ესპანეთი VS საქართველო - ბოლო მატჩი გაშვებული უპირატესობის შემდეგ...

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებს ერთი ქულა სჭირდება, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს, საქართველო ნაკრებს კი ნორვეგიისთვის გადასწრება მხოლოდ გამარჯვებით შეუძლია. "ფურია როხა" და "ჯვაროსნები" ვალიადოლიდში, "ესტადიო ხოსე ზორილიაზე" დღეს, 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე შეხვდებიან.

განვლილი შეხვედრა...

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ორჯერ უგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა (2:2). ვილი სანიოლის გუნდმა მშვენიერი გოლები გაიტანა. აუცილებლად აღსანიშნავია გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე პასები. ფრანგი მთავარი მწვრთნელი იმაში უნდა შევაქოთ, რომ "ჩაკვეს" საბოლოოდ, იდეალური პოზიცია მოუძებნა და გიორგი მშვენიერი "ათიანია."

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი მაღალი
კლასი კიდევ ერთხელ გვაჩვენა. "კვარა" 90 წუთის განმავლობაში მონდომებული და შემართული იყო. როცა საგოლე კომბინაციებზე ვსაუბროთ, იქ ოთარ კაკაბაძეც უნდა ვახსენოთ - პირველი გოლისას წამიც კი არ დაუკარგავს, კვარაცხელია ისე მოძებნა. ბოლო დროს "ნაპოლიში" ხვიჩას, როგორც "ფინიშერის" პრობლემაზე ვსაუბრობდით, ნაკრებში კი ცივსისხლიანი ფორვარდის უნარებს ამჟღავნებს და შორს არაა ის დღე, როცა "ჯვაროსნების" მაისურით ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდება...

Sportall.Ge

რატომ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა? - გუნდმა, ფაქტობრივად, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში შოტლანდიელებს საშუალება მისცა, მათი მთავარი კოზირი, მაღალი ჩაწოდებები აემოქმედებინათ და ისედაც არადამაჯერებელი დაცვის ცენტრის პირობებში მასთან გამკლავება ბოლოს შეუძლებელი გახდა. საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს მოწინააღმდეგის პრესინგს თავი დააღწიოს, ბურთის შეტევაში გადატანა ინდივიდუალურ ოსტატობას უფრო უკავშირდება. ამ მხვრივ პრობლემები თითქმის ყველა რგოლშია. სანიოლის როგორც ცვლილებები, ასევე მეორე გოლის შემდეგ არჩეული სტრატეგია, წარუმატებელი აღმოჩნდა. სიმართლის თქმას არასდროს უნდა მოვერიდოთ, ეს თავად ფეხბურთელებისთვისაა უკეთესი - გიორგი მამარდაშვილმა ურთულესი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ფეხით თამაშისა და გამოსვლის კომპონენტებზე კვლავ ბევრი სამუშაო რჩება... აღსანიშნავია გიორგი ქოჩორაშვილის პროგრესიც, მას თანამედროვე ტიპის საყრდენისთვის ყველა მონაცემი აქვს...

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, მათ თემურ ქეცბაიას კვიპროსს 3 გოლი მალევე გაუტანეს და (3:1) გაიმარჯვეს. ისევ გაიტანა "ბარსელონას" თინეიჯერმა იამალმა. გაიას არყოფნაში მარცხნივ "ლევერკუზენში" ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ალეხანდრო ხრიმალდომ იასპარეზა ("ასისტი" მიითვალა), მარჯვენა ფლანგი კი 37 წლის ხესუს ნავასს ეკავა. კარში "არსენალელი" რაია იყო.

მატჩის წინ...

საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია დააკლდება. ესპანელთა რიგებში ტრავმირებული ორიასაბალი "სოსიედადს" დაუბრუნდა. უცნობია, ითამაშებს თუ არა როდრი. სასტარტოში ნიკო უილიამსს ველით. მატჩს რუმინელი ჰარეგანი განსჯის.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, პ. ტორესი, ხრიმალდო - მერინო, ზუბიმენდი, რუისი - ფ. ტორესი, მორატა, უილიამსი.

საქართველო: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, კალანდაძე - გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, აზაროვი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

altსაქართველოს ნაკრები ესპანეთში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა

alt"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

მკითხველის კომენტარები / 68 /
ლევანის მიმწერს.. კლასი და გამოცდილება თამაშებში მოდის თუ არ ათამაშე როგორ მოუვათ ეს ყველაფერი რა აზრიაქ აბა კაშია-კვირკველიას დუეტი წააგებს თუ საზონოვი-გელაშვილის 1-7-დს.ახლგაზრდებს მეტი შანსი ვიდრე უკვე ათასჯერ და ახალი არაფრის მჩვენებელ ასევე უკვე ასაკში მყოფ ფეხბურთელებს.
ZIKO
20 ნოემბერი 2023 03:01
0
რომელ ზონურ დაცვაზეა ლაპარაკი როცა კვეკვესკირი საერთოდ ვერ მოძრაობს კაშია და კვირკველია ჯანის და სისწრაფების არ ქონის გამო კატასტროფულ შეცდომებს უშვებენ დაცვაში ამას მწვრთნელი ვერ ხედავს?ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ნაკლები ფეხბურთელები ყავდათ? პორტუგალიას ბელგიას თუ ჰოლანდიას გელაშვილმა საზონოვმა და კალანდაძემ მათ ფორვარდებს ტოლი არ დაუდეს არც ზონურ დაცვაში არც საშუალოდ აწეულ პრესინგში და არც თუ გნებავთ მაღალ პრესინგში, რატო არ შეიძლება ამ ბიჭების ნდობა ეროვნულში მომავალზე გათვლილი პრესპექტივით ამაზე მაქ ლაპარაკი.ბურთის დაჭერას კი გარკვეულ დონეზე თუ ყაზახეთი და სომხეთი ახერხებს საქართველოს ნაკრები რითია მათზე ნაკლები.გაგახსენებთ ცხადაძის დროინდელ ნაკრებს რომელსაც კარგი პრესინგი და ბურთის კარგად დაჭერა გამოდიოდა როცა ის ნაკრები დღევანდელზე არაფრით მეტი არ იყო პირიქით დღეს გაცილებით ძლიერი თაობაა ნაკრებში მაგრამ მათ სწორად გამოყენება ჭირდებათ აქ არის უკვე სანიოლის როლი მთავარი მაგრამ ეს მის ხელში არ ჩანს.გუნდში სადაც კვარაცხელია ჩაკვეტაძე დავითაშვილი კიტეიშვილი ძალიან მებრძოლი და ამავედროს ბურთთან კარგად მყოფი ქოჩორაშვილი გყავს ზედიზედ 5 პასი მაინც უნდა გააკეთო ამას მუშაობა ჭირდება. გუნდს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა ამაზე მაქ ლაპარაკი.
ქომაგი
20 ნოემბერი 2023 02:52
0
შვილო, ქომაგო!აბსოლიტურად ვერ გაგიგიათ ჩემი წინა კომენტარი.იქ ყველაფერზეა პასუხი.რათქმა უნდა ღრმა დაცვაში არ უნდა ჩაჯდე თუ გაქვს თავი ზევით ბევრად აწეულმა ითამაშო.როცა უბურთოდ დარბიხარ მეტი ენერგია გეხარჯებაო.შენ გგონია ზევით თუ აიწევენ მერე ბურთს ვინმე მიცემთ? ზონური პრესინგია ჩვენი გუნდისთვის წამალი და გამოსავალი,ოღონდ კარგად დამუშავებული და დამუღამებული.ეგ არის და ეგ.
არგუტი
19 ნოემბერი 2023 23:47
1
1.თავდაცვის დროს წართმეული ბურთი არ იციან სად წაიღონო.სად და ---აქ ორი სიტყვაა მხოლოდ საჭირო----წინ ,კვარაცხელიაზე.2.პრესინგის დროს ართმეული ბურთი ეცოდინებათ სად წაიღონ?3.დააყენოს შემტევები და აპრესინგოსო----ნუ აქ ძალიან მიჭირს თავის შეკავება ,რომ არ ვილანძღო.პრესინგს უნდა სწრაფი,სხარტი ,კარგად მოძრავი და ამტანი ინდივიდები.ჩვენ ასეთთან ოდნავ მიახლოებული მანც გვყავს ვინმე?მთელ მოედანზე პრესინგს ხანგრძლივად გრანდებიც ვერ ახერხებენ და შენ ჩვენს კუს ნაბიჯით მოსიარულეებს ავალებ?4.ჩვენი მობერებული დაცვა საჯარიმოში გრძნობს თავს კომფორტულადო.ჯერ ერთი რა კომფორტზეა საუბარი როცა გოლებს პანტა-პუნტით იღებენ.და მეორეც მაღლა თუ აიწევენ უფრო არ გაიდირკებიან? შევცვალოთო----ვითი ,რომ ჩამოთვალე იმათით? მათ ხომ ჯერ არც კლასი აქვთ სანაკრებო და არც გამოცდილება? კი ბატონო ,პრესინგი საჭიროა გარკვეულ დროს გარკვეული მეტოქის წინააღმდეგ,მაგრამ პრესინგი არის მრავალგვარი და მრავალნაირი.ჩვენი დღევანდელი შემადგენლობისათვის კი უპრიანია მხოლოდ და მხოლოდ ზონური პრესინგი.შეიძლება თქვენ ეს ვერ გაიგოთ რა არის ,მაგრამ ახლა ამის ახსნის თავი ნამდვილად არ მაქვს,შემდგომში თუ შეგატყვეთ რომ ჩემი საუბრიდან [შენ და ქომაგს]სწორი დასკვნები გამოგაქვთ,არ დაგზარდებით და მთელ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას თქვენს მიერ ფეხბურთის სწორი აღქმის და გაგების სწავლებას მოვახმარ.
levanis
19 ნოემბერი 2023 23:32
1
Liveball.uno goooool.org
პირველმა არხმა რომც არ დაბლოკოს, ამ საიტებზე ბევრად კარგი ხარისხით და კომენტირებით უყურებთ თამაშს.
ეს პირველი არხი ხო მეორე სოდებილე გვჭირს ერს, მილიონებს რაში ვუხდით.
რუსთავი
19 ნოემბერი 2023 22:39
0
37-ე წუთზე ბელგია 4:0 ანადგურებს აზარბაიჯანს.
ესპანეთთან ჩვენც იგივე გველის ამაღამ
გენა
19 ნოემბერი 2023 21:42
6
ჩვენ 2: 1 ვიგებთ
ჰაჰ
19 ნოემბერი 2023 23:06
0
სად შეიძლება თამაშს ვუყურო უცხოეთიდან?
Live
19 ნოემბერი 2023 20:48
0
1ტვ.გე
შეიძლება იუთუბეზეც იყოს
და პირველი არხის ფბ-ზეც
₾ადო
19 ნოემბერი 2023 21:57
0
ინტერნეტში მოიძიეთ პირველი არხის(საზოგადოებრივი) “ლაივი”
გულშემატკივარი
19 ნოემბერი 2023 21:49
0
ყველა გამოხმაურება
არგუტიის.ყრუ დაცვაში ჯდომა როგორც ნორვეგიაში ისე თბილისში შოტლანდიასთან მეორე ტაიმში შედეგის მომტანი არ არი ხო დავინახეთ.კონტრშეტევაო დაცვიდან ვინ უნდა წაიღოს ბურთი კაშიამ და კვირკველიამ ვერასდროს ბურთი ვერ ამოიტანეს ხეირიანად აგრეთვე კვეკვესკირი ნელ ტემპში მოქმედებდა ამიტომ მოიპოვა შოტლანდიამ დიდი უპირატესობ. როცა მეტოქეს დიდი წნეხის ქვეშ ყავხარ და უკან შენ საჯარიმოში გაპრესინგებს ამას ჯობია მაქსიმალურად წინ ახვიდე. თან უბურთოდ დარჩენილი გუნდი მეტ ენერგიას ხარჯავს ესეც საქვეყნოდ ცნობილია.
ქომაგი
19 ნოემბერი 2023 20:30
0
სანიოლის მწვრთნელობა არ გაიშვას, ვნახავთ დღეს 7 მცველით და ერთი თავდამსხმელით თამაშს.
ფედერაცია უნდა მოშორდეს, ,,საძმოს,, და ,,ძველი ბიჭების,, გარდა უნიჭო უვიცები და უცოდინრებიც არიან. კობიაშვილმა 1 წლიანი აუსბილდუნგი გააკეთა გერმანიაში და ხალხმა აიტაცა, ევროპაში ისწავლა ააყვავებსო ფეხბურთს. ხალხი 3-4 წელი სწავლობს ხოლმე იგივე პროგრამით ცოტა რამე რომ ისწავლონ. რაც არ უნდა იყოს ძველი ბიჭები უნდა მოშორდნენ ფეხბურთს და ფედერაციას, ის კიარა და ბავშვთა ფეხბურთშიც უნდა გაიფილტრონ მსგავსი მენტალიტეტის მწვრთნელები, არც ამ მენტალიტეტის ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ წინსვლის საშუალება სულ რომ ვარსკვლავებს წყვეტდნენ!
რუსთავი
19 ნოემბერი 2023 17:57
2
არაბიძე აუცილებლად უნდა ვათამაშოთ ნაკრებში. იხ საუკეთესოა ჯარიმების შესრულებაში. ეს კი აქილევსის ქუსლია ჩვენს ნაკრებში. სხვა მხრივაც არაფერი დაეწუნება ამ ეტაპზე
ლექხო
19 ნოემბერი 2023 17:22
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული