთ მაღალ პრესინგში, რატო არ შეიძლება ამ ბიჭების ნდობა ეროვნულში მომავალზე გათვლილი პრესპექტივით ამაზე მაქ ლაპარაკი.ბურთის დაჭერას კი გარკვეულ დონეზე თუ ყაზახეთი და სომხეთი ახერხებს საქართველოს ნაკრები რითია მათზე ნაკლები.გაგახსენებთ ცხადაძის დროინდელ ნაკრებს რომელსაც კარგი პრესინგი და ბურთის კარგად დაჭერა გამოდიოდა როცა ის ნაკრები დღევანდელზე არაფრით მეტი არ იყო პირიქით დღეს გაცილებით ძლიერი თაობაა ნაკრებში მაგრამ მათ სწორად გამოყენება ჭირდებათ აქ არის უკვე სანიოლის როლი მთავარი მაგრამ ეს მის ხელში არ ჩანს.გუნდში სადაც კვარაცხელია ჩაკვეტაძე დავითაშვილი კიტეიშვილი ძალიან მებრძოლი და ამავედროს ბურთთან კარგად მყოფი ქოჩორაშვილი გყავს ზედიზედ 5 პასი მაინც უნდა გააკეთო ამას მუშაობა ჭირდება. გუნდს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა ამაზე მაქ ლაპარაკი.

• არგუტი

შვილო, ქომაგო!აბსოლიტურად ვერ გაგიგიათ ჩემი წინა კომენტარი.იქ ყველაფერზეა პასუხი.რათქმა უნდა ღრმა დაცვაში არ უნდა ჩაჯდე თუ გაქვს თავი ზევით ბევრად აწეულმა ითამაშო.როცა უბურთოდ დარბიხარ მეტი ენერგია გეხარჯებაო.შენ გგონია ზევით თუ აიწევენ მერე ბურთს ვინმე მიცემთ? ზონური პრესინგია ჩვენი გუნდისთვის წამალი და გამოსავალი,ოღონდ კარგად დამუშავებული და დამუღამებული.ეგ არის და ეგ.

• levanis

1.თავდაცვის დროს წართმეული ბურთი არ იციან სად წაიღონო.სად და ---აქ ორი სიტყვაა მხოლოდ საჭირო----წინ ,კვარაცხელიაზე.2.პრესინგის დროს ართმეული ბურთი ეცოდინებათ სად წაიღონ?3.დააყენოს შემტევები და აპრესინგოსო----ნუ აქ ძალიან მიჭირს თავის შეკავება ,რომ არ ვილანძღო.პრესინგს უნდა სწრაფი,სხარტი ,კარგად მოძრავი და ამტანი ინდივიდები.ჩვენ ასეთთან ოდნავ მიახლოებული მანც გვყავს ვინმე?მთელ მოედანზე პრესინგს ხანგრძლივად გრანდებიც ვერ ახერხებენ და შენ ჩვენს კუს ნაბიჯით მოსიარულეებს ავალებ?4.ჩვენი მობერებული დაცვა საჯარიმოში გრძნობს თავს კომფორტულადო.ჯერ ერთი რა კომფორტზეა საუბარი როცა გოლებს პანტა-პუნტით იღებენ.და მეორეც მაღლა თუ აიწევენ უფრო არ გაიდირკებიან? შევცვალოთო----ვითი ,რომ ჩამოთვალე იმათით? მათ ხომ ჯერ არც კლასი აქვთ სანაკრებო და არც გამოცდილება? კი ბატონო ,პრესინგი საჭიროა გარკვეულ დროს გარკვეული მეტოქის წინააღმდეგ,მაგრამ პრესინგი არის მრავალგვარი და მრავალნაირი.ჩვენი დღევანდელი შემადგენლობისათვის კი უპრიანია მხოლოდ და მხოლოდ ზონური პრესინგი.შეიძლება თქვენ ეს ვერ გაიგოთ რა არის ,მაგრამ ახლა ამის ახსნის თავი ნამდვილად არ მაქვს,შემდგომში თუ შეგატყვეთ რომ ჩემი საუბრიდან [შენ და ქომაგს]სწორი დასკვნები გამოგაქვთ,არ დაგზარდებით და მთელ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას თქვენს მიერ ფეხბურთის სწორი აღქმის და გაგების სწავლებას მოვახმარ.

• ჰაჰ

ჩვენ 2: 1 ვიგებთ

• რუსთავი

Liveball.uno goooool.org პირველმა არხმა რომც არ დაბლოკოს, ამ საიტებზე ბევრად კარგი ხარისხით და კომენტირებით უყურებთ თამაშს. ეს პირველი არხი ხო მეორე სოდებილე გვჭირს ერს, მილიონებს რაში ვუხდით.

• ₾ადო

1ტვ.გე შეიძლება იუთუბეზეც იყოს და პირველი არხის ფბ-ზეც

• გულშემატკივარი

ინტერნეტში მოიძიეთ პირველი არხის(საზოგადოებრივი) “ლაივი”

• ეზ ლინკი ნახე

https://www.europages.co.uk/IMEBUR-ASYSER/K30006693-000018144001.html

• გენა

37-ე წუთზე ბელგია 4:0 ანადგურებს აზარბაიჯანს. ესპანეთთან ჩვენც იგივე გველის ამაღამ

• Live

სად შეიძლება თამაშს ვუყურო უცხოეთიდან?

• ქომაგი

არგუტიის.ყრუ დაცვაში ჯდომა როგორც ნორვეგიაში ისე თბილისში შოტლანდიასთან მეორე ტაიმში შედეგის მომტანი არ არი ხო დავინახეთ.კონტრშეტევაო დაცვიდან ვინ უნდა წაიღოს ბურთი კაშიამ და კვირკველიამ ვერასდროს ბურთი ვერ ამოიტანეს ხეირიანად აგრეთვე კვეკვესკირი ნელ ტემპში მოქმედებდა ამიტომ მოიპოვა შოტლანდიამ დიდი უპირატესობ. როცა მეტოქეს დიდი წნეხის ქვეშ ყავხარ და უკან შენ საჯარიმოში გაპრესინგებს ამას ჯობია მაქსიმალურად წინ ახვიდე. თან უბურთოდ დარჩენილი გუნდი მეტ ენერგიას ხარჯავს ესეც საქვეყნოდ ცნობილია.

• Levani

გამწარებული რო გიტევს თვითონაც ხო იშიშვლებს ზურგს-ამ დროს ართმევ ბურთს და გყავს შემადგენლობა რომელმაც არ იცის სად წაიღოს ეს წართმეული ბურთი. დააყენე რა შემტევი შემადგენლობა და ათამაშე პრესინგი-ვინც დაიღლება შეცვალე მერე ვინ გიშლის(სასურველია ისევ შემტევით). მაგრამ აქ არის ის პრობლემა რო ბებერი მცველები გვყავს და კომფორტულად გრძნობენ თავს ღრმა დაცვაში. მთელი ეს კაშია-კვირკველია მერე ზემოთ კვეკვე-აბუ,ახალგაზრდა მექვაბიშვილი და ესენი ყველა მოსაშორებელია ნაკრებიდან

• რუსთავი

სანიოლის მწვრთნელობა არ გაიშვას, ვნახავთ დღეს 7 მცველით და ერთი თავდამსხმელით თამაშს. ფედერაცია უნდა მოშორდეს, ,,საძმოს,, და ,,ძველი ბიჭების,, გარდა უნიჭო უვიცები და უცოდინრებიც არიან. კობიაშვილმა 1 წლიანი აუსბილდუნგი გააკეთა გერმანიაში და ხალხმა აიტაცა, ევროპაში ისწავლა ააყვავებსო ფეხბურთს. ხალხი 3-4 წელი სწავლობს ხოლმე იგივე პროგრამით ცოტა რამე რომ ისწავლონ. რაც არ უნდა იყოს ძველი ბიჭები უნდა მოშორდნენ ფეხბურთს და ფედერაციას, ის კიარა და ბავშვთა ფეხბურთშიც უნდა გაიფილტრონ მსგავსი მენტალიტეტის მწვრთნელები, არც ამ მენტალიტეტის ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ წინსვლის საშუალება სულ რომ ვარსკვლავებს წყვეტდნენ!

• ლექხო

არაბიძე აუცილებლად უნდა ვათამაშოთ ნაკრებში. იხ საუკეთესოა ჯარიმების შესრულებაში. ეს კი აქილევსის ქუსლია ჩვენს ნაკრებში. სხვა მხრივაც არაფერი დაეწუნება ამ ეტაპზე

• ქ. გ.

სანიოლს გადაეცით: ქოჩორაშვილი, დავითაშვილი და აზარაშვილი მოედანთან ახლოს არ მიუშვა.

• გოგი

წინა ფიასკოს მერე, კიდე თუ გოჩოლეიშვილი დააყენა საღოლ რა სანიოლის ნერვებს.

• ქ. გ.

თამაშის დასაწყისში მიქაუტაძე და კვარაცხელია გაიტანენ გოლებს ჩაკვეტაძის ასისტით. ამის შემდეგ არ გაჩერდეთ. დაცვაში არ ჩადგეთ. გააგრძელეთ შემტევი ფეხბურთის თამაში.

• A

მაშინ შოტლანდიაც წააგებს ნორვეგიასთან

• პატივისცემით

ვაშააააა!!! ეგ თქვენი სურვილებია. სინამდვილე დაუნდობელია. შემსრულებლები არ გვყავს. კვარას გარდა. დანარჩენი ფიზიკურად ვერ ქაჩავენ, გადაწყვეტილებას ანუ სწორ გაგრძელებას დიდხანს იღებს, მარტო დრიბლინგი იციან. ამიტომ ირჩევენ ნაკრების მწვრთნელები დაცვიდან თამაშს. თუნდაც ქართველები, ქეცბაია ხანდახან 6 მცველს ათამაშებდა, ცხადაძემ შემოიღო ხუთი მცველით თამაში. საიდან აიღებთ იმას რომ ქართული ფეხბურთი თურმე მარტო კომბინაციური და შემტევია???ძველ დინამოზე რომ ლაპარაკობენ, მაშინ დაცვა და ნახევარდაცვა გვყავდა მაგარი. ვირივით მუშაობდნენ, რათა ყიფიანს, გუცაევს და შენგელიას ეფრინათ. მანამდე ხურცილავა, ძოძუაშვილი, ჩოხელი იდგნენ კლდესავით. გასული საუკუნი 60-70-ანი წლების გამოთქმაა, ფეხბურთის გუნდი შედგება იმათგან ვინც პიანინოს ეზიდება, ხოლო რამდენიმე პიანინოზე უკრავს. არ გინდათ ბავშვები მოტყუება და ლეგენდების შეთხზვა. შოტლანდიასთან პირველი ტაიმი შემტევიც იყო და კომბინაციურიც. ყველა უცხოელი მაგას ამბობს, მაგრამ გადაიღალნენ, შესაბამისი შემცვლელები არ გვყავს. ეგ არის.

• ჩელენჯერი

4:0

• arguti

მე პირადად სპალეტისა და გარსიას ტაქტიკას შორის ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავდი,უფრო მეტიც გარსიას ხელში გუნდმა გააგრძელა იმ ფეხბურთის თამაში რა ფეხბურთსაც თამაშობდა გასული სეზონის ბოლოს .ერთადერთი რაც შეიცვალა იყო კიმის ნაცვლად ნათანის დაყენება.შეიძლება მე ვცდები და დიდად დამავალებთ თუ ვინმე ამიხსნის.ახლა თურმე მაცარი გვპირდება სიახლეს და 4-3-3 ტაქტიკით აათამაშებს გუნდს.აქ სიახლე რა არის? არ ვიცი,არ ვიცი !

• გულშემატკივარი

წარმატებები ბიჭებო!!! ღმერთი თქვენსკენ❤️

• ქ. გ.

მამარდაშვილმა დღესაც რომ დაუშვას შეცდომები, მორალურად ეს ცუდად იმოქმედებს მასზე. ისედაც ეტყობა ფსიქოლოგიური დაღლილობა. დღეს სანიოლმა არ უნდა ათამაშოს მამარდაშვილი.

• arguti

ქომაგს-----რას დაგიჟინია ქართული ფეხბურთის კოზირი,კომბინაციური და შემტევი იყო და არისო? ორ მოკლე პასს ვერ აძლევენ ერთმანეთს ზედიზედ და რა კომბინაციაზე და შეტევაზე ლაპარაკობ? შეუტევ ,ზურგს მოაშიშვლებ ,ბურთს უმალვე დაკარგავ და გიყვარდეს გოლების თვლა საკუთარ კარში,ესპანეთი მონაგონი იქნება.რამდენადაც კონტიგენტი თანმიმდევრული შეტევების საშუალებას არ იძლევა ,იქნებ თავდაცვითი მოქმედებები შევასწავლოთ [რომელიც შედარებით ადვილია,ვიდრე შეტევა]და კონტრშეტევებით ვეცადოთ ფონს გასვლა? ეს საძრახისი სულაც არ არის.ბევრი გრანდიც[რეალი] კი იყენებს ამ მეთოდს,რომელსაც უმაღლესი შეტევის პოტენციალი აქვს,მაგრამ როცა გამწარებული მეტოქე თავგამეტებით ეკვეთება ის დაცვაში ჯდება და მწვავე კონტრშეტევებით პასუხობს.დავანებოთ თავი ილუზიურ მსჯელობებს და რეალურად ვიაზროვნოთ.

• ვანჩოპე

100% გეთანხმები. სამხრეთ ამერიკელი მწვრთნელი გვჭირდება უეჭველი

• ჟორა

საქართველოში ეხლა დრო დადგა, როცა ფედერაციის შეცვლაც გმირობის ტოლფასია, რადგან ეს "მდიდარი ოჯახის" შთამომავალნი და "კონსტიტუციონალისტი" თმახუჭუჭა ბიჭები ფიქრობენ რომ სამუდამოდ ჩაიგდეს ქვეყანა ჯიბეში და სულ ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი გარდა უკვე ხსენებული ჯიბისა. რატომ ველით რაიმე შედეგს თუ საბავშვო ფეხბურთის მწვრთნელების სრული უმრავლესობა არის გაუნათლებელი და უწიგნური ხალხი, რომელიც ამ საქმეს მხოლოდ ოჯახის სარჩენად აკეთებს? ისლანდიაში ფეხბურთის დონის ასამაღლებლად ასობით მწვრთნელი მოამზადეს ინგლისსა და გერმანიაში,რომლებმაც ისლანდიაში დაბრუნების მერე დაიწყეს ბავშვებთან მუშაობა და მხოლოდ ათიოდე წელიწადში დაიდო შედეგი.პროფესინალიზმი საჭიროა ყველა ეტაპზე, მხოლოდ სადღეგრძელოს დალევა და სტადიონზე საქართველოს ( რბილი ლ-თი) ძახილი საქმეს არ შველის.

• მაო

უმარტივესია,შებრძანდით ფედერაციის საიტზე და თავადვე გაეცნობით,რას აკეთებს ფედერაცია.არავის დახმარება არაა საჭირო.ანალიზი კი,უდავოდ,მხოლოდ თქვენზეა და თქვენს ობიექტურობაზე.წარმატებები.

• ქომაგი

საქართველოს ნაკრები ვერასდროს ითამაშებს ძალის მიერ და დაცვით ფეხბურთს ეს შოტლანდიასთან კარგად გამოჩნდა.ქართული ფეხბურთის კოზირი იყო და იქნება ბურთით და კობინაციებით თამაშიასევე დრიბლინგები რომელსაც კვარაცხელია საბა ლობჟანიძე არაბიძე რომლის არ გამოყენება დანაშაულად მიმაჩნია მე პირაფად აგრეთვე წიტაიშვილი რომელიც მცველი არ არი და შემტევია მაგრამ ნაკრებში დაცვით ფუნქციებს აკისრებენ იმის თქმა მინდა რომ რესურსი ნამდვილად არი მაგრამ ამას კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელების სწორად შერჩევა ჭირდება საყრდენებიო ამბობენ ქოჩორაშვილი მაგარი ბიჭია და მუშაობა უნდა გააგრძელოს ალთუნაშვილი რომელიც მუშა და მოძრავი საყრდენია მაგრამ ნაკრებში არ იყენებენ. ლუკა გაგნიძე, სიგუა რომელიც სწორ ადგილზე მოხვდა და დიდი პოტენციალი აქვს კიტეიშვილი რომელიც მეორე საყრდენად მაგრად თამაშობს და ბურთის დაჭერა კარგად ეხერხება სულ მუშაობს მოედანზე.მივადეგით დაცვას ფლანგები კარგია დაცვის ცენტრი კი უსუსტესია აქ უკვე ივა გელაშვილი ლოჩოშვილი საზონოვი კალანდაძე ამათი დრო მოვიდა და ერთმანეთთან კონკურეციაში შევლენ უფრო გაიზრდებიან ეს ბიჭები მაგარი მცველები არიან ამას უბრალოდ დანახვა უნდა.მიმაჩნია რო ნაკრები 2 ცენტრალური მცველით უნდა თამაშობდეს და არა 3. ანუ 4 მცველით და არა 5-ით.როცა ნაკრები 5 მცველით თამაშობს ნახევარ დაცვის ცენტრი აგრეთვე შემტევი პოტენციალი სუსტია. ესპანეთთან და ესეთი ტიპის გუნდებთან არ ვიძახი ჩვენ მაგათ დონეზე ჯერ არ ვართ.ახლა მწვრთნელზე მინდა ვთქვა სანიოლი არის სულ სხვა იმადთან რაც ზემოთ ჩამოვთვალე ის აკადემიურ და უფრო დაცვით ანუ ძალის მიერ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას ეს კი ჩვენგან ძალიან შორს არი.ჩვენი ფეხბურთი არის ახლოს სამხრეთ ამერიკულთან რომელიც ძალიან თამაშის დროს პერიოდულად ფეთქებადი და კობინაციურია ისინი ძალის მიერ ფეხბურთს არ თამაშობენ,მაგრამ როგორ გამოსდით! ამაზე აღარ ვილაპარაკებ ეს მთელმა პლანეტამ იცის როგორ თამაშობენ სამხრეთ ამერიკელები.დასკვნა კვალიფიციური საშუალო დონის სამხრეთ ამერიკელი მწვრთნელი ან ქართველი მწვრთნელი ჭირდება ნაკრებს სასწრაფოდ რო ეს ყველაფერი სისრულეში მოვიდეს და პოტენციალი სრულად გამოვიყენოთ.ახლა ვეტერანებზე მინდა ვთქვა კვეკვესკირი კაშია კვირკველია ლორია დიდი მადლობა ბიჭებო რაც ნაკრების თვის გააკეთეთ მაგრა წასვლის დრო მოვიდა როგორც ეს კანკავამ გააკეთა.ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება ეს შოტლანდიასთან თამაშსი კარგად გამოჩნდა ხალხი უფრო დაჰაფასებთ ასეთ შემთხვევაში.მეკარეები კი ნაკრებს კარგები ყავს და ამაზე აღარ ვილაპარაკებ.

• შიო

რათა გაშიფრეს ესპანელებმა მამარდაშვილი?ქვემოთ ჰაჰაჰამ დაწერა კოჭოია ლაშქარაშვილი დავაყენოთ კარში გაშიფრული არ არისო.

• ქ. გ.

დღეს ლორია უნდა დააყენოს სასტარტოში.

• 100%

ფიზიკაში გვჭირდება მომატება. ეს ამ თაობის მინუსია და კარგი იქნება მომავალს მივცეთ იმის შანსი, რომ 90 წუთი შეძლონ სირბილი. სხვა მხრივ ბიჭებმა ამ თამაშში სული და გული ჩადეს, ასე მგონია მე. ესეთი ძლიერი და მოტივირებული შოტლანდია კი, კენი დალგლიშის მერე არ მახსოვს.

• ყურადღება!!!

ესპანეთის ეს ნაკრები არგენტინასაც მოუგებს დიდი ანგარიშით. წესით 3:0 უნდა დამთავრდეს დღევანდელი თამაში, მაგრამ შეიძლება "გატყდეს" და 1:2 ან 0:1 დამთავრდეს საქართველოს სასარგებლოდ. "გატეხვის" შემთხვევაში იქნება წითელი ბარათი ესპანეთის მხარეს. საქართველოს მოგებას 26 კუში აქვს და უნდა დავსვა დღეს და არ გეწყინოთ. წარმატებები ყველას!!!

• ჟორიკას

ჟორიკ დღევანდელმა თაობამ იცის ჟოპასტენკა რა არის?ფეხბურთი კაცმა უნდა ითამაშოს და არა კაცმაცუნამ,ეს ფეხბურთის თამაში არა ესე თამაში თუ უნდა ბევრი თეატრი არის თბილისში,ისე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვყავს ჟოპასტენკას რომ თამაშობს ამათ გონიათ მიზანი ამართებს საშუალებას-მოგება ყველაფრის ხარჯზე გამართლებულია?40 წელია გასული და ჩელეზე დღესაც ლაპარაკობენ,გავა წლები და მაინტერესებს ჟოპასტენკის მოთამაშეებს როგორ გაიხსენებენ,

• გოგია

იმიტომ, რომ ისეთი სპარინგ-პარტნიორები შეარჩიეს (მონღოლეთი და ტაივანი, თუ ტაილანდი), არანაირად რომ არ გამოდგებოდნენ ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად. ოფიციალურ თამაშებში კი, ქულები გვინდა და ვერ გავრისკავთო. ეგაა მაგათი ლოგიკა.

• არჩის,სოსოს.

ფულის კეთების გარდა რა ნახეთ ფედერაციის გაკეთებული ქოცებო,ერთი სიტყვა გაგიგიათ კობიაშვილის პარლამენტში?ან ფედერაციაში რას აკეთებს?ძმაკაცებს ასაქმებს?ბარო ჟორაჯან ესე გვინდა ფეხბურთი წინ წავწიოთ?

• არგუტი

G.L.A-ს----ფედერაციის კრიტიკა საჭიროცაა და აუცილებელიც ,ნაკრები ხომ მათი საქმიანობის პირდაპირი შედეგია,მაგრამ მათი შეცვლით განა რამე შEიცვლება უკეთესობისკენ?დამოუკიდებლობის რომელ ეტაპზე გვყავდა ფედერაცია,რომელიც კრიტიკას არ იმსახურებდა? განა წინეები უკეტესები იყვნენ ან ახალს თუ მოვიყვანთ უკეთესი იქნება?არა და არა.საკითხი მასშტაბურია და სათავიდან მოდის .იმ სათავიდან საიდანაც იწყება და წყდება სახელმწიფოს პოლიტიკური წყობის,პოლიტიკური სისტემის და მართვის სტილისა და მეთოდების არჩევა და ცხოვრებაში გატარება.თქვენ რატომ ხართ უცხოეთში?სისტემის გამო ხომ არა? აქ დარჩენილიყავით და გებრძოლათ როგორც ფეხბურთის ასევე,სხვა უამრავი პრობლემის მოგვარებისათვის? მაგრამ დაუძლეველთან შებმას თქვენ გაქცევა ამჯობინეთ.აქ თუ ვერაFერი გააკეთეთ ,აბა მაქედან ლაპარაკით რა უნდა გააკეთოთ? მე ძAლიან მტკივა და განვიცდი ყველა ქართველის უცხოეთში წასვლას და გადახვეწას.თანაც დაბრუნებას აღარ ვაპირებო,მაშ რაღა აზრი აქვს მაქედან მოძღვრვას და ლაპარაკს? მალე ხომ ყველაფერი დავიწყებას მიეცემა და გაქრება?

• არგუტი

თურმე მეტოქეს საშუალება მივეცით და იმიტომ ვერ შევინარჩუნეთ ანგარიში.აგაშენათ ღმერთმა,აწი ვუთხრათ ბიჭებს საშუალება არ მისცეთო და გამარჯვება გამარჯვებაზე მოვა.საშუალება კი არ მისცეს ,მიაცემინეს,დაათმობინეს ,ზეწოლით დაათმობინეს ცენტრიც,ფლანგებიც და მთელი მოედანიც.გასაგები უნდა იყოს რომ გუნდი დაკომპლექტებულია სუსტი ფეხბურთელებით,მათთვის ბურთის დაჭერა,ინტენსიური შეტევების წარმოება,კომბინაციური თამაშის დავალება არის შეუძლებელის და შეუსრულებელის დავალება.მათ უნდა აკიდო იმდენი ტვირთი რამდენის ზიდვასაც შეძლებენ.ანუ ,რაოდენობით მაინც [რამეთუ ხარისხი არ გვაქვს] გადაკეტონ ჩვენი კარისაკენ მიმავალი ყველა გზა.მეტოქე უნდა შეასკდეს კედელს ,რომელზეც თადათანობით ჩამოიმსხვრევა და ძალას დაკარგავს.უნდა დაველოდოთ ჩვენს დროს და სწრაფი კონტრშეტევებით დავამწუხროთ მოწინააღმდეგე.ამ შემთხვევაში სრულიად ზედმეტია ცენტრფორვარდით თამაში ,მის ნაცვლად ,ერთი მოძრავი ნახევარმცველის დამატება იქნებოდა უპრიანი.ეს არის ერთად ერთი გზა ამ შემადგენლობისთვის რათა მეტ-ნალებ წარმატებას მივაღწიოთ.აქ ზოგი წერს, რომ დაცვამ მაღლა უნდა აიწიოსო, კი მაგრამ,ამ შემთხვევაში მათ უკან ჩაგდებულ ბურთებზე ვინ უფრო მალე მივა, ჩვენი მოუქნელი მცველები თუ მეტოქის სწრაფი ფორვარდები? ერთი სიტყვით ჩვენ გვჭირდება დაცვიდან თამაში,მაღალი თავგანწირვით,წინასწარ კარგი მომზადებით ცოდნით და უნარით.მე პირადად,სხვა გზას,სხვა ვარიანტს წარმატების მისაღწევად,ვერ ვხედავ.

• სვანსკი

კვეკვესკირი მექვაბიშვილის საქმე ასეა მკვდარი მკვდარს აეკიდაო,ეს ორი კაცი რა დამსახურებით თამაშობს ნაკრებში? არაბიძე არ მოგწონთ,მაგრამ ეს ორი კაცი რატომ გვერგო მზითებში???

• G.LA

აჩის და სოსოს რატომ გგონიათ რომ აქ ფედერაციის კრიტიკოსები ანგაჟირებულები არიან და ვინმესგან რამით დავალებული? მე და ჩემნაირი აქ ბევრი შემოდიან ვინც უცხოეთში ვცხოვრობთ. მე ალბათ აღარც ვიცხოვრებ საქართველოში და შეიძლება უბრალოდ ჩამოვიდე როგორც ჩემს სამშობლოში. მაგრამ მე ისევე შემტკივა ქართულ ფეხბურთზე გული როგორც თქვენ ყველას და ასევე ზოგადად საქართველოს დღევანდელობაზეც. უბრალო კითხვაზე შეგიძლიათ პასუხი გამცეთ, რას აკეთებს ნაკრებში დვალიშვილი და თვლით თუ არა მართებულად მან რამე დარიგება მისცეს შესვლაზე შესულ ფეხბურთელს? ხოდა აქ მთავრდება ჩემთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენცია და ნაკრებზე ფიქრიც. რაც შეეხბეა გაკეთებულ საქმეებს როგორც თქვით, ვერსად წავიკითხე გაკეთებული ფედერაციის მხრიდან. აქვე თვქენვე გაქვთ ჩამონათვალი რა გააფუჭა ფედარაციამ. მაკედონასთან ფინალი. ზოგიერთი ვთვლით რომ სანიოლის მოყვანაც შეცდომა იყო და არის. იმ ტოპმოლერს და კუპერს ნაკრები ერთა ლიგაზე არ უთამაშიათ დ ან ც დაბალი დონის გუნდებთან. აგერ შეხედეთ ალბანეთი უკვე ფინალშია, მოლდოვას შანსი აქვს, ყაზახეთს შანსი აქვს. ეს არის გაკეთებული საქმის შედეგი. ახლა თქვენ დამისახელეთ შედეგი. ერთა ლიგის გარდა. იქ ყაზახეთიც 1/2 ფინალშია და იქნებ მითხრათ მათი გამორჩეული ფეხბურთელები რამდენი იცით?

• Martali

სანიოლის ხელოვნური ოფსაიდი გაუგია რა არის? იქნებ ვინმემ აუხსნას რომ როცა ლამის ცენტრიდანაც საჯარიმოში გიწოდებენ და ერთი თაცით მაღლებს და ათლეტებს ეთამაშები გამოსავალი დაცვის ხაზის მაღლა აწევაა. გოლის გარდა კიდევ სამი გოლი უნდა გაეტანათ თავით და გადავრჩით. და იღბალი რომ გადაგვარჩენს და მერე შედეგით იტრაბახებ სირცხვილია როცა უმოტივაციო შოტლანდიასთან ფრე ცუდი შედეგია. როდემდე ვიქნებით სირაქლემას პოზაში და ფედერაციიდან არ წავლენ არაკომპეტენტური ხალხი მანამდე ასე ვიწუწუნებთ ყველა თამაშის მერე

• O.K.

ბურთი ვისაც აქ გოლიც მას გააქვს და იგებს კიდეც, ჩვენები პასებს ვერ აძლევენ ერთმანეთს, ბურთს ვერ იჭერენ და ვერ კომბინირებენ და როგორ უნდა მოვიგოთ???

• QT

დაგვანებული რატომ? თანამედროვე ფეხბურთში, თ რამე კატასტროფა არ ხდება მინდორზე, მწვრთნელები სადღაც 60-65 წუთამდე შეცვლას არ აკეთებენ. რაც შეეხება მცველებს, თუ ყველაფერი კარგად მიდის, მათ საერთოდ არ ცვლიან, ან თამაშის ბოლოსკენ თუ შეცვლიან და ლოჩოშვილი და შენგელიაც ფაქტიურად დაცვით ფუნქციებსაც ასრულებდა. ვნახოთ აბა ესპანეთთან, იქნებ გოჩოლეიშვლს და ალთუნაშვილს მიეცეთ შანსი, ძალიან საინტერესოა მათი ხილვაც.

• არჩი-ს

გაფიცებ დააკონკრეტე რაში გამოიხატება ქვეყნის წინსვლა?ოღონდ სადღეგრძელოების გარეშე,მხოლოდ ფაქტები!წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე გამოდიხარ და ვერ გექნება ობოექტურობაზე პრეტენზია!

• რა მაფიაა?

სანიოლს ესპანეთთან პირველი თამაში დაავიწყდა ეტყობა, დროის გაყვანა, დაცვაში ჩადგომა (მაშინ კვარას გაყვანით) ცუდ შედეგებს რო იღებს ეგ ტაქტიკა... და ეს გორიალი მოედანზე... არ ვარგია ეგრე. მაკტომინეი გაბუქებულად და ზედმეტს ტატყანებს, მარა იდეაში მართალს ამბობს. ეს თამაში ჩვენ უნდა მოგვეგო და შემთხვებით გადარჩენილ შეხვედრაზე ამ გოროაბის და საბავშვო ბაღის გამო ვერ მოვიგეთო ვერ უნდა ამბობდეს მეორე გუნდის ლიდერი. რა გადხდა შეუტიე და აღარ ექნება ეგ დრო ისედაც მოწინააღმდეგეს შენ რო გექნება ბურთი

• Levani

ქოჩორაშვილმა 2-1 ზე ლოგიკურად შეაჩერა სწრაფი კონტრშეტევა ჯარიმით(ყველა მასე მოიქცეოდა) მერე როცა მოსაბოდიშებლად მივიდა და ხელი გაუწოდა მაკტომინეიმ ხელი ჰკრა და ესეც დაეცა ცოტა გააფორმა-ესეც სწორი საქციელია და რა გინდათ? ქართული სტილი რაა? გარეთ დალოდებოდა და ეცემა ძმაკაცებთან ერთად და ბოლოს სახეზე შრამი დაედო?

• 2

მგონი დამეთანხმებით, რომ დაცვის ცენტრში აშკარა პრობლემა გვაქვს, თუმცა ჯიუტად არ აძლევენ შანსს სხვა ფეხბურთელებს თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად და თამაშიდან თამაშამდე ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ! რატომ?!

• Saba

საერთოდ რა უნდა მაგას ნაკრებში? რადგან ლეგიონერია და არაბა ქუთაისიდან არა! დდდდ.

• სოსო

ხვიჩას და მიქაუტაძის თამაშის აუცილებლობაში ვერ დაგეთანხმებით,დანარჩენში კი,თქვენს გვერდით ვარ.ვინც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა,ნახეთ რამდენი ფეხბურთელი წავიდა უცხოურ კლუბებში სათამაშოდ.ხვიჩასს და გიორგის,მათთვის უნდა გადაეკეტათ გზა,რაც ქართული ფეხბურთის მომავლისათვის, საზიანო იქნებოდა.. პ.ს.ხშირად შემოდით ხოლმე საიტზე,თქვენი პოსტებით,თორემ აქაურობა წალეკეს,ყველას და ყველაფრის უაზროდ მლანძღავ-მაგინებელმა ხალხმა.

• las

და შენ რო აქებ არ ხარ პოლიტიკურად ანგაჟირებული? როგორ უნდა შეაქო იმ ფედერაციის პრეხიდენტი, როცა ნაკრები უკვე მე-3 ტურში კარგავს გასვლის შანს და პირველ ადგილზე გასულს 15 ქულით ჩამორჩება. როცა ყველა კლუბი ევრო ტურნირზე პირველივე რაუნდში ვარდება :) უნდა სევაქოთ?

• ქ. გ.

ქოჩორაშვილმა იუხეშა, ყვითელი ბარათი მიიღო და სიმულაცია დაიწყო. ეს არ არის ქართული სტილი. თან ამის მერე თამაში აირია და გოლი ამიტომ გაგვიტანეს.

• საქართველო

კი ნამდვილად მასეა მაგრამ ჯგუფიდან რომ გავსულიყავით მერე ამ ქართველთმოძულე "ქართველებს" რა ეშველებოდათ?? ვისზე ამოანთხევდნენ თავიანთ ბოღმას?

• simartle

რატომ ვერ შინნარჩუნა უპირატესობა? არა მარტო ჰაერში დაცვის შემცდომებია ეგ არამედ შუა ხაზში ბურთის ჩაბარება შოტლანდიელებისთვის. ეს სანამ არ გამოსწორდება არანერ მოგებაზე ფიქრი არ შეიძლება.პასები ვერ გაუკეთებიათ წესიერად დაცვიდან შუა ხაზში და თვითონ მიიჯაჭვეს თავი საკუთარ საჯარიმოში. ბუფრთის კონტროლი ასე ჩაბარება თან საშუალო დონის შოტლანიასთან როგორ შეიძლება? ეს ისევ სამწვრთნნელო გუნდის შეცდომაა. არასწორად იძახებენ ფეხბურთელებს. არაბიძეს რატომ ჩაუდგნენხ ჯინაAში კიდევ არ მესმის. პასი საუკეთესო აქვს, ბურთს ინარჩუნებს, კარებში შორიდან ურტყავს და საჯარიმოებს ყველაზე კარგად ასრულებს.

• Qt-ს

უფრო მომავალი მატჩის პრევიუა და იმიტო ჩანს მშრალი, ისე ამ ავტორისგან იდეალურ მსჯელობას ვართ შეჩვეულნი. რაც შეეხება თქვენ მიზეზებდ. ისეთი განცდა იყო, სანიოლი ნებიამიერ შემთხვევაში მაგ ხალხის შემოყვანას და მაგ ცვლილებებს აპორებდა. ან რა ნაადრევი, საკმაოდ გვიან შევიდა ყველა. უფრო სხვა მიზეზებია ანგარიშის შეუნარჩუნებლობაში. წინასწარ თუ იცოდა, ბოლოს ვერ ვივარგებდით, სხვანაირად უნდა დაეგეგმა ბოლო წუთები

• ჰაჰა

მაგ ლოგიკით, კოჭოია ლაშქარაშვილი ვათამაშოთ. კაციშვილი არ იცნობს.

• QT

ცოტა მშრალი ანალიზია. მოდი გავშალოთ თემა, რატომ ვერ შევინარჩუნეთ უპირატესობა და იმიტომ, რომ: სანიოლს მოუწია დაუგეგმავი ან ნაადრევი ცვლილებების გაკეთება, როდესაც შენგელიამ მიიღო ტრავმა და შემოვიდა აზაროვი და იმავე მიზეზით ლოჩოშვილი შეცვალა კალანდაძემ. კვეკვესკირის მექვაბიშვილით, მიქაუტაძეს ზივზივაძის და ჩაკვეტაძის დავითაშვილით შეცვლამაც არ გამოიღო შედეგი. ამ ხუთი ცვლლებიდან ორი ეროვნული ლიგის მოთამაშე შემოვიდა, ცხადად ჩანდა სხვაობა მათსა და შოტალნდიელებს შორის, მეორე გოლიც კალანდაძეს დაჯაბნას მოყვა, ვერც მექვაბიშვილი გაუმკვლადა მაკტომინეის და სხვა შოტალნდიელებს. ზივიზივაძეს და აზაროვს სამწუხაროდ აკლიათ სათამაშO პრაქტიკა და არაა გასაკვირი კარგად რომ ვერ ჩაერთვნენ, ხოლო დავითაშვილს იმხელა ემოციური ფონი ქონდა თამაშის წინ, შვილი შეეძინა და ვულოცავ, ისისც ვერ შემოვიდა კარგად. ამაშია საქმე, ყველაფრერს დავარქვათ თავის სახელი, საწყენიც არაფერია ამაში და ჯობია ბოლომდე ითქვას სათქმელი.

• აკო

ყაზახეთზე და მოლდოვაზე რომ წერთ. მაგათ ჯგუფები ჩვენ რომ შეგვხვედროდა აუცილებლად გავიდოდით. მინიმუმ ბოლო ტურამდე გასვლის შანსს არ დავკარგავდით.

• აკო

თქვენნაირი სტაჟი არ მაქვს მაგრამ სრულიად გეთანხმებით რაც დაწერეთ. სიამოვნებით ვისაუბრებდი თქვენთან ქარათულ ფეხბურთზე. პატივს ვცემ ყველა ადეკვატურ და მოაზროვნე ადამიანს. წარმატებები ნაკრებს, თქვენ და მთლიანად საქართველოს.

• მწვრთნელი

ყაზახეთი კიდევ ჰო, მაგრამ მოლდოვასგან ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი! ჯგუფში ჩატოვო პოლონეთი თავის ლევანდოვსკიანად, არ ვიცი! ამ დროს ჩვენ ფრე ძლივს გავუგორეთ უჰოლანდო ნორვეგიას და შოტლანდიის მეორე გუნდს სახლში! 7-1 შევრცხვით ესპანეთთან და რა შედეგი ვიფიქრო ხვალინდელ შეხვედრაზე არ ვიცი! 7-2, თუ 5-3 ესპანეთთან!?

• არჩი

ორმოცდათხუთმეტი წლის სტაჟი მაქვს და არა მგონია, ქართული ფეხბურთი ჩემზე მეტად ბევრს უყვარდეს, ამიტომ თავს უფლებას მივცემ რამდენიმე შეფასება გავაკეთო. 1.ვინც ფეხბუთელებს უპატივცემულოდ მოიხსენიებს, ნაკრებს და ფედერაციას ლანძღავს, უმეტეობა რაღაც მოსაზრების გამო ანგაჟირებულია და მეეჭვება ერთი თამაში მაინც ქონდეთ თავიდან ბოლომდე ნანახი და ქართულ ფეხბურთზე მართლაც შესტკიოდეთ გული. ეს თაობა აკეთებს მაქსიმუმს,რაც შეუძლია. ეს არის 90-იანების მეორე ნახევარში და 2000-იანების დასაწყისში დაბადებული თაობა და ფეხბურთი კი არა, საერთოდ ქვეყანა იყო მაგ პერიოდში გაპარტახებული, უკეთესი ფეხბურთელები ვერ იზრდებოდნენ. 2.ნაკრების ფეხბურთელებიდან მხოლოდ ორი - კვარაცხელია და მამარდაშვილი არიან ტოპ ხუთი ლიგის გუნდის ძირითადის მოთამაშეები. ძირითადის მოთამაშეა თავის გუნდში კიტეიშვილი, კაშია, კვირკველია, დავითაშვილი და მგონი ამოიწურა სია, ხოლო ეს რა რანგის გუნდებია, ფეხბურთის მოყვარულებმა მშვენივრად იციან. დანარჩენები შეცვლაზე მოიაზრებიან თავიანთ გუნდებში და ისიც ყველა თამაშზე არ გამოყავთ. ამ ფეხბურთელებმა თავდადებული თამაშით ერთალიგის ჯგუფი მოიგეს და რანგით თანასწორებს ღირსეულად ეთამაშებიან, თუმცა გრანდებთან და ძლიერ გუნდებთან უჭირთ. 3.სანიოლი უძლიერესი ფეხბურთელი იყო და როგორ გამოადგა ჩვენს ნაკრებს, მარტში შეგვეძლება შევაფასოთ. შეცდომებს უშვებს და ყველაზე საგრძნობი ესპანეთთან ორი ცენტრალური მცველით თამაში იყო, თუმცა ასეთ ესპანეთს ვერც სამი შეაჩერებდა. მეორეს მხრივ, ტოპმიულერი და კუპერი გვყავდა თავიანთი კარიერის წარმატებულ პერიოდებში მწვრთნელებად, მაგრამ სანიოლის დარიც ვერაფერი გააკეთეს. 4.ახლანდელმა ფედერაციამ ბევრი გააკეთა ფეხბურთის განვითარებისთვის და ჩემი შეფასებით წარმატებულიც არის.კობიაშვილი ღირსეული ფეხბურთელი იყო და მგონია, ღირსეული პიროვნება და პრეზიდენტია. ჩემი აზრით, ვინც მას ლანძღავს, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ფედერაციასაც ქონდა ორი აშკარა შეცდომა - მაკედონიასთან უნდა მიეღწია მაყურებლების 30%-ის დაშვება სტადიონზე და ამ ზაფხულში აქცენტი არა ევროშესარჩევზე, არამედ ახალგაზრდულის ჩემპიონატზე უნდა გაეკეათებინა, როგორმე დაეთანხმებინა ხვიჩა და ჟორჟიკა (ჩვენებურად) თამაშზე. 5.ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქართული წარმომავლობის პერსპექტიული ფეხბურთელებისთვის მოქალაქეობის მოსაპოვებლად. ამჟამად საუბარია ვახანიაზე და მე სპეციალურად ვუყურებ როსტოვის (რუსეთის ჩემპიონატის ჩემთვის საზიზღარ) თამაშებს, რომ ეს ბიჭი ვნახო. ჩემი შეფასებით კარგი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და ჩვენ იმდენად მცირერიცხოვანი ერი ვართ, რომ ურა პატრიოტებმა თავი უნდა შეიკავონ რუსეთში გაზრდილი ბიჭების ლანძღვისგან. გუშინწინ ვნახე - უნგრეთის ნაკრებში ნატურალიზებული ზანგი თამაშობდა, სომხები ყველაფერს აკეთებენ რომ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მიიზიდონ თავიანთ წარმომავლობის ბიჭები, იტალიელებიც კი ათამაშებენ სხვა ქვეყანაში გაზედილებს და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. 5.საკმაოდ კარგი თაობა მოდის და ჩემი შეფასებით ეს იმიტომ ხდება, რომ მათი ბავშვობის პერიოდში უკეთესი პირობები იყო ფეხბურთელების გაზრდისთვის. კიდევ უკეთესი თაობები წამოვა თანდათან იმიტომ, რომ ქვეყანა და მათ შორის ფებურთი მეტად განვითარდება, ჩვენ ზოგადად ნიჭიერი ერი ვართ და ფეხბურთიც გენში აქვთ ჩვენს ბიჭებს.

• ქ. გ.

ესპანეთს მამარდაშვილი შესწავლილი ჰყავს. ამ თამაშში ლორია უნდა იყოს კარში.

• ტტტ

მაგათ ჯგუფებიდან ჩვენ უკვე გასულები ვიქნებოდით.

• მწვრთნელი

მოლდოვა და ყაზახეთი ინარჩუნებენ შანს, თუ გასვლაზე ყაზახეთი მოუგებს სლოვენიას, ჩეხეთს მოუგებს მოლდოვა და ჩატოვებს ჯგუფში ჩეხეთს და პოლონეთს! ჩვენ კიდევ სანიოლი ვაქოთ და ვადიდოთ თავისი ხუშტურებით ფედერაციასთან ერთად! ყაზახეთმა და მოლდოვამ ჯგუფში ჩვენზე მეტი ქულებიც დააგროვეს და შანსსაც ინარჩუნებენ! მაგათ ისეთი ნიჭის არც კვარაცხელია ყავთ, არც ჩაკვეტაძე და არც არაბიძე! აი მაგალითი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმალური მთავარი მწვრთნელის ყოლას, რომელმაც იცის თავის საქმის კეთება და არ არის დილეტანტი ამ საქმეში, როგორც სანიოლია!

• ჟორა

ქოჩორაშვილი და კიკინაშვილი არის სირცხვილი სპორტში სადაც კრუიფი,ბეკენბაუერი,მარადონა და ძველი დინამო რასაც თამაშობდნენ ეს სპორტი კი არა პოეზიაა...რატომაც ვერ მოიგეს ერთბურთიან სხვაობაზე ჟოპასტენკას თამაში არ უნდა დაიწყო და კარებში არ უნდა ჩადგე თორმ აუცილებლად გაუშვებ მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურად რომ დაამარცხო ორბურთიანი სხვაობა მაინც გინდა

• გიორგი

... ძალიან გრძელი წინადადებაა!

• გიორგი

მაინტერესებს სად უნდა მიიღოს გამოცდილება იმ ახალგაზრდა მცველებმა რომლებიც ამ ორი დამსახურებული ვეტერრანი ფეხბურთელების ჩანაცვლებაა უნდა განახორციელონ თუარა უმოტივაციო არაფლის მომცემ თამაშში რატომ არ აჩვევს თანაგუნდელებს ისე როგორც მაგალითად მექვაბიშვილს.

• Luka

.. აქ მთავარი სხვა რამეა, ძოფი ან ბუფონი რომ იდგეს კარში და ბარეზი-მალდინის წყვილი დაცვის ცენტრში , ისენიც კი ვერ გაუძლებენ ყველა თამაშში ყრუ დაცვაში დგომას . მეორე ნომრად თამაში არ ნიშნავს , რომ საჯარიმოს მისადგომებთან ხვდებოდე მოწინააღმდეგეს . რას გავს საერთოდ , რა ტაქტიკა ქვია ამას არ ვიცი . ვინ თამაშობს ასეთ რაიმეს , ვისაც რაიმეზე პრეტენზია აქვს ? კარგი , დავეთანხმე ვთქვათ სანიოლის და მის ბანდას ( აბა სამწვრთნელო შტაბი ქვია ამათ ?) და ვთამაშობთ მეორე ნომრად , მაგრამ განლაგებას რა ქვია , რასაც ეს ბანდა გუნდს ავალებს ამიხსნას ვინმემ . სად ხდება რომ საჯარიმოს მისადგომებთანაც მარტივად მიაღებინო შემტევს ბურთი ? 3 ოქლაქი მცველი გყავდეს და ყველა საჰაეროს აგებდე ???კაშია-კვირკველიას ვგულისხმობ უპირველესად. რად გინდა მაშინ ეგენი , სისწრაფე მაგათ არ აქვთ , ვერ მოძრაობენ და პოზიციას დროულად ვერ იკავებენ . იმიტომაც გვიჭირს ბურთის ამოტანა . შეტევის გარეშე თამაში სად გაგონილა და ვინ თამაშობს ? ქართული ფეხბურთის ხიბლი და ძალა იყო შემტევი ფეხბურთი ! ხიზანიშვილის მენტალიტეტის ფეხბურთელს რო არ ესმოდეს ეს , არ ნიშნავს , რომ მართალი არ ვარ . 5-ჯერ შევუტიეთ და 2 გოლი გავიტანეთ . აქედან გამომდინარე ვერ უნდა მიხვდე რომელი მხარე გაქვს უკეთესი , ძლიერი ხმამაღალი ნათქვამი რო არ გამოვიდეს ?ჰაუტის მოწოდებისას გახსნა და ბურთის მიღება ვერ უნდა ასწავლონ მეტი მონახაზი თუ არ აქვთ ? 1-2 -ის გარდა ყველა ჰაუტი შოტლანდიელებს ჩავაბარეთ .მოკლედ , მითქვამს ათასჯერ და ვიმეორებ, სანამ ასეთი ჩასვრილი მენტალიტეტით ვართ , მანამ არაა ჩვენი საშველი . ლომების პრაიდს , რომელსაც სატავეში ყავს კურდღელი , ამარცხებს კურდღლების ჯოგი თუ სათავეში ყავთ ლომი . ჩვენ გუნდა სხვა ,,სიკეთესთან" ერთად სათავეში კურდღლები უდგანან და ,, წვრთნიან" . არასწორ თამაშს ათამაშებენ და 98% -ითაც რო შეასრულონ , მაინც ვერ მოვიგებთ . შოტლანდიასთან დავალება გუნდმა დაახლოებით ასეთი პროცენტით შეასრულა . ბიჭების ბრალი არაფერია . თუ ვინმე არ უნდა მდგარიყო მოედანზე , ეს სხვაა , მაგრამ ისინი თვითნებურად არ შესულან სათამაშოდ .ამაშია მთელი საქმე . ესპანეთმა თუ მოინდომა , არც კი მინდა წინასწარ ვიფიქრო , რა ანგარიშიც იქნება.მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდულის ევოს არ დაესწრო , არ აინტერესებს ვინ შეიძლება გამოდგეს. ხიზანიშვილი რა ფეხბურთელიც იყო , უარესი სამწვრთნელო ცოდნა და ფანტაზია აქვს ეტყობა ( არაფერი პიროვნული , მაგრამ ვერც ფეხბურთელად ვაფასებდი და ახლა ხო საერთოდ ), ხოდა , რას უნდა ველოდო კარგს ? ეგენი ყაზახეთთანაც მე-2 ნომრად ათამაშებენ გუნდს და ლუქსემბურგთანაც .

• T.q

ქოჩორაშვილი იყო ერთ ერთი საუკეთესო ძალიან მაგრად მოუმატა ართმევებზე კარგი იყო და შემდეგ ძალიან სწორ და მნიშვნელოვან პასებს აკეთებდა ნახევარ დაცვაში ნამდვილი კედელივით იდგა და რაც შეეხება კვირკველოას და კაშიას პატივისცემა და მადლობა მათ რაც თავიან საუკეთესო წლებშო ნაკრებისთვის გააკეთეს მაგრამ სანიოლი თუ ვერ ხვდება ან არ ხვდება მათ ვეტყვი რომ ნამუსოც კარგი საქოენელოა და როცა აღარ შეგიძლია თავად უნდა თქვა უარი სასტარტოში თამაშზე ან სულაც სანაკრებო კარიერა დაასრულო მეორე გოლი მთლიანად ამ ორი მცველის კისერზე იყო!

"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი

მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა

ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში

"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა

ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის

დევიდი შეიძლება თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

პოგბა მალე "მონაკოს" ფეხბურთელი გახდება

"ბარსელონაში" გადასვლა ძვირად დაუჯდა - გარსია სახლიდან ვეღარ გადის

უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 ქართველი იასპარეზებს

"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ

აკი ნაირ-ნაირებიო - ტიკნიზიანი საბოლოოდ "ცრვენა ზვეზდაში" გადაბარგდა

"ალ ჰილალს" "ნაპოლის" კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენა უნდა

ჩაკვეტაძე "უოტფორდში" ვადამდე დაბრუნდა - გადავა პრემიერლიგის გუნდში?

პსჟს გადამწყვეტი მატჩი! - შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა

უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს

"ალონსოს მოსვლის შემდეგ, თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვთვლი" - არდა გიულერი

"ლესტერი" ვან ნისტელროის გაათავისუფლებს

"მეგობრები არ ვართ, მაგრამ..." - რა თქვა მესიმ რონალდოს შესახებ?

"იცით, იამალმა რა გააკეთა?" - ყოფილი პორნოვარსკვლავი მედიაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა

ყველა დროის საუკეთესო მებრძოლმა კარიერა დაასრულა

40 წლის კაზორლას გოლი - "ოვიედო" ლა ლიგაში დაბრუნდა

"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა

[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი პსჟ-ის მატჩის მიმდინარეობისას - კვარაცხელიას გუნდის შეხვედრაზე ტრიბუნაზე მძიმე სანახაობა ვიხილეთ

ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

ყველა დროის 100 ძვირადღირებული ტრანსფერი - სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე

ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა

პსჟს გადამწყვეტი მატჩი! - შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა

"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და "კვარას" ფორმაში ყოფნა გრძელდება

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია