ესპანეთი - საქართველო. 1:1 პირველი ტაიმის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩის პირველი ტაიმი ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა, ისიც იძულებითი - ტრავმირებული შენგელიას ნაცვლად ძირითადში აზაროვი დააყენა. მოლოდინისამებრ, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლე ნორმანმა ყველას დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ გავის გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. ცოტა ხანში კი ჩაკვეტაძემ კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. „ფურია როხამ“ ზეწოლა გააძლიერა, მამარდაშვილმა ორჯერ გადაგვარჩინა. საქართველოს
ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, მაგრამ შანსი ვერ იქნა გამოყენებული. 30-ე წუთზე მამარდაშვილმა მორატას ორი მეტრიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია"
ესპანეთი - საქართველო
გოლები: 1:0 ლე ნორმანი (4), 1:1 კვარაცხელია (10)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 15 /
არ დაიჯეროთ ლიბერასტებო, ესენი ესპანეთის ნაკრების ფორმაში გადაცმული გიბრალტარის ნაკრებია, თორემ ხვიჩა ძლიერ გუნდებს ვერ უტანს, თან პირჯვარს იწერს, რას სჩადის))) შემოგევლე ხვიჩა, უპირობო ლიდერი ხარ! ესეთი ჩაკვე კი თავის ინტელექტით და სწრაფი აზროვნებით ჰაერივით სჭირდება ნაკრებს
llcl
00:44 20-11-2023
14
ძალიან კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით!!! ბრძოლისუნარიანობა ეტყობათ ბიჭებს!!! ესე გააგრძელეთ!!!❤️ ნუ ჩაკვე-კვარას დუეტი სუპერ!!! გენაცვალეთ❤️
გულშემატკივარი
00:44 20-11-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული